რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა 2 დღით შეიზღუდება

ქართველი გულშემატკივრებისთვის 11 ოქტომბერს, რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც უკრაინა-საქართველოს საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი ღონისძიების გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება. შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 10 ოქტომბრის 15:00-დან 12 ოქტომბრის 14:00 საათამდე იმოქმედებს. რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით იმოძრავებენ, კოსტავას ქუჩიდან კი გადაადგილებას…

მეტი...

,,გამარჯვების გეგმის პირველი პუნქტი უკრაინის NATO-ში მიწვევაა” – ზელენსკი

,,გამარჯვების გეგმის პირველი პუნქტი უკრაინის NATO-ში მიწვევაა”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „რაც შეეხება ზოგადად ნატოს თემას, ეს გამარჯვების გეგმის ერთ-ერთი პუნქტია. როგორც ვთქვი, გეგმა უკრაინის გასაძლიერებლად არის შექმნილი. პარტნიორების მხრიდან ამაზე სკეპტიციზმი არ უნდა იყოს, ჩემი აზრით, თუ მათ უბრალოდ არ ეშინიათ რუსეთის. ჩვენ გვსურს მივიღოთ პირველი ნაბიჯი – მიწვევა. კერძოდ, ალიანსში მიწვევა არ წარმოადგენს NATO-ში წევრობას“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მეტი...

კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბმა 1 მილიარდი დოლარი შეაგროვა

აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბმა 1 მილიარდი დოლარი შეაგროვა. Reuters-ის ცნობით, ეს თანხა ჰარისის შტაბმა შეაგროვა მას შემდეგ, რაც ის ივლისში პრეზიდენტობის კანდიდატად ჯო ბაიდენის ნაცვლად დასახელდა. კანდიდატად დასახელების პირველივე დღეს ჰარისმა 25 მილიონი დოლარი შემოწირულების სახით მიიღო, ხოლო ივლისში შემოწირულების ოდენობამ 500 მილიონი დოლარი შეადგინა. აშშ-ის პრეზიდენტობის „რესპუბლიკელმა“ კანდიდატმა დონალდ ტრამპმა აგვისტოში 130 მილიონი დოლარი მიიღო. იმავე თვეს მის საარჩევნო შტაბს ნაღდი ფულის სახით 295 მილიონი დოლარი ჰქონდა. „დემოკრატებს“ და ჰარისს კი – 404 მილიონი დოლარი.

მეტი...

პენსია გაიზრდება – ცნობილია, რამდენი ლარით იზრდება ყოველთვიური ფინანსური შემწეობა

,,წლევანდელი ეკონომიკური ზრდა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მომავალი წლისთვის არა ინდექსაციით გათვალისწინებულ 335 ლარამდე და 435 ლარამდე, არამედ 350 და 450 ლარამდე გავზარდოთ პენსიები”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პენსიების ზრდა მომავალი წლების განმავლობაშიც გაგრძელდება. „რაც შეეხება პენსიას, 2012 წელს პენსია შეადგენდა 125 და 140 ლარს, 110 ლარი იყო 2012 წელს პენსია და წინასაარჩევნოდ მოუმატეს 125 და 140 ლარამდე. 2024 წელს უკვე 315 და 415 ლარია, დაახლოებით. სამჯერ არის გაზრდილი პენსია. მაღალმთიან დასახელებებში პენსია შეადგენს 378…

მეტი...

ტრამპმა კამალა ჰარისთან დებატებზე უარი განაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა ტელეარხ Fox News-ის წინადადება მის ოპონენტთან კამალა ჰარისთან დებატების შესახებ უარყო. Reuters-ის ცნობით, დებატები Fox News-ის ეთერში 24 ან 27 ოქტომბერს უნდა გამართულიყო. როგორც მოგვიანებით ტრამპმა განაცხადა, მას ჰარისთან სადებატო არაფერი აქვს. მისი აზრით, დებატების გამართვა უკვე ძალიან გვიანია. ტრამპმა და ჰარისმა პირველი დებატები 10 სექტემბერს გამართეს. აშშ-ის „რესპუბლიკელმა“ კანდიდატმა ჯერ კიდევ მაშინ თქვა, რომ მეორე დებატებს აღარ გამართავს. ჰარისი, პირიქით, თანახმა იყო კიდევ ერთხელ ეკამათა ტრამპთან პირდაპირ ეთერში.

მეტი...

„ბევრი მესიჯი შემომდის“ – რას წერს მაიამიში მცხოვრები ცნობილი ქართველი ბლოგერი

ქარიშხალმა „მილტონმა“ ფლორიდას მიაღწია. ძლიერ ქარს თან ახლავს ტროპიკული წვიმა. ზოგიერთ რაიონში იყო ტორნადო და წყალდიდობაც. მილიონზე მეტი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ, თუმცა რაოდენობა, ამ ეტაპზე, დაკონკრეტებული არ არის. მაიამიში მცხოვრები ცნობილი ქართველი ბლოგერი მარიამ „ლამაზი“ არსებული ვითარების შესახებ მიმართვას ავრცელებს: „მეგობრებო, ბევრი მესიჯი შემომდის, თუ როგორ ვართ. მშვენივრად ვართ. უბრალოდ, მოღრუბლულია და თითქოს, ჩვენ ჩაგვივლის. იმედი მაქვს. ამიტომ, ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის,“ – ამბობს ბლოგერი. ცნობისთვის, შტორმი ფლორიდის მიმართულებით მექსიკის ყურიდან წამოვიდა. მას თავდაპირველად მაქსიმალური, მეხუთე კატეგორია ჰქონდა, თუმცა ეტაპობრივად სტიქიამ ძალა დაკარგა და ამჟამად…

მეტი...

ფლორიდაში ქარიშხალი მძვინვარებს, დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაღუპულია რამდენიმე ადამიანი

აშშ-ში, ფლორიდაში ქარიშხალი „მილტონი“ მძვინვარებს. სტიქიისთვის შტატში რამდენიმე დღე ემზადებოდნენ. სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალი იქნებოდა ბოლო წლების განმავლობაში. უცხოური მედიის ცნობით, ფლორიდის სენტ-ლუსიის ოლქში სტიქიის შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევები უკვე დაფიქსირდა. გამოცემის ცნობით, შერიფის ოფისს არ დაუზუსტებია, რამდენი ადამიანი დაიღუპა, თუმცა განაცხადა, რომ არის დაღუპვის „მრავლობითი შემთხვევა“. „მილტონს აქვს პოტენციალი იყოს ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ქარიშხალი დასავლეთ-ცენტრალურ ფლორიდაში“, – განაცხადა აშშ-ის ქარიშხლების ეროვნულმა ცენტრმა. ქარიშხალმა მთელ შტატში ტორნადოები გამოიწვია, ძლიერი ქარისა და წვიმის გამო, მილიონ მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ეროვნული გვარდიის ათასობით წევრი ქარიშხლის შემდეგ სამძებრო-სამაშველო სამუშაოების…

მეტი...

VIDEO: „ეს ევროვიზია არ არის“ – ევროპარლამენტში ვიქტორ ორბანის გამოსვლის შემდეგ დეპუტატების ნაწილმა Bella Ciao იმღერა

ევროპარლამენტის სპიკერს რობერტა მეცოლას სტრასბურგში სესიაზე ჩარევა მოუწია მას შემდეგ, რაც ზოგიერთმა წევრმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის გამოსვლის შემდეგ ანტიფაშისტური სიმღერის, Bella Ciao-ს შესრულება დაიწყო. ამ გზით მათ უნგრეთის მთავრობის პოლიტიკა გააპროტესტეს. მანამდე ვიქტორ ორბანმა დაასახელა უნგრეთის ევროკავშირის ექვსთვიანი თავმჯდომარეობის პრიორიტეტები. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივლისში, 6 თვით, უნგრეთი ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

მეტი...

ლონდონში პროპალესტინელმა აქტივისტებმა პიკასოს ტილოზე ღაზაში გადაღებული ფოტოს გადაკვრა სცადეს

პოლიციამ დააკავა პროპალისტინური მოძრაობის Youth Demand ორი აქტივისტი, რომელმაც ლონდონის ეროვნულ გალერეაში პაბლო პიკასოს ნახატს „დედობა“ ღაზაში გადაღებული ფოტო დააკრა. გალერეაში აღნიშნავენ, რომ ტილო არ დაზიანებულა, რადგან დამცავი შუშა ჰქონდა გადაფარებული. ფოტო 2023 წელს, პალესტინელმა ჟურნალისტმა ალი ჯადალამ გადაიღო. მასზე გამოსახულია აცრემლიანებული დედა, რომელსაც ხელში უჭირავს შვილი. ბავშვს სახე აქვს დასისხლიანებული. პიკასოს ნახატზეც გამოსახულია დედა, ხელში აყვანილი შვილით. სანამ აქციის ერთი მონაწილე ფოტოს აკრავდა, მეორემ იატაკზე წითელი საღებავი დაასხა და განაცხადა, რომ „დიდი ბრიტანეთი გენოციდის თანამონაწილეა, ბრიტანული იარაღი კი პალესტინური ოჯახების დასახოცად გამოიყენება“. Youth Demand-ში განმარტეს, რომ ამგვარად მათმა თანამებრძოლებმა…

მეტი...

აბაშის ცენტრში, გუშინ ღამით, ბანკი გაქურდეს

აბაშის ცენტრში, გუშინ ღამით, ბანკი გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ბანკში შესვლა წინა კარიდან შეძლეს. მძარცველებმა ,,კრისტალ ბანკიდან” ტელევიზორი და კომპიუტერები წაიღეს, თუმცა საცავი, რომლის გახსნასაც შემდუღებელი აპარატით (ე.წ. სვარკით) ცდილობდნენ, ვერ გახსნეს. გამომძიებლები არკვევენ არის თუ არა სალაროდან თანხა წაღებული. მძარცველებმა ბანკის ინვენტარი დაამტვრიეს. ამ დროისთვის, მიმდინარეობს გამოძიება. ბანკის თანამშრომლები დაკითხვაზე იმყოფებიან.

მეტი...

რაზე ოცნებობდა პატარა ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ FIFA-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. FIFA: როგორი ბავშვი იყავი? რა იყო პატარა კვარაცხელიას ოცნება? „ყოველთვის ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი, მაგრამ თავდაპირველად, ეს ოცნება რეალური არ ჩანდა. როცა საქართველოს ნაკრების თამაშს დავესწარი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს მოედანზე გავიდოდი და ტრიბუნებზე მყოფი ბავშვები მე მიგულშემატკივრებდნენ. ვისწავლე, რომ თუ თავდადებული ხარ და მაქსიმუმს აკეთებ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ოცნებები ხდება და ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებში თამაშის ოცნება აისრულა!“, – ამბობს კვარაცხელია.

მეტი...

ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტის დავალებით, მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარით დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვეს – დაკავებულია 3 ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში ჯგუფურად დახმარებისა და სხვისი ნივთის დაზიანების მცდელობის ფაქტებზე სამი პირი: წარსულში ნასამართლევი 2000 წელს დაბადებული რ.ა, 2002 წელს დაბადებული ფ.ბ. და 2001 წელს დაბადებული მ.ე. დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს საზღვარგარეთ მცხოვრები ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტის დავალებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარით დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვეს. უარის მიღების შემდეგ, რ.ა.-მ ერთ-ერთი დაზარალებულის სახლის ეზოში ავტომანქანის განადგურების მიზნით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა, კიდევ ერთი…

მეტი...

ცნობილი ფეხბურთელი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელი, ჯორჯ ბალდოკი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა. ,,პანათინაიკოსის” მარჯვენა მცველი საკუთარი სახლის აუზში გარდაცვლილი იპოვეს. ბოლდოკის გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ჯორჯ ბალდოკის საბერძნეთის ნაკრებში 12 მატჩი ჰქონდა ჩატარებული. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელმა 26 მარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური მატჩი თბილისში ითამაშა. საქართველოს ნაკრებთან გამართულ შეხვედრაში ბალდოკი ძირითად შემადგენლობაში იყო. ბალდოკმა კარიერის უდიდესი ნაწილი ინგლისში გაატარა. მიმდინარე წლის 29 მაისს კი ,,პანათინაიკოსთან” 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მეტი...

ზელენსკი პარასკევს ბერლინში ჩავა და ,,გამარჯვების გეგმას” ოლაფ შოლცს გააცნობს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარასკევს ბერლინში ჩავა, სადაც გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდება.  ინფორმაციას გამოცემა Bbild-ი ავრცელებს და წერს, რომ ზელენსკი შოლცს ,,გამარჯვების გეგმას” წარუდგენს. ,,უკრაინის პრეზიდენტი გერმანიაში ასევე აპირებს კონფიდენციალური მოლაპარაკებების გამართვას ქვეყნის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან”, – იტყობინება Bild-ი.

მეტი...

,,აშშ ყოველთვის დაუჭერს მხარს ისრაელის უფლებას, თავს დაესხას ტერორისტულ სამიზნეებს” – მილერი

,,აშშ ყოველთვის დაუჭერს მხარს ისრაელის უფლებას, რომ თავს დაესხას ტერორისტულ სამიზნეებს”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ს კვლავ სურს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელება ღაზაში. თუმცა, ,,ჰამასის” ლიდერი იაჰია სინვარი კვლავ არ არის მზად მოლაპარაკებებში ჩასართავად – როგორც ეს რამდენიმე კვირის განმავლობაში იყო. ,,სავარაუდოდ, გონივრულია დავასკვნათ, რომ ის აკვირდება, რა ხდება ჩრდილოეთში, აკვირდება ირანის თავდასხმებს ისრაელზე და ფიქრობს, რომ შესაძლოა, მიიღოს ის, რაც ყოველთვის სურდა – სრულმასშტაბიანი რეგიონული ომი”, – განაცხადა მილერმა.

მეტი...

,,საქართველო ირჩევს ევროკავშირს” – 20 ოქტომბერს, თბილისის პარალელურად, მარში ბათუმშიც გაიმართება

20 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისის პარალელურად, მარში ბათუმშიც გაიმართება. ინფორმაციას აქციის ორგანიზატორი, ახალგაზრდული მოძრაობა ,,პერსპექტივა“ ავრცელებს. ,,რადგან ყველას არ გვაქვს შესაძლებლობა წავიდეთ თბილისში, აქ, ჩვენ მშობლიურ ქალაქში, ახალგაზრდები კიდევ ერთხელ ვიტყვით ჩვენს სათქმელს, რომ ჩვენი თვითმიზანი არის ევროკავშირი”, – ამბობს ლინდა ცინცაძე, ახალგაზრდული მოძრაობის წევრი. ევროპული მარში ბათუმში 18:00 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება, 19:00 საათზე კი ევროპის მოედანზე გადაინაცვლებს.

მეტი...

როგორი ამინდი იქნება 10-11 ოქტომბერს საქართველოში

10  ოქტომბერს, ხუთშაბათს საქართველოში ღრუბლიანობის მომატება მოსალოდნელი, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. meteo.gov.ge-ის ცნობით, დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში +26, +31°; მთაში  +24, +29°; მაღალმთაში +20, +25°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში +23, +28°; მთაში +22, +27°; მაღალმთაში +16, +21°. 11  ოქტომბერს – პარასკევს დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +14, +19°, დღისით +23, +28°; მთაში ღამით +9, +14°, დღისით…

მეტი...

იტალიაში 43 წლის ქართველი დააკავეს

იტალიაში 43 წლის ქართველი კაცი ძარცვის ბრალდებით დააკავეს. როგორც ირკვევა, ქართველი კაცი თამბაქოს მაღაზიაში შევიდა და სალაროდან ასეულობით ევრო მოიპარა. მისი ვინაობის დადგენა სათვალთვალო კამერებით დადგინდა და აღმოჩნდა, რომ დამნაშავე პიზას პროვინციაში მცხოვრები ქართველი კრიმინალური წარსული მქონე პირია. საქართველოს მოქალაქეს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 1500 ევრომდე ჯარიმა ემუქრება.

მეტი...

,,რუსეთის ჩარევა მიმართულია, რომ საქართველოს მთავრობა და მისი ხალხი უკან, თავის ორბიტაში დააბრუნოს” – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე

,,რუსეთის ჩარევა მიმართულია, რომ საქართველოს მთავრობა და მისი ხალხი უკან, თავის ორბიტაში დააბრუნოს, და ეს უბრალოდ მიუღებელია. აშშ-ში ძალიან ვღელავთ და უმაღლეს დონეზე ვაკვირდებით საქართველოს არჩევნებს”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში თანაშემწემ, დაფნა რენდმა. ის გამოვიდა ,,საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) და ,,ატლანტიკური საბჭოს” მიერ დაორგანიზებულ დისკუსიაზე, სადაც საქართველოში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. ,,ბოლო რამდენიმე წელიწადში რუსეთმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, აქტიურად ცდილობდეს დემოკრატიულად არჩეული მთავრობების გადატრიალებას და არევას, სამიზნეში ყველაზე სუსტებს და არამყარებს იღებს. ამისთვის სახელმძღვანელო გააჩნიათ, რომლითაც რუსეთის თავის ახლო სამეზობლოში ეძებს სამიზნეებს. სხვაგანაც მსოფლიოში,…

მეტი...

ფლორიდა ქარიშხალ ,,მილტონის” მოლოდინშია

აშშ-ის ოფიციალური პირები მოსახლეობას ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, მეოთხე კატეგორიის ქარიშხლის, ,,მილტონის” შესახებ აფრთხილებენ, რომელიც ფლორიდის სანაპიროსკენ მიემართება. ფლორიდაში მოახლოებული საფრთხის გამო 5,5 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. სინოპტიკოსების განმარტებით, ,,მილტონი”, შესაძლოა, ყველაზე ძლიერი და დამანგრეველი ქარიშხალი იყოს, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ამერიკას ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში დაატყდა თავს. მისი სიმძლავრე მეხუთე დონემდე მერყეობდა. ქარიშხლების ეროვნული ცენტრის (NHC) უახლესი პროგნოზით, სტიქია ფლორიდას ხუთშაბათს, 06:00 საათისთვის მიუახლოვდება. გავრცელებული ინფორმაციით, ,,მილტონმა” შეიძლება ქალაქ ტამპასაც გადაუაროს, სადაც სამი მილიონი ადამიანი ცხოვრობს. სინოპტიკოსები კოკისპირულ წვიმას, წყალდიდობას, ძლიერ ქარს ვარაუდობენ. შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ, ქარიშხალმა ,,ჰელენმა”…

მეტი...

გერმანიის ბუნდესტაგი დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციის დამტკიცებას გეგმავს

ევროპარლამენტის შემდეგ, საქართველოს შესახებ რეზოლუციის დამტკიცებას გერმანიის ბუნდესტაგი გეგმავს. დოკუმენტის შინაარსი უკვე ცნობილია და მასში ,,ქართული ოცნების” მიერ მიღებულ გამჭვირვალობის შესახებ კანონსა და ივანიშვილის გუნდის ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებზეა საუბარი. ბუნდესტაგი  დაჟინებით ითხოვს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას. დოკუმენტს დღეს, ბუნდესტაგში საქართველოს საკითხის განხილვის შემდეგ  გერმანელი პარლმანეტარები უყრიან კენჭს.

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს 10 ოქტომბერს პარიზში შეხვდება. ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. განცხადების თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან 10 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე, პარიზში, ელისეს სასახლეში, ,,ორმხრივ შეხვედრას” გამართავს. ,,ეს შეხვედრა შესაძლებლობა იქნება საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისთვის ხელახლა დაადასტუროს საფრანგეთის ერთგულება, გააგრძელოს გრძელვადიან პერიოდში და ყველა მის პარტნიორთან ერთად უკრაინისთვისა და უკრაინელი ხალხისთვის ურყევი მხარდაჭერა”, – ნათქვამია ელისეს სასახლის განცხადებაში.

მეტი...

ბათუმში ე.წ ოცნების ქალაქში მცხოვრებლები ხელისუფლებას მიკერძოებაში ადანაშაულებენ

ბათუმში ე.წ ოცნების ქალაქში მცხოვრებლები ხელისუფლებას მიკერძოებასა და ადგილობრივების არათანაბარ პირობებში ჩაყენებაში სდებენ ბრალს. ის ოჯახები, რომლებიც ბინების გარეშე დარჩნენ აცხადებენ, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” ისინი პოლიტიკური შეხედულებები გამო დასაჯა. როგორც ისინი აღნიშნავენ, წლებია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ, ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ, თუმცა ახალაშენებულ კორპუსში მათთვის ბინები არ მოიძებნა. ,,ოცნების ქალაქში” მცხოვრები 30-ოჯახი ავარიულ კორპუსში ცხოვრობს. ყოველდღიურად ისინი საფრთხის ქვეშ იძინებენ. ჭერიდან ცვივა ბათქაში, წვიმის დროს საცხოვრებელი ფართები წყლით ივსება, რის გამოც ელექტროენერგიაც კი ვერ შეჰყავთ, რადგან საშიშროებას წარმოადგენს.

მეტი...