წითელას აცრაზე უარის შემთხვევაში, შესაძლოა სკოლის აღსაზრდელებს მოსწავლის სტატუსი ჩამოართვან

წითელას ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, საჯარო სკოლებში მოსწავლეებს, პოლიკლინიკის მიერ გაცემული აცრების ისტორიის მიტანას სთხოვენ. იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდება, რომ მოზარდი წითელას ვირუსზე არ არის აცრილი, შესაძლოა მას მოსწავლის სტატუსი ჩამოართვან.  ინფორმაციას სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მშობელი ავრცელებს და განათლების სამინისტროსგან განმარტებას მოითხოვს: “რას ნიშნავს მოსწავლეს სტატუსი ჩამოერთმევა?! დღეს ვგებულობ კლასის დამრიგებლისგან, რომ თურმე, თუ პოლიკლინიკიდან არ მივიტან ცნობას, რომ ჩემი შვილები ნამდვილად არიან აცრილები წითელაზე მოსწავლის სტატუსი ჩამოერთმევათ. ან თუ მე ეს დანამდვილებით არ მახსოვს, მაშინ თურმე, ხელმეორედ უნდა ავცრა ბავშვები. ჩემს შვილებს ყველა სავალდებულო აცრა თავის დროზე აქვთ ჩატარებული. მათ…

მეტი...