გალა კონცერტი პირველი რესპუბლიკის მოედანზე – 5 ეპოქა ერთ სცენაზე

საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი დღეს, 26 მაისს, საღამოს 10 საათზე, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა. გალა კონცერტის სცენა, თანამედროვე ტიპის ელემენტებითა და დეკორაციებით – ამრეკლავი იატაკით, ლედ განათებებით, აკუსტიკური კედლებითა და სხვა დეტალებით იყო აღჭურვილი. სპეციალურად კონცერტისთვის ხუთმა ცნობილმა ქართველმა კომპოზიტორმა განსხვავებული ჟანრის ნამუშევარი წარმოადგინა. თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის ორკესტრთან და გუნდთან ერთად, კონცერტს აკომპანირება გაუწია, თანამედროვე ქართული სადირიჟორო ხელოვნების ერთ-ერთმა წარმატებულმა წარმომადგენელმა, მირიან ხუხუნაიშვილმა. ​ როგორც “მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წელი ხუთ პირობით ეპოქად დაიყო. თითოეულ ეტაპს განსხვავებული ნამუშევარი…

მეტი...