“საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის საგანგებოდ ვემზადებოდით”- უკრაინელი ნახევარმცველი

უკრაინის ნაკრების დებიუტანტმა ივან კალიუჟნიმ საქართველოსთან მოგებული მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს ნაკრებს მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს.

„ნაკრებში თამაში ჩემი ოცნება იყო და მადლობა მწვრთნელს ნდობისთვის, კლუბის მწვრთნელს კი – მომზადებისთვის. მიხარია, რომ ოცნება რეალობად მექცა. რთული მატჩი იყო, მაგრამ მწვრთნელის მითითებები შევასრულეთ და მოვიგეთ. საქართველო ამ დროისთვის ჩვენი ჯგუფის ლიდერია და მოგება ამ მხრივაც სასიამოვნოა. საქართველოს ნაკრებს შეტევაში მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს. ჩვენ მათთან სათამაშოდ საგანგებოდ ვემზადებოდით. ისინი ინდივიდუალურად მართლაც ძლიერები არიან“.

უკრაინის ნაკრებმა სერგეი რებროვის ხელმძღვანელობით ერთა ლიგაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ამ დროისთვის უკრაინა B1 ჯგუფის ცხრილში სამი ქულით მეოთხე ადგილზეა. პირველზე კი ექვსი ქულით ისევ საქართველოა, რომელსაც ქულებით ჩეხეთი დაეწია.

მსგავსი თემები