,,მე მესმის რომელ კარებზე ვაკაკუნებთ, მაგრამ ყველას არ ესმის”- იაგო ხვიჩია

,,გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია შარლ მიშელის განცხადებას გამოეხმაურა. ევროსაბჭოს პრეზიდენტის თქმით, რეფორმები დემოკრატიზაციის პროცესში და კანონის უზენაესობა საქართველოში საჭიროა ისე, როგორც არასდროს.

იაგო ხვიჩიას განმარტებით,  ახლა მთელი მსოფლიოსთვის გარდამტეხი ეტაპია შესაბამისად, მნიშვნელოვანია სწორი პოზიციის დაკავება.

,,ახლა ძალიან გარდამტეხი ეტაპია არამხოლოდ საქართველოსთვის, მთელი სამყაროსთვის, იცვლება არსებული წესრიგი, ასეთ დროს, თანამოაზრეები, ვისაც ესმის, რომ ერთმმართველობა და დიქტატურა არ არის სწორი განვითარება ერთ მხარეს დგანან, ხოლო ხალხი ვისაც ეს არ ესმის – მეორე მხრეს, ამიტომ ჩვენ ახლა გვეკითხებიან, გესმით თუ არა თქვენ, რომელ კარებზე დააკაკუნეთ და იქცევით თუ არა შესაბამისად. მე მესმის რომელ კარებზე ვაკაკუნებთ, მაგრამ ყველას არ ესმის, არ არის მარტივი ამბავი, რომ ყველას ერთნაირად ესმოდეს,”- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები