საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ FIFA-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.
FIFA: როგორი ბავშვი იყავი? რა იყო პატარა კვარაცხელიას ოცნება?
„ყოველთვის ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი, მაგრამ თავდაპირველად, ეს ოცნება რეალური არ ჩანდა. როცა საქართველოს ნაკრების თამაშს დავესწარი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს მოედანზე გავიდოდი და ტრიბუნებზე მყოფი ბავშვები მე მიგულშემატკივრებდნენ. ვისწავლე, რომ თუ თავდადებული ხარ და მაქსიმუმს აკეთებ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ოცნებები ხდება და ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებში თამაშის ოცნება აისრულა!“, – ამბობს კვარაცხელია.