ქალაქ მელიტოპოლში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს

ქალაქ მელიტოპოლის მერიის განცხადებით, ქალაქის ქუჩებში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. რუსი სამხედროები ცდილობენ ადმინისტრაციული შენობების განადგურებას ან ხელში ჩაგდებას. ამასთან, როგორც ქალაქის მერი განმარტავს, მოსახლეობისთვის ყველა თავშესაფარი ღიაა.

“ძალიან დაძაბული ვითარებაა, რუსეთი ცდილობს მელიტოპოლის ადმინისტრაციული შენობებისა და მისი ძალოვანი სტრუქტურების დაკავებას ან განადგურებას. ქუჩაში ბრძოლა მიდის. რ განათავსოთ სოციალურ ქსელში უკრაინის შეიარაღებული ძალების ან ტერიტორიული დავის გადაადგილების შესახებ ინფორმაცია. ჩვენ დახმარება გვჭირდება,” – განაცხადა მერმა.

 

მსგავსი თემები