ევროპარლამენტის სპიკერს რობერტა მეცოლას სტრასბურგში სესიაზე ჩარევა მოუწია მას შემდეგ, რაც ზოგიერთმა წევრმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის გამოსვლის შემდეგ ანტიფაშისტური სიმღერის, Bella Ciao-ს შესრულება დაიწყო. ამ გზით მათ უნგრეთის მთავრობის პოლიტიკა გააპროტესტეს.
მანამდე ვიქტორ ორბანმა დაასახელა უნგრეთის ევროკავშირის ექვსთვიანი თავმჯდომარეობის პრიორიტეტები.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივლისში, 6 თვით, უნგრეთი ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.