,,საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს კონკრეტული მიზნით, რომ პრეზიდენტისთვის ესწავლებინათ ჭკუა”- პაატა მანჯგალაძე

პაატა მანჯგალაძე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, რევაზ ჯაველიძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელთა დანიშვნასა და გათავისუფლებაზე, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

პაატა მანჯგალაძის განხადებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ სარჩული აქვს და მიზნად პრეზიდენტის ,,ჭკუის სწავლებას” ისახავს.

„კომპეტენციებზე დავის პრაქტიკა არსებობს და ამისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ, მაგრამ მაკვირვებს „ქართული ოცნების“ განცხადებები, რომ არ გეგმავდნენ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანას. ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს კონკრეტული მიზნით, რომ პრეზიდენტისთვის ესწავლებინათ ჭკუა. ამას არ აქვს სამართლებრივი სარჩული, აქვს მხოლოდ პოლიტიკური სარჩული, რომ პრეზიდენტს ასწავლონ ჭკუა, მიუთითონ თავის ადგილი. სარჩელის ავტორები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტი ფაქსიმილიეს აპარატია, რასაც მთავრობა შეუტანს, ყველაფერი უნდა დაამტკიცოს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მსგავსი თემები