ბათუმში ე.წ ოცნების ქალაქში მცხოვრებლები ხელისუფლებას მიკერძოებაში ადანაშაულებენ

ბათუმში ე.წ ოცნების ქალაქში მცხოვრებლები ხელისუფლებას მიკერძოებასა და ადგილობრივების არათანაბარ პირობებში ჩაყენებაში სდებენ ბრალს. ის ოჯახები, რომლებიც ბინების გარეშე დარჩნენ აცხადებენ, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” ისინი პოლიტიკური შეხედულებები გამო დასაჯა.

როგორც ისინი აღნიშნავენ, წლებია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ, ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ, თუმცა ახალაშენებულ კორპუსში მათთვის ბინები არ მოიძებნა.

,,ოცნების ქალაქში” მცხოვრები 30-ოჯახი ავარიულ კორპუსში ცხოვრობს. ყოველდღიურად ისინი საფრთხის ქვეშ იძინებენ. ჭერიდან ცვივა ბათქაში, წვიმის დროს საცხოვრებელი ფართები წყლით ივსება, რის გამოც ელექტროენერგიაც კი ვერ შეჰყავთ, რადგან საშიშროებას წარმოადგენს.

მსგავსი თემები