ინდოეთმა რუსეთში სანქცირებული საქონლის ექსპორტი გააორმაგა-Bloomberg-ი 

ინდოეთმა რუსეთში სანქცირებული საქონლის ექსპორტი გააორმაგა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ამერიკელ, ევროპელ და ქვეყნის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Bloomberg-ის ცნობით, რუსეთისთვის კრიტიკული ტექნოლოგიების მიწოდების თვალსაზრისით, ინდოეთი მეორე ადგილს იკავებს და იგი მხოლოდ ჩინეთს ჩამორჩება.

სააგენტო წერს, რომ სანქცირებული საქონლის, როგორიც მიკროსქემებია, ინდოეთიდან რუსეთში ექსპორტის ღირებულებამ, 2024 წლის აპრილ-მაისში 60 მილიონ დოლარს გადააჭარბა. აღნიშნული წინა თვეების მაჩვენებელს ორჯერ აღემატება, ივლისში კი ექსპორტი 95 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

 

მსგავსი თემები