ძიუდოს გრანდ სლემზე ზაურ დვალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

აბუ დაბიში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ზაურ დვალაშვილი (81 კგ) ფინალში ტურნირზე პირველ ნომრად განთესლ აზერბაიჯანელ ზელიმ ცკაევთან დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი დიმიტრი გოჩილაიძემ მოიპვა.

შეგახსენებთ, რომ გრანდ სლემზე 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორი ქართველი გამოდიოდა – გიორგი ჩიხელიძე და გიორგი ტერაშვილი მერვედფინალში დამარცხდნენ და მედლის გარეშე დარჩნენ.

 

მსგავსი თემები