,,ევროპა მზად უნდა იყოს რუსეთიდან გაზის მიწოდების სრული შეწყვეტისთვის”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროპა მზად უნდა იყოს რუსეთიდან გაზის მიწოდების სრული შეწყვეტისთვის.

„ამავდროულად, რუსეთი მხოლოდ ნაწილობრივ ან საერთოდ არ აწვდის გაზს თორმეტ წევრ ქვეყანას. ამიტომ ევროპა მზად უნდა იყოს ყველაზე უარესი სცენარისთვის: გაზის მიწოდების სრული შეწყვეტისთვის, ადრე თუ გვიან“ – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ევროკავშირის კომისიის გეგმის მიხედვით, ევროკავშირის ყველა სახელმწიფო ნებაყოფლობით მიმართავს ყველა საჭირო ძალისხმევას, რათა შეამციროს გაზის მოხმარება მინიმუმ 15 პროცენტით 2022 წლის 1 აგვისტოდან 2023 წლის 31 მარტამდე.

მსგავსი თემები