“უფრო ლოგიკური ფრე იქნებოდა”- უკრაინელი მწვრთნელი საქართველოსთან მატჩზე

დონეცკის „შახტარის“ ვეტერანმა ფეხბურთელმა, „ალ-რაედის“ მწვრთნელმა იური ბენიომ Tribuna.com-თან ერთა ლიგაში უკრაინის ნაკრების საქართველოს წინააღმდეგ მატჩზე (1:0) კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ლოგიკური შედეგი ფრე უფრო იქნებოდა. „მთავარი შედეგია, რაც ჩვენი ნაკრების მდგომარეობის გათვალისწინებით სასურველი აღმოჩნდა. შესაძლოა, უფრო ლოგიკური ფრე იქნებოდა, რადგან ქართველებს მეტი, თანაც უკეთესი საგოლე შანსები ჰქონდათ, მაგრამ ბედმა გაგვიღიმა. ბიჭებმა ეს თავდადებითა და ბრძოლით დაიმსახურეს. მოედანმა ფეხბურთის ჩვენებაში ხელი ორივე გუნდს შეუშალა, რადგან გაზონის ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებდა და ფეხბურთელები ძალიან დაზარალდნენ. თუმცა, ჩვენმა მოთამაშეებმა ეს ბარიერიც გადალახეს. წინა ორ თამაშთან შედარებით, უკრაინის ნაკრები სრულიად განსხვავებული გუნდი იყო. პირველივე…

მეტი...

„სიტყვა არ მაქვს სანუგეშებელი , მაგრამ ამ პირობას შეგისრულებთ შვილო!“- პრეზიტენტი

პოლიტიკოს ალექსი პეტრიაშვილის ვაჟის ტრაგიკულად გარდაცვალებას სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება. პრეზიდენტი შოთიკო და ალექსანდრე  პეტრიაშვილების ფოტოს აზიარებს და წერს: „სიტყვა არ მაქვს სათქმელი ან სანუგეშებელი , მაგრამ ამ პირობას შეგისრულებთ შვილო!“ -აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.  

მეტი...

“ძალიან დიდ მუხტს და მოტივაციას გვაძლევთ”- კვარაცხელია ქომაგებს მადლობას უხდის

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ქართველ გულშემატკივარს მადლობას უხდის. მისი თქმით, მატი მხარდაჭერა ფეხბურთელებს მოტივაციას აძლევს. “მინდა მადლობა ვუთხრა პოლონეთში ჩამოსულ და სტადიონზე მოსულ თითოეულ გულშემატკივარს, ძალიან დიდ მუხტს და მოტივაციას გვაძლევთ, ასევე მადლობა ეკრანებთან მყოფ ყველა ქომაგს. წინ ალბანეთთან მატჩია და ერთად ვაგრძელებთ საერთო მიზნისკენ სვლას”-წერს სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელია

მეტი...

“აგენტურის მთავარი დაპირება ტექნიკური მთავრობა ყოფილა”- მამუკა მდინარაძე

“აგენტურის მთავარი დაპირება ტექნიკური მთავრობა ყოფილა – ზურაბიშვილმა გვამცნო რამდენიმე წუთის წინ” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. მდინარაძე ამბობს, რომ  “სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე კვლავ დაადასტურა, რომ ოთხი პარტია – სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები საერთო მიზნით, საერთო პატრონის დავალებებით მოქმედებენ.“ „ჩვენი დაპირებაა მშვიდობა, ღირსება და გაცილებით უკეთესი ცხოვრება თითოეული მოქალაქისათვის! დღეს საქართველო უკვე პირველი ქვეყანაა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ევროპაში! ოთხ წელიწადში სიღარიბით და უმუშევრობით საშუალო ევროპულ მაჩვენებელს ჩამოვცდებით! ჩვენი დაპირებაა, მხოლოდ ამ გზით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა! ჩვენი დაპირებაა შერიგება და ურთიერთპატიება ქვეყნის გაერთიანების…

მეტი...

“შენ გენაცვალე ჩემო შო”- ეკა მიშველაძე ტრაგიკულად დაღუპული შოთიკო პეტრიაშვილის შესახებ

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და წუ­ხელ ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, “დრო­ას“ წევ­რის ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლის ოჯახ­ში. მისი ვაჟი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა. როგორც ცნობილია, შო­თი­კო პეტ­რი­აშ­ვი­ლი აივ­ნი­დან გად­მო­ვარ­და. მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. მომხდარის შესახებ, ტელეწამყვანი ეკა მიშველაძე წერს. “ეს ჩემი შოთიკოა, ჩემი საყვარელი ბიჭი აწ უკვე ჩემი უდიდესი ტკივილი შენ გენაცვალე ჩემო შო, როგორ მიყვარხარ, როგორ მტკივა გული…” – წერს მიშველაძე.  

მეტი...

„თამაშია თუ დაჭერობანა“ – როგორ ეხმაურებიან ქართველი ქომაგები უკრაინასთან მატჩს (video)

საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის მატჩი დიდი განხილვის საგანია სიციალურ ქსელში. ქართველი გულშემატკივრები ბევრს წერენ, იმის შესახებ, რომ მეტოქე გუნდის ფეხბურთელები, ჩვენი ნაკრების წევრებს მნიშვნელოვან ეპიზოდებში მაისურით იჭერდნენ და ცდილობდნენ მათ შეჩერებას. მსგავსი ქცევები, განსაკუთრებით გიორგი ჩაკვეტაძის მიმართ ხორციელდებოდა. ამის გამო, რამდენიმე მათგანმა ყვითელი ბარათიც კი მიიღო. „თამაშია თუ დაჭრობანა“-წერენ ქომაგები სოციალურ ქსელში.  

მეტი...

ძიუდოს გრანდ სლემზე ზაურ დვალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

აბუ დაბიში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ზაურ დვალაშვილი (81 კგ) ფინალში ტურნირზე პირველ ნომრად განთესლ აზერბაიჯანელ ზელიმ ცკაევთან დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი დიმიტრი გოჩილაიძემ მოიპვა. შეგახსენებთ, რომ გრანდ სლემზე 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორი ქართველი გამოდიოდა – გიორგი ჩიხელიძე და გიორგი ტერაშვილი მერვედფინალში დამარცხდნენ და მედლის გარეშე დარჩნენ.  

მეტი...

„ქართული ქარტიით“ წავედი ევროპაში, მივიღე პირობა, რომ დაგვაბრუნებენ  მოლაპარაკებების გახსნის კარებთან”- პრეზიდენტი

  „მე ამ ქარტიით წავედი ევროპაში, შევხდი ყველა პასუხისმგებელ პირს და მათგან მივიღე პირობა, რომ ეს თუ შესრულდა რაღაც დონეზე, მთლიანობაში პოლიტიკური ნება და ამ ქარტიით მსვლელობა თუ იქნება ჩვენ დაგვაბრუნებენ სასწრაფო ტემპით იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავით, ანუ მოლაპარაკებების გახსნის კარებთან“- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ოთხმა პარტიამ, რომლებთანაც მას ჰქონდა შეხვედრები დაადასტურეს, რომ ქარტიის ერთგულები არიან. პრეზიდენტი არჩევნებამდე ტექნიკურ მთავრობას წარადგენს

მეტი...

პრეზიდენტი არჩევნებამდე ტექნიკურ მთავრობას წარადგენს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე დაასახელებს. ამის შესახებ მან განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გააკეთა. „ვაპირებ, რომ წარვადგინო ტექნიკური მთავრობა, ამ გარდავალ ეტაპზე შევქმნა ტექნიკური ადმინისტრაციული მთავრობა, რომელიც იქნება მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებელი იმაზე, რომ აღმასრულებელის მხრიდან მიყვიყვანოს იქ, სადაც უნდა მივიდეთ, ანუ ევროპის კარებთან. წარდგან ჩემი წარსდგენია, ვთვლი, რომ უნდა იყოს წარდგენილი ადრე, არჩევნებამდე, რათა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში და პარლამენტის კონტროლის ქვეშ ვინ წაიყვანეს ამ ქვეყანას ქარტიის გზაზე“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. “ქარტია შედგა”-სალომე ზურაბიშვილი

მეტი...

“ქარტია შედგა”-სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით “ქართული ქარტია” შედგა. ამის შესახებ, მან ორბელიანების სასახლეში საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. “14 დღე რჩება არჩევნებამდე და ყველაფერი ძალიან კარგად არის, იმიტომ, რომ რეალურად რა პირობაც დავდე საზოგადოების წინაშე შესრულებულია. ეს ქარტია შედგა-სამოქმედო გეგმა, რომ დავუბრუნდეთ ევრპოპულ მომავალს, გადავურჩეთ რუსულ წარსულს. მინდოდა იმ 4 პარტიასთან, რომლებიც არიან დღეს შემადგენელი პროევროპული პლატფორმის, გამევლო ყველა პუნქტი ამ ქარტიისა და მიმეღო დაზუსტებული პირობა, რომ ეს ქარტია იქნება სრულიად შესრულებული და რატომ? იმიტომ, რომ ამ ქარტიით წავედი ევროპაში, შევხვდი ყველა პასუხისმგებელ პირებს და მათგან მივიღე პირობა, რომ რაღაც დონეზე, ჩვენ…

მეტი...

საქართველოს ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

უკრაინასთან მატჩის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. წინ ალბანეთთან მატჩია, რომელიც 14 ოქტომბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მიუხედავად, უკრაინასთან მარცხისა, საქარეთველოს ნაკრები ჯგუფში კვლავ ლიდერია.  

მეტი...

გროზნოში ავტოგასამართ სადგურზე გაზის ავზი აფეთქდა- დაიღუპა 4 ადამიანი

გროზნოში ავტოგასამართ სადგურზე გაზის ავზის აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორი ორი ბავშვია. არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. აფეთქების ტალღამ ავზი საცხოვრებელი სახლის ეზოში გადაისროლა, რამაც შენობის ნაწილი დააზიანა. ასევე დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი. ადგილზე 900 კვადრატული მეტრის ფართობზე ხანძარი გაჩნდა.  

მეტი...

“გაგვიფრინდა ჩვენი შოთიკო, შოსტია შოთია!”- წერს ალექსი პეტრიაშვილი შვილთან დაკავშირებით

ალექსი პეტრიაშვილის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. მისი ვაჟი, შოთიკო პეტრიაშვილი უბედურ შემთხვევას ემსხვეერპლა. მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში თავად ალექსი პეტრიაშვილმაც დაწერა. “გაგვიფრინდა ჩვენი შოთიკო, შოსტია შოთია! პანაშვიდები კვირას და ორშაბათს ამაღლების 35 (მისი სახლიდან სოლოლაკში) გასვენება სამშაბათს უნივერსიტეტის ქუჩაზე სპორტის სასახლის წინ მდებარე კერძო სასაფლაოდან” – წერს ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.  

მეტი...

ბელგოროდის ოლქზე დრონით იერიში განხორციელდა-დაღუპული ერთი ადამიანი

ბელგოროდის ოლქში დრონით იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს. გლადკოვის ცნობით, იერიში სოფელ უსტინკაზე განხორციელდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ,  რომ ქვეყნის თავდაცვის ძალებმა ღამით ლუგანსკის ოკუპირებულ ნაწილში საწვავი მასალების საწყობზე დარტყმა განახორციელეს. გენშტაბის ცნობით, საწყობის ტერიტორიაზე რუსეთის არმიისთვის განკუთვნილი ნავთობი და ნავთობპროდუქტები ინახებოდა, იერიშის შედეგად ობიექტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.  

მეტი...

დვალაშვილი ფინალშია, გოჩილაიძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

აბუ დაბიში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ზაურ დვალაშვილმა ნახევარფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე დავიდ კარაპეტიანი დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი აზერბაიჯანელი, ზელიმ ცკაევი იქნება. ცკაევმა ნახევარფინალში დიმიტრი გოჩილაიძეს მოუგო. ქართველო ძიუდოისტი ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძობს ბრძოლას და გადამწყვეტ შეხვედრაში მისი მეტოქე არაბთა საამიროების სახელით მოასპარეზე ნუგზარ ტატალაშვლი იქნება. დღეს გრანდ სლემზე 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორი ქართველი გამოდიოდა – გიორგი ჩიხელიძე და გიორგი ტერაშვილი მერვედფინალში დამარცხდნენ და მედლის გარეშე დარჩნენ. ფინალური ბლოკის შეხვედრები 17:00 საათიდან დაიწყება.

მეტი...

“მოედნის საფარი ცუდ მდგომარეობაში იყო, რაც ხარისხზეც აისახა”- გურამ კაშია

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ ერთა ლიგაზე უკრაინასთან წაგების (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. „თამაშის ბედი ერთმა ეპიზოდმა გადაწყვიტა. ბევრად უკეთესი შესაძლებლობები გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა, მაგრამ გავდივართ გზას, რომლის შემადგენელი ნაწილი მარცხიც არის. მოედნის საფარი ცუდ მდგომარეობაში იყო, რაც ხარისხზეც აისახა და ვერცერთმა გუნდმა სასურველ დონეზე ვერ ითამაშა, თუმცა თავს არ ვიმართლებთ. რაც შეიძლება მალე უნდა აღვიდგინოთ ძალები და მომდევნო შეხვედრაში მოსაგებად უნდა ვიბრძოლოთ. დარწმუნებული ვარ, გავაანალიზებთ უკრაინასთან შეხვედრას და შემდეგ თამაშს ალბანეთთან საკუთარ მოედანზე უკეთ ჩავატარებთ. უკრაინასთან მარცხმა გული დაგვწყვიტა, მაგრამ ამით არაფერი დასრულებულა. ეს ჩვენი…

მეტი...

პოლონეთი თავშესაფრის უფლების დროებით შეჩერებას გეგმავს

დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთი თავშესაფრის უფლების დროებით შეჩერებას გეგმავს. „მიგრაციის სტრატეგიის ერთ-ერთი ელემენტი თავშესაფრის უფლების დროებითი ტერიტორიული შეჩერება იქნება“ – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა. მისივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების ევროპაში აღიარებას მოითხოვს. „ჩვენ პოლონეთში არალეგალურ მიგრაციას მინიმუმამდე შევამცირებთ, ჩვენ აღმოვფხვრით იმ პრაქტიკას, რომელიც დე ფაქტო არღვევდა პოლონეთის ინტერესებს, პოლონელი ქალებისა და პოლონელების უსაფრთხოებას, ასევე პოლონეთის სახელმწიფოს უსაფრთხოებას არღვევდა. ჩვენ ამ პრაქტიკას ნულამდე დავიყვანთ. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ კარგად ვიცით, როგორ იყენებენ მას ლუკაშენკო, პუტინი, კონტრაბანდისტები და ადამიანებით მოვაჭრეები, როგორ ხდება ამ უფლების თავშესაფრის უფლების არსის წინააღმდეგ გამოყენება“- აღნიშნა პოლონეთის…

მეტი...

“ბოროტ ძალასთან გვაქვს საქმე, ყველაფრის მკადრებლები და ყველაფერზე წამსვლელები არიან”- კალაძე ოპოზიციაზე

დედაქალაქის მერის კახა კალაძის შეფასებით, ოპოზიციაში „ყველაფრის მკადრებლები და ყველაფერზე წამსვლელები არიან“. “მერწმუნეთ, ისეთ ბოროტ ძალასთან გვაქვს საქმე, ყველაფრის მკადრებლები და ყველაფერზე წამსვლელები არიან. შესაბამისად, გვმართებს ძალიან დიდი ყურადღება შესაბამის სტრუქტურებს და საზოგადოებასაც. იციან, რომ არჩევნები წაგებული აქვთ, არანაირი რესურსი, შანსი და შესაძლებლობა არ აქვთ, რომ არ აქვთ რომ არჩევნები მოიგონ და ამგვარი ქმედებებით და პროვოკაციებით ცდილობენ ქვეყანაში სიტუაცია დაძაბონ. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ყველა მიმართულებით” – განაცხადა კალაძემ. “სალომე ზურაბიშვილი სადაც არის იქ არ უქნია ღმერთს და რა პრემიერობაზე მელაპარაკებით?”- კახა კალაძე

მეტი...

“სალომე ზურაბიშვილი სადაც არის იქ არ უქნია ღმერთს და რა პრემიერობაზე მელაპარაკებით?”- კახა კალაძე

“სალომე ზურაბიშვილი სადაც არის იქ არ უქნია ღმერთს და რა პრემიერობაზე მელაპარაკებით? – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები სასაცილოა. “სალომე ზურაბიშვილი სადაც არის იქ არ უქნია ღმერთს და რა პრემიერობაზე მელაპარაკებით? სამპროცენტიანმა პარტიებმა რა მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ? უბრალოდ, სასაცილოა ეს ყველაფერი. ილაპარაკონ ერთმანეთში და იყო. არ გინახავთ ასეთი მოლაპარაკებები? შალიკოს ფანჩატურში შეიკრიბებოდნენ, მერე გამოდიოდნენ და ხელებს უწევდნენ ერთმანეთს, ვითომ ვიღაცამ რაღაცაში გაიმარჯვა. იგივე ხდება დღეს და ხვალ და ზეგაც იგივე მოხდება. ეს…

მეტი...

“საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის საგანგებოდ ვემზადებოდით”- უკრაინელი ნახევარმცველი

უკრაინის ნაკრების დებიუტანტმა ივან კალიუჟნიმ საქართველოსთან მოგებული მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს ნაკრებს მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს. „ნაკრებში თამაში ჩემი ოცნება იყო და მადლობა მწვრთნელს ნდობისთვის, კლუბის მწვრთნელს კი – მომზადებისთვის. მიხარია, რომ ოცნება რეალობად მექცა. რთული მატჩი იყო, მაგრამ მწვრთნელის მითითებები შევასრულეთ და მოვიგეთ. საქართველო ამ დროისთვის ჩვენი ჯგუფის ლიდერია და მოგება ამ მხრივაც სასიამოვნოა. საქართველოს ნაკრებს შეტევაში მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს. ჩვენ მათთან სათამაშოდ საგანგებოდ ვემზადებოდით. ისინი ინდივიდუალურად მართლაც ძლიერები არიან“. უკრაინის ნაკრებმა სერგეი რებროვის ხელმძღვანელობით ერთა ლიგაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ამ დროისთვის უკრაინა B1…

მეტი...

რეჯეფ თაიფ ერდოღანი შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე საუბრობს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე საუბრობს. როგორც თურქეთის ლიდერმა განაცხადა, მინისტრთა კაბინეტში და მმართველ „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ ხელმძღვანელობაში მოსალოდნელია საკადრო ცვლილებები. ამის შესახებ ერდოღანმა სერბეთიდან სამშობლოში გზაზე მედიასთან ისაუბრა.

მეტი...

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, რკინიგზა მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს

14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა ქალაქ მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს და მატარებლების მოძრაობის განრიგს აქვეყნებს.  

მეტი...

ინდოეთმა რუსეთში სანქცირებული საქონლის ექსპორტი გააორმაგა-Bloomberg-ი 

ინდოეთმა რუსეთში სანქცირებული საქონლის ექსპორტი გააორმაგა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ამერიკელ, ევროპელ და ქვეყნის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. Bloomberg-ის ცნობით, რუსეთისთვის კრიტიკული ტექნოლოგიების მიწოდების თვალსაზრისით, ინდოეთი მეორე ადგილს იკავებს და იგი მხოლოდ ჩინეთს ჩამორჩება. სააგენტო წერს, რომ სანქცირებული საქონლის, როგორიც მიკროსქემებია, ინდოეთიდან რუსეთში ექსპორტის ღირებულებამ, 2024 წლის აპრილ-მაისში 60 მილიონ დოლარს გადააჭარბა. აღნიშნული წინა თვეების მაჩვენებელს ორჯერ აღემატება, ივლისში კი ექსპორტი 95 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.  

მეტი...

ავტომობილი სახლში შევარდა-დაღუპულია ორი ადამიანი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ვაჩნაძიანში მოხდა, არსებული ინფორმაციით ავტომობილი სახლში შევარდა. დაღუპულია 2 საშუალო ასაკის ქალი.

მეტი...

„რაც ჩეხეთთან ვერ გავიტანეთ, საქართველოსთან გავიტანთ“ – ალბანეთის საფეხბურთო ნაკრები

ალბანეთის ნაკრების შემტევმა, ნედიმ ბაირამიმ საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან მოახლოებული მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. მან პირობა დადო, რომ ჩეხეთთან დაშვებულ ძშეცდომებს საქართველოს წინააღმდეგ შეხვედრაში გამოასწორებენ. „ვიცოდით, რომ ჩეხეთი თავიდანვე აგრესიულად შემოგვიტევდა. მოწინააღმდეგე ხშირად უხეშობდა და ფიზიკურ ორთაბრძოლებში ხისტი იყო. თამაშის სადავეებს მე-15 წუთიდან ვფლობდით, თუმცა სამწუხაროდ, გოლი ვერ გავიტანეთ. რაც შეეხება უკრაინა – საქართველოს მატჩის შედეგს, ამან იმედი მოგვცა, რომ დასრულებული არაფერია. ვიმედოვნებთ, რომ „ჯვაროსნებს“ იმ გოლებს გავუტანთ, რომლებიც დღეს ვერ გავიტანეთ“ – აცხადებს ფეხბურთელი. უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა უკრაინის გამარჯვებით – 1:0 დასრულდა, ხოლო ჩეხეთის ეროვნულმა გუნდმა ალბანეთი 2:0…

მეტი...

დონალდ ტრამპი აშშ-ში სიკვდილით დასჯის შემოღებას ითხოვს იმ მიგრანტებისთვის, ვინც ქვეყნის მოქალაქეს მოკლავს

აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი სიკვდილით დასჯის შემოღებას ითხოვს იმ მიგრანტებისთვის, ვინც აშშ-ის მოქალაქეს ან სამართალდამცავს მოკლავს. ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა კოლორადოში ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა. „და თუ ისინი კვლავ ჩვენს ქვეყანაში დაბრუნდებიან, მათ ვეტყვით, რომ ეს იქნება ავტომატური ათწლიანი პატიმრობა ვადამდელი გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე. მე გამოვდივარ მოწოდებით ნებისმიერი მიგრანტის სიკვდილით დასჯისკენ, რომელიც მოკლავს შეერთებული შტატების მოქალაქეს ან სამართალდამცავს“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მეტი...

„ვაი, თქვენს პატრონს! მორიგი ამაზრზენი ტყუილი”- სააკაშვილი გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე

გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე მსჯავრდებულ დარჩო ხეჩუაშვილის ჩვენებას და პროკურატურის განცხადებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი,  მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. სააკაშვილი პროკურატურის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, თარგამაძის კონტროლის და თვალთვალის ბრძანება ყოფილმა პრეზიდენტმა გასცა ამაზრზენი უწოდა. „ვაი, თქვენს პატრონს! მორიგი ამაზრზენი ტყუილი ივანიშვილის რუსული „პროკურატურისგან“. აი, ამ აბსურდულმა და ამორალურმა ბრალდებამ უნდა დაგანახოთ, რომ ყველა სხვა საქმე ჩემს მიმართ, შეთითხნილი და თითიდანაა გამოწოვილი და რომ საპატიმროში აბსოლუტურად ტყუილად მამყოფებენ”- წერს სააკაშვილი. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ძებნილმა პირმა, რომელიც სამართალდამცავებმა 20 სექტემბერს დააკავეს, გამოძიებას ჩვენება მისცა, რომლის მიხედვითაც,…

მეტი...

რუსეთის თავდასხმებს უკრაინაზე სამი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა

გასული დღის განმავლობაში რუსეთის მიერ უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში განხორციელებულ თავდადსხმებს, სულ მცირე, 3 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, დაშავებულია 14 ადამიანი. სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დონეცკის ოლქში რუსეთის ჯარების სოფელ ბოჰოიავლენკაზე თავდასხმას 2 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსებმა ასევე დაარტყეს სოფელ ივანოფილიას, რის შედეგადაც 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, სულ 8 ადამიანი დაშავდა. ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის განცხადებით, რუსეთმა 11 ოქტომბერს, 11 ადგილზე 425 დარტყმა განახორციელა. ღამით, ქალაქ ზაპოროჟიეზე, საცხოვრებელ კორპუსებზე თავდასხმების შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ახალგაზრდა გოგოა. ხერსონის ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რომან მარჩენკოს ინფორმაციით, ხერსონის…

მეტი...

ალექსი პეტრიაშვილის ვაჟი 19 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა

დიპლომატისა და პოლიტიკოსის ალექსი პეტრიაშვილის ვაჟი 19 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივ­ნი­დან გად­მო­ვარ­და. მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. შემთხვევა წუხელ მოხდა.

მეტი...

ხელჩართული ჩხუბი ქართველ და უკრაინელ ქომაგებს შორის (video)

ვრცელდება ხელჩართული ჩხუბის ამსახველი კადრები ქართველ და უკრაინელ ქომაგებს შორის. უცნობია თუ, რამ გამოიწვია  დაპირისპირება. კადრებში ჩანს, თუ როგორ აკავებენ ერთ-ერთ გულშემატკივარს. საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის მატჩი გუშინ პოლონეთში გაიმართა. საქართველოს ნაკრები დამარცხდა.  

მეტი...

ცესკოს თავმჯდომარე სტრასბურგში სარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნაზე განცხადებას აკეთებს

“ინსტიტუცია ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით და არა პრეზიდენტის ან რომელიმე სხვა ინსტიტუციის საფუძველზე”- ასე უპასუხა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოწოდებას ქალაქ სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნასთან დაკავშირებით. ცესკოს თავმჯდომარემ მანიპულაციური უწოდა განცხადებებს იმის თაობაზე თითქოს არის იმის სივრცე, რომ სტრასბურგში გაიხსნას საარჩევნო უბანი და ცენტრალური საარჩევნო კომისია ამას არ აკეთებს. კალანდარიშვილის თქმით, სადაც კი იყო დამატებითი საარჩევნო უბნის გახსნის შესაძლებლობა, ცესკომ მიიღო სათანადო ზომები. “საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება”-გიორგი კალანდარიშვილი

მეტი...

“საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება”-გიორგი კალანდარიშვილი

“საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება”- აღნიშნულის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, ადმინისტრაციის თანამშრომლების ნაწილმა სატელეფონო შეტყობინებები მიიღეს, რომლითაც მათ მოუწოდებენ, უარი თქვან არჩევნების ორგანიზებაში მონაწილეობაზე, სამსახური დატოვონ და ამის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთონ. „სატელეფონო შეტყობინება თანამშრომლებმა ერთი და იგივე ნომრიდან მიიღეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა შეტყობინებაში მითითებულია ადრესატის სახელი, რაც ადასტურებს, რომ შეტყობინების ავტორისთვის ცნობილია ჩვენი კოლეგების შესახებ პერსონალური ინფორმაცია და მათი ვინაობა”- ამბობს კალანდარიშვილი.  

მეტი...

უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოს საზღვარი სატვირთოში დამალულებმა გადმოკვეთეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს. დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, თურქეთის რესპუბლიკიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. სარფში მდებარე სასაზღვრო გამტარ პუნქტ “სარფში” საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით, სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით, ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  344-ე მუხლის 2-ე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადმოკვეთას გულისხმობს.

მეტი...

“გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი”- ოთარ კაკაბაძე

პოლონეთის ქალაქ პოზნანში ერთა ლიგაზე უკრაინასთან გამართულ მატჩზე, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კაკაბაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ჯერ არაფერი გადაწყვეტილა და ნაკრები ჯგუფში ისევ პირველ ადგილზეა. გუშინდელი მატჩის გამო, კაკაბაძე გულშემატკივარს ბოდიშ უხდის. „ძალიან დასანანი წაგება იყო. უკრაინას ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ გვაჯობეს. შეხვედრის ბედი ერთმა შეცდომამ გადაწყვიტა. მომენტები ჩვენც გვქონდა, სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ. პოზნანის სტადიონზე ასეთი ცუდი საფარი პირველად ვნახე. რა თქმა უნდა, წაგებას ამას არ ვაბრალებთ, რადგან ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. თუმცა საფარმა მოწინააღმდეგეზე მეტად ჩვენს თამაშზე იქონია გავლენა. ჯერ არაფერია გადაწყვეტილი – ჯგუფში ისევ…

მეტი...

სროლა იყო ინგუშეთში-დაღუპულია სამი ადამიანი

ინგუშეთში სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა.  ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ინგუშეთის რესპუბლიკის დედაქალაქ მაგასის შესასვლელთან უცნობმა პირებმა ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც, სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი პოლიციელი. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში რესპუბლიკის ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, თავდამსხმელები კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მომხდარზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.

მეტი...

ნორვეგიამ ლიბანიდან დიპლომატების ევაკუაცია დაიწყო

ნორვეგიამ ლიბანიდან დიპლომატების ევაკუაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ლიბანში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება, მათ შორის აფეთქებები ბეირუთში ნორვეგიის საელჩოსთანაც მოხდა. „ზოგიერთმა ნორვეგიელმა დიპლომატმა ლიბანი დატოვა. ელჩი და სხვა ნორვეგიელი დიპლომატები ადგილზე იმყოფებიან“ – განაცხადეს ნორვეგიის საგარეო უწყებაში.

მეტი...