ევროპარლამენტის შემდეგ, საქართველოს შესახებ რეზოლუციის დამტკიცებას გერმანიის ბუნდესტაგი გეგმავს. დოკუმენტის შინაარსი უკვე ცნობილია და მასში ,,ქართული ოცნების” მიერ მიღებულ გამჭვირვალობის შესახებ კანონსა და ივანიშვილის გუნდის ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებზეა საუბარი.
ბუნდესტაგი დაჟინებით ითხოვს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას. დოკუმენტს დღეს, ბუნდესტაგში საქართველოს საკითხის განხილვის შემდეგ გერმანელი პარლმანეტარები უყრიან კენჭს.