უკრაინაში დატყვევებული რუსი წვევამდელები ოჯახის წევრებს შველას სთხოვენ

ასობით რუსი ტყვე უკრაინელების ხელშია. მიუხედავად მათ მიერ განხორციელებული სისასტიკის და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვისა, ისინი ცოცხლები არიან და პირიქით, საკვებსაც კი აძლევენ.

ტყვეებს საკუთარ ოჯახებსაც აკავშირებენ, რომლებიც მშობლებს დახმარებას სთხოვენ და უმტკიცებენ, რომ არაფერი იცოდნენ სად მიდიოდნენ და როგორ მოხვდნენ ომში.

რუსი ტყვე: „მოგვატყუეს, ტყვედ აღმოვჩნდით დედა. ყველა ბავშვი ტყვედ ვართ. საშინელება ხდება. ხოცავენ ყველას ბავშვებს, ქალებს. თუ ჩვენ მოვკვდებით, ეს იქნება მხოლოდ თქვენთვის, ყველას გააგებინეთ ეს ყველაფერი. პუტინი შეეცდება, იქ, რუსეთში არავინ გაიგოს ეს სიმართლე.  ყველას გააგებინეთ რაც აქ ხდება, ბევრი დაიხოცა, იარაღის გამოყენებაც კი არ იცოდნენ“.

ტყვე: „მე ვარ წვევამდელი. მოტყუებით წამომიყვანეს მეც და ყველა ვინც ჩემს ირგვლივ იყო. აქ საშინელება ხდება, ბომბავენ მოსახლეობას, აფეთქებენ სახლებს“.

ტყვე: „დედა, ჩვენმა ბრიგადამ განიცადა დანაკარგი. ერთი ბრიგადიდან მარტო მე გადავრჩი, არ გამოგზავნოთ აქ თქვენი შვილები. საშინელება ხდება, წვრთნების ნაცვლად ღია ომში ჩაგვაგდეს“.

შეგახსენებთ, რომ პუტინმა წვევამდელების ომში გაგზავნასთან დაკავშირებით შესაბამის ორგანოს გამოძიება დაავალა და აცხადებს, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა. მისივე განცხადებით, ომში არც ერთი წვევამდელი არ მოხვდება.

უკრაინაში კი აცხადებენ, რომ ტყვეების რაოდენობა იმდენად მზარდია, არ იციან სად წაიყვანონ.

მსგავსი თემები