,,ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ცეცხლის შეწყვეტაზე უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანამდე”- მიხაილ პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინა არ დათანხმდება „მინსკ 3-ს. მისი თქმით, უკრაინა ვერ ისაუბრებს ცეცხლის შეწყვეტაზე უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანამდე.

მიხაილ პოდოლიაკის ცნობით, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი იწყებს საუბარს იმაზე, რომ უკრაინამ უნდა შეწყვიტოს ბრძოლა და რუსეთთან გარკვეული სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიოს.

„ჩვენ ვერ წავალთ ახალ „მინსკ-3“-ზე, ეს ცხადია. რადგან ეს არის გადადებული ომის ბილეთი. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ცეცხლის შეწყვეტაზე უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანამდე. ეს ხომ გასაგებია, რომ ისინი გამაგრდებიან, დაიწყებენ თავიანთი გაძლიერებული ხაზების შექმნას და ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება მათი უკრაინის ტერიტორიიდან განდევნა. ჩვენ ვერ დავთანხმდებით რუსეთის ნებისმიერ ულტიმატუმს, რადგან ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ისინი იმარჯვებენ“, – განაცხადა  პოდოლიაკმა.

 

 

მსგავსი თემები