TIME-მა „წლის გმირებად” ირანელი ქალები დაასახელა

ამერიკულმა ჟურნალმა TIME-მა სექტემბერში 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებით გამოწვეული მიმდინარე პროტესტების ფონზე ირანელი ქალები „2022 წლის გმირებად” დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “ინსტაგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს.

„TIME-ის ვერსიით ირანის ქალები „2022 წლის გმირები” გახდნენ. მოძრაობა, რომელსაც ისინი უძღვებიან წინ, არის განათლებული, ლიბერალური, სეკულარული, აღზრდილი უფრო მაღალი მოლოდინებით. ისინი საერთოდ არ ჰგვანან მათ, ვინც მათ წინ იყო, ისინი თავს უფრო ტრანსნაციონალურ თაობა Z-ად თვლიან, ვიდრე ირანელებად”, – წერს TIME.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სწორედ ქალებმა დაიწყეს ირანის ისლამური რესპუბლიკის 43-წლიან ისტორიაში ხანგრძლივი პროტესტი.

მსგავსი თემები