დვალაშვილი ფინალშია, გოჩილაიძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

აბუ დაბიში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ზაურ დვალაშვილმა ნახევარფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე დავიდ კარაპეტიანი დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი აზერბაიჯანელი, ზელიმ ცკაევი იქნება.

ცკაევმა ნახევარფინალში დიმიტრი გოჩილაიძეს მოუგო. ქართველო ძიუდოისტი ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძობს ბრძოლას და გადამწყვეტ შეხვედრაში მისი მეტოქე არაბთა საამიროების სახელით მოასპარეზე ნუგზარ ტატალაშვლი იქნება.

დღეს გრანდ სლემზე 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორი ქართველი გამოდიოდა – გიორგი ჩიხელიძე და გიორგი ტერაშვილი მერვედფინალში დამარცხდნენ და მედლის გარეშე დარჩნენ. ფინალური ბლოკის შეხვედრები 17:00 საათიდან დაიწყება.

მსგავსი თემები