თორნიკე ყიფიანის საევროვიზიო სიმღერას მილიონი ნახვა აქვს (ვიდეო)

  •  

ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სიმღერის – Take Me As I Am („მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ“) და ვიდეოს ევროვიზიის ოფიციალურ არხზე მილიონამდე ნახვა აქვს.

სიმღერისა და ტექსტის ავტორი თავად მომღერალია. სიმღერის არანჟირებაზე თორნიკე ყიფიანმა ალეკო ბერძენიშვილთან ერთად იმუშავა, რომელიც მარიკო ლეჟავასთან და მარიამ შენგელიასთან ერთად მისი ბექვოკალია.

სოციალურ ქსელში თორნიკე ყიფიანის სიმღერას სხვადასხვა ვლოგერები ემხაურებიან და საერთო ჯამში ამჟამად 41 ქვეყნიდან მე-14 ადგილზე იმყოფება.

აღსანიშნავია, ისიც რომ “ახალი კორონავირუსის” გავრცელების გამო, შეიძლება ევროვიზიის კონკურსი გადაიდოს და არ ჩატარდეს მაისში.


მსგავსი თემები