შშმ პირს, რომელიც პოლიციამ მეტროში სცემა, სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა  

შშმ პირი, რომელიც პატრულმა მეტროში გუშინ სცემა, ოჯახის წევრებთან და უფლებადამცველებთან ერთად, ლევა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში იმყოფებოდა. მისი ექსპერტიზა უკვე დასრულდა.

საქმეში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ჩაერთო, რომელიც გამოძიების პროცესს ბოლომდე მიყვება.

„ექსპერტიზის მიმდინარეობასთან და საქმის დეტალებთან დაკავშირებით ვერაფერს მოგახსენებთ დასაცავი პირის ინტერესებიდან გამომდინარე, მას დეტალებზე საუბარი არ სურს. რაც შეეხება ჩემი ჩართვის მიზეზს, ვინაიდან ის არასრულწლოვანია, სახელმწიფოს ხარჯზე დაენიშნა მას ადვოკატი და მაქსიმალურს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მისი ინტერესები იყოს დაცული. საქმის მასალები არ მიმიღია, დამატებით ვერაფერს გეტყვით”,- განაცხადა არასრულწლოვნის ადვოკატმა ლედი კორძაძემ მედიასთან.

შეგახსენებთ, რო ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი თანამშრომელი ნუკრი ბაქრაძე და კახა ბაკაშვილი დააკავა.

 

მსგავსი თემები