„სნიკერსის“ ამარა დარჩენილი და საწამლავით მორბენალი დეპუტატები

  •  

„თქვენ რომ მახსენებთ პარლამენტის როლს, თან თქვენ, როცა საწამლავით დარბოდით ამ პარლამენტში და გგონიათ, ეს უკეთესი როლია ვიდრე მე ვასრულებ ამ ტრიბუნიდან საკუთარ ვალდებულებას?“ – ასე უპასუხა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ ოპოზიციის წარმომადგენელ ლელა ქებურიას კრიტიკას და საკანონმდებლო ორგანოში მისი „როლი“ შეახსენა.

საუბარია  2019 წლის დეკემბერში, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ლელა ქებურიას მიერ დაღვრილ საწამლავზე, რომლის შემდეგაც პარლამენტის თანამშრომლები მოიწამლნენ და საავადმყოფოში მოხვდნენ.   

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ქებურიამ დიმიტრი ხუნდაძეს პანდემიის პერიოდში  და შემდგომი ქმედებები დაუწუნა და ასე მიმართა: „არ მიკვირს, რომ ხალხზე ზრუნვის სახელით ეწევით მანიპულაციას და სპეკულაციას. არც ის მიკვირს, რომ პარლამენტის როლი ვერ წარმოგიდგენიათ რომ არის მთავარი და მნიშვნელოვანი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგვიწოდებს, რომ ვისწავლოთ ამ პანდემიასთან ერთად თანაცხოვრება. თქვენ კი აღნიშნავთ რომ ეს პერიოდი გჭირდებათ იმისთვის რომ ელოდებით მეორე ტალღას. მზადება კი ნიშნავს იმას, რომ თქვენ გააკეთეთ მონიტორინგი და ამის საფუძველზე დაისახეთ გეგმები. სკოლების დიდ ნაწილში კი წყლის პრობლემა არსებობს და ანტისანიტარიული მდგომარეობაა. გაქვთ ინფორმაცია რამდენ სკოლაში გამოსწორდა არსებული ვითარება და რამდენ სკოლაში მოხერხდა სანიტარული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ – ლელა ქებურიას კრიტიკა დიმიტრი ხუნდაძის მიერ წარმოდგენილ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებების მოჰყვა, რომელიც შემზღუდველი ღონისძიების გამოყენების გახანგრძლივების უფლებას ეხებოდა.

დიმიტრი ხუნდაძემ კი ლელა დეპუტატების მოწამვლა და საკუთარი როლი შეახსენა.

„თქვენ რომ მახსენებთ პარლამენტის როლს, თან თქვენ, როცა საწამლავით დარბოდით ამ პარლამენტში და გგონიათ, ეს უკეთესი როლია ვიდრე მე ვასრულებ ამ ტრიბუნიდან საკუთარ ვალდებულებას…? იყო დღე, როცა დილას აღნოსავლეშთში ვიყავით, საღამოს დასავლეთში. წუწუნში ნუ ჩამითვლით, მაგრამ, კვების ობიექტებიც არ მუშაობდა და მე, ჩემი კოლეგები და მძღოლი ვიფარგლებიდუთ „სნიკერსით“ რომ ჩვენი საქმე გვეკეთებინა და ენერგია მაინც გვქონოდა“ – უპასუხა ხუნდაძემ ქებურიას.  

მსგავსი თემები