პანდემიის გამო, სასკოლო არდადეგები გახანგრძლივდება

  •  

„კოვიდ 19“-ის პანდემიიდან გამომდინარე, წლევანდელი სასკოლო არდადეგები ყველაზე ხანგრძლივი იქნება. კერძოდ, ზამთრის დასვენება 31 იანვრიდან დაიწყება და 18 იანვრამდე გაგრძელდება.

„არდადეგები 31 დეკემბრიდან დაიწყება. მთავრობის გადაწყვეტილებით, 3–დან 15 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები გამოცხადდა, ეს კი, რა თქმა უნდა, სკოლებსაც შეეხება და სწავლას 18  იანვარს განახლდება, რადგან 15 იანვრის შემდეგ შაბათ-კვირა ემთხვევა, შესაბამისად სწავლა ორშაბათიდან 18 იანვრიდან განახლდება,” –  აცხადებენ განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროში.

რაც შეეხება  არდადეგების დასრულების შემდეგ სასწავლო პროცესის განახლებას,  სამინისტროს განცხადებით,  ეს ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.

მსგავსი თემები