ჩაფიძის გულის ცენტრმა, ვეტერანებისთვის, მორიგი საქველმოქმედო აქცია ჩაატარა

მიმდინარე 6 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბრეთში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 169-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია ჩაატარეს. აქცია მოიცავდა კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ). საქველმოქმედო სამედიცინო აქციით უსასყიდლოდ ისარგებლა სამსახურის 52-მა ბენეფიციარმა, განხორციელდა 120 ვიზიტი. აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ-საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ვალერიან ძებისაშვილი,დეპარტამენტის წარმომადგენელი ვაჟა დალაქიშვილი, მონიტორინგისა და აუდიტის სამმართველოს უფროსი, გია ედილაშვილი და სოფელ…

მეტი...

,,საქართველოს ხელისუფლება ხალხს ევროკავშირისგან აშორებს, შეუთავსებლები არიან ევროკავშირის ღირებულებებთან” – პაველ ჰერჩინსკი

,,საქართველოს ხელისუფლება ხალხს ევროკავშირისგან აშორებს და ხელისუფლების წევრები შეუთავსებლები არიან ევროკავშირის ღირებულებებთან”, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ. ,,გასულ წელს საქართველოს მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და ეს ჩემი დიპლომატიური კარიერის წარმატება იყო. ყველაფერი გაკეთდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საიმისოდ, რომ კარი გაეღოთ მამაცი უკრაინელი ხალხის გამო, რომლებიც იცავენ არა მხოლოდ მათ ქვეყანას, არამედ ცივილიზებულ მსოფლიოს. მაგრამ, რა მოხდა მას შემდეგ, რაც თქვენ კანდიდატის სტატუსი მიიღეთ? მოსახლეობის უმრავლესობას სურს ევროკავშირის წევრობა, მაგრამ ხელისუფლება ხალხს ამისგან აშორებს. საქართველოს ხელისუფლების წევრები შეუთავსებლები არიან ევროკავშირის ღირებულებებთან,” – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მეტი...

ევაკუაცია თბილისის სკოლებში – მობილიზებულია პოლიცია

,,ევროპული სკოლის” პედაგოგები აცხადებენ, რომ ცოტა ხნის წინ, სკოლაში სიგნალიზაცია ჩაირთო, რის გამოც შენობა დაატოვებინეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, თუმცა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია. არსებული ინფორმაციით, ევაკუაციაა 41-ე სკოლაშიც.

მეტი...

გიორგი მამარდაშვილს ზესტაფონის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა

საქართველოს ნაკრებისა და ,,ვალენსიას“ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს ზესტაფონის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. ინფორმაციას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი თქმით, ,,ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“ სტატუსი 11 პიროვნებას მიენიჭა.

მეტი...

რობერტ ფიცო აცხადებს, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას არასდროს დათანხმდება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ ის არასდროს დათანხმდება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას. „ვიდრე მე ვიქნები სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ვიზრუნებ იმაზე, რომ დეპუტატებმა, რომლებზეც მაქვს პოლიტიკური კონტროლი, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, არასდროს დათანხმდნენ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას“, – განაცხადა რობერტ ფიცომ. სლოვაკეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება მესამე მსოფლიო ომის საფუძველს შექმნის. რაც შეეხება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, ფიცოს თქმით, მას ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს არის გზა, რომელიც რამდენიმე წელიწადში არ იქნება გავლილი.

მეტი...

მმართველი პარტია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურებს ხელახლა იწყებს

მმართველი პარტია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურებს იწყებს. აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. „როგორც მოგეხსენებათ, 2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა და დაადასტურა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლით დადგენილი წესი, რომ პრეზიდენტს საგარეო ვიზიტის განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში. ისიც მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის თანამდებობა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი პარლამენტარების მხარდაჭერის ხარჯზე შეინარჩუნა. მიიღო რა რადიკალური ოპოზიციისგან კონსტიტუციის დარღვევის საკითხში ხელშეუხებლობის გარანტია, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციის უხეშად დარღვევა მოგვიანებითაც განაგრძო. კერძოდ,…

მეტი...

2022-2023 სასწავლო წელს სწავლა რეკორდული რაოდენობის 14 911 მოსწავლემ შეწყვიტა – საქსტატი

2022-2023 სასწავლო წელს სწავლა 14 911 მოსწავლემ შეწყვიტა. ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია. საქსტატის მონაცემების თანახმად მათგან 6 409 გოგო იყო,  8 502 კი ბიჭი. წლების მიხედვით ეს მაჩვენებელი ასე გამოიყურება: 2013/2014 – 14 057 (გოგო – 5 886 ბიჭი – 8 171) 2014/2015 – 12 307 (გოგო – 5 348 ბიჭი – 6 959) 2015/2016 – 11 512 (გოგო – 4 835 ბიჭი – 6 677) 2016/2017 – 11 769 (გოგო – 4 740 ბიჭი – 7 056) 2017/2018 – 12 298 (გოგო – 4 769 ბიჭი…

მეტი...

ნიდერლანდებმა უკრაინას F-16-ების პირველი პარტია გადასცა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე მიიღეს პირველი F-16 გამანადგურებლები ნიდერლანდებისგან. ინფორმაცი ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა რუბენ ბრეკელმანსმა დაადასტურა, თუმცა არ დააკონკრეტა რამდენი ერთეული თვითმფრინავი გადაეცა უკრაინას. მინისტრმა მხოლოდ ის თქვა რომ კიდევ 24 ავიაგამანადგურებელს მომდევნო თვეებში გადასცემენ ომში მყოფ ქვეყანას. „ეს სასწრაფოდ საჭიროა. ხარკოვში დავინახე რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნგრევა და გამუდმებით მესმოდა საჰაერო თავდასხმის სიგნალები“, – წერს ბრეკელმანსი, რომელიც კვირას უკრაინაში იმყოფებოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ნიდერლანდები გამოყოფს 400 მილიონ ევროს უკრაინის არმიის თანამედროვე თვითმფრინავების სათვალთვალო, თავდაცვისა და თავდასხმის აღჭურვის პროგრამისთვის. ივლისის ბოლოს ბრიტანულმა გაზეთმა Times-მა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ…

მეტი...

ანექსირებულ ყირიმში ნავთობის საცავი იწვის

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, ფეოდოსიაში, ნავთობის საცავი იწვის. ხელისუფლება ხანძრის გამომწვევ მიზეზს არ ასახელებს, მაგრამ ტელეგრამ არხებით გავრცელებული ცნობებით, ყირიმს უკრაინულმა თვითმფრინავებმა შეუტიეს. „ფეოდოსიას ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ეკიპაჟები მუშაობენ, მსხვერპლი და დაშავებული არ არის“, – ნათქვამია ფეოდოსიის ,,ადმინისტრაციის” განცხადებაში. ASTRA Telegram-ის არხი აქვეყნებს ხანძრის ვიდეოს, რომელიც სავარაუდოდ, ფეოდოსიის მეზობელი სოფელ ბერეგოოეს გარეუბნიდანაა გადაღებული.

მეტი...

ოკუპანტები საოკუპაციო ხაზთან გააქტიურდნენ

ოკუპანტები საოკუპაციო ხაზთან გააქტიურდნენ. ე.წ სასაზღვრო გამყოფი ხაზის მიმდებარედ, სოფელ ატოცში ბოლო 1 კვირაა ოკუპანტების წვრთნები მიმდინარეობს. ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობის ხელმძღვანელი დავით ქაცარავა ავრცელებს. ,,ეს მინიშნებს იმაზე, რომ რუსეთი და ,,ოცნება” არიან ერთ გუნდად შეკრული და მოქმედებენ შეთანხმებულად. ჩვენი აზრით, რუსეთი ახლა გააქტიურებს ასეთი ტიპის მოქმედებებს, გააქტიურდება გატაცებები, ბორდერიზაციის შემთხვევები, წვრთნებიც გახშირდება, რათა მესიჯი გამოგვიგზავნონ და ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს, რომ “თუ “ოცნება” წააგებს, 2008 წელი მონაგონი იქნება” ხორცი შეასხან და უფრო რეალური გახადონ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ,,ქართული ოცნება” უდრის რუსეთს, უდრის პუტინის საქართველოს. ამიტომ 26-ში ყველა აუცილებლად უნდა მივიდეთ…

მეტი...

ქართველმა ემიგრანტებმა დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნა აქციებით მოითხოვეს

შტუტგარტში, დუბლინში, ფილადელფიაში, იტალიისა და ესპანეთის ქალაქებში ემიგრანტებმა აქციები გამართეს და მათთვის დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნა მოითხოვეს. როგორც ემიგრანტებმა აღნიშნეს, ამ არჩევნებში თითოეულის ხმა უმნიშვნელოვანესია. მათი თქმით, ხმის მიცემა მათი უფლებაა და საარჩევნო უბნები კანონით ეკუთვნით. ცნობისთვის, ამ პროტესტის მიზეზი ხელისუფლების უარია დამატებითი უბნების გახსნაზე ქვეყნის საზღვრებს გარეთ, განსაკუთრებით კი იმ ქალაქებში, სადაც საქართველოს ათეულობით ათასი მოქალაქე ცხოვრობს. აქციები ევროპისა და ამერიკის იმ ქალაქებში, სადაც ჩვენი თანამოქალაქეების დიდი დიასპორა ცხოვრობს, მომდევნო დღეებშიც გაიმართება.

მეტი...

კობა კობალაძე ქუთაისში ვეტერანებს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შექმნის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, მორიგი შეხვედრა, ქუთაისში გაიმართა; კობა კობალაძე იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს შეხვდა,მათ სამსახურის მუშაობის 10 წლიანი ანგარიში წარუდგინა და ყველა იმ პროექტსა და ინიციატივაზე ესაუბრა, რაც სამსახურის ბენეფიციართა წინაშე, სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად,სამსახურისა და სახელმწიფო ინსტიტუციების ერთობლივი ძალისხმევით და, ასევე, ბიზნესსექტორის ჩართულობით ხორციელდება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ვეტერანებმა ყურადღება გაამახვილეს რამდენიმე,მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხზე. მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით…

მეტი...

აეროპორტში ავარიულად დაშვებისას თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა

ლას-ვეგასის აეროპორტში ავარიულად დაშვებისას თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. ამის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. როგორც ირკვევა, Airbus 321 ტიპის თვითმფრინავი სან-დიეგოდან ლას-ვეგასში მიფრინავდა. ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ცნობით, კაბინაში შეტყობინება კვამლის შესახებ შევიდა, რის შემდეგაც აეროპორტში ავარიული თვითმფრინავის დასახვედრად მზადყოფნა გამოცხადდა. დაშვებისთანავე თვითმფრინავს სახანძრო მანქანები მიუახლოვდნენ, რა დროსაც ცეცხლი ჩააქრეს. ავარიულ დაშვებას არავინ ემსხვერპლა. ბორტზე მყოფი ყველა მგზავრისა და ეკიპაჟის წევრის ევაკუირება საჰაერო კიბეებით განხორციელდა. ყველა მათგანი ტერმინალში ავტობუსით გადაიყვანეს. მომხდარის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია და მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

,,დღეის მონაცემებით, საკონსულო აღრიცხვაზე 145 925 მოქალაქე დადგა” – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველის, საქართველოს ევროპული ორბიტის დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიას თქმით, საკონსულო აღრიცხვაზე 145 925 ემიგრანტი დარეგისტრირდა. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. ,,ის 128 000 მოქალაქე ხომ გახსოვთ, 26 სექტემბერს რომ იდგა საკონსულო აღრიცხვაზე? დღეს ეს რიცხვი 145 925-ია. მხოლოდ დღეს 3671 მოქალაქე დადგა აღრიცხვაზე და ხვალ კიდევ არის დრო!”, – წერს ნინო ლომჯარია.

მეტი...

რუსმა ოკუპანტებმა დაბა ნიუ-იორკში 3 უკრაინელი სამხედრო ტყვე დახვრიტეს

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის დაბა ნიუ-იორკში 3 უკრაინელი სამხედრო ტყვე დახვრიტეს. ინფორმაცია თავდაპირველად უკრაინის ეროვნული გვარდიის აზოვის ბრიგადის წევრებმა გაავრცელეს. მათი თქმით, დახვრეტის პროცესი მათმა დრონმა დააფიქსირა. დრონიდან გადაღებულ ვიდეოში ჩანს თუ როგორ კლავენ რუსი სამხედროები სამ უკრაინელ ტყვეს, რომლებსაც იარაღი არ აქვთ და დანებებას ცდილობენ. ცნობილია, რომ დახვრეტაში მონაწილე რუსი სამხედროებიდან ერთ-ერთი მოგვიანებით უკრაინელმა მებრძოლებმა ტყვედ აიყვანეს. უკრაინის პროკურატურის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, 2022 წლიდან დღემდე რუსმა სამხედროებმა ბროლის ველზე 93 უკრაინელი ტყვე მოკლეს.

მეტი...

ევროპარლამენტში საქართველოზე მსჯელობის პარალელურად, 8 ოქტომბერს, ემიგრანტები სტრასბურგში აქციას აანონსებენ

ევროპარლამენტში საქართველოზე მსჯელობის პარალელურად, 8 ოქტომბერს, ემიგრანტები სტრასბურგში აქციას აანონსებენ. ამის შესახებ მათ სოციალურ ქსელში დაწერეს. ,,8 ოქტომბერს, ევროპარლამენტში გაიმართება მნიშვნელოვანი სესია, სადაც განიხილავენ საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების რღვევასა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეებს. ჩვენ, როგორც ქართველი ხალხი, უნდა შევიკრიბოთ, რომ ხმამაღლა დავაფიქსიროთ ჩვენი სურვილი – საქართველო იყოს დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების გზაზე. ჩვენ ვდგავართ ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, სამართლიანობისა და ევროპული მომავლის დასაცავად! საქართველოს ხელისუფლება არღვევს კანონს მოქალაქეების წინაშე ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების არ გახსნით სტრასბურგში! სადაც მუდმივი წარმომადგენლობის მისამართია და უამრავი ქართველი ცხოვრობს. უხეშად არღვევენ დემოკრატიულ პროცესებს. თუ დღეს არ ვიმოქმედებთ, ხვალ…

მეტი...

,,თუ არჩევნებზე მოდიხართ, გთავაზობთ უფასო დასარჩენს” – ემიგრანტების ინიციატივა აშშ-ში

ვაშინგტონში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები, საარჩევნოდ, ერთმანეთის დასახმარებლად ერთიანდებიან. სოციალურ ქსელში გამოჩნდა ჯგუფ ,,დაიტოვეს” ანალოგიური შინაარსის სარეგისტრაციო ფორმა, რომლის დახმარებითაც, ემიგრანტები, შორ გზაზე ხმის მისაცემად წასულ თამამემამულეებს, დასარჩენად საკუთარ სახლებში ეპატიჟებიან. ,,დაიტოვე Washington DC – სტუმრები მეგობრებო, თუ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მოდიხართ ვაშინგტონში, გთავაზობთ უფასო დასარჩენს ვაშინგტონში მცხოვრები ქართველების სახლებში. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსეთ ეს ცხრილი. თქვენი მასპინძლების პირად მონაცემებს გამოგიგზავნით წინასწარ და დაგაკავშირებთ თქვენი თანხმობის შემდეგ. მადლობა და წარმატებები!”, – წერია სარეგისტრაციო ფორმაში.

მეტი...

პრეზიდენტი ტექნიკური მთავრობის შემადგენლობისა და პრემიერის კანდიდატურის ოპოზიციასთან განხილვებს დღეიდან იწყებს

პრეზიდენტი ტექნიკური მთავრობის შემადგენლობისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის განხილვებს დღეიდან იწყებს, ამიტომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ეტაპობრივად შეხვდება და შეეცდება მათთან ერთად დააკომპლექტოს ტექნიკური მთავრობა და მოისმინოს მათი აზრი პრემიერობის იმ კანდიდატთან დაკავშირებით, რომელიც ზურაბიშვილს უკვე შერჩეული ჰყავს. ცნობილია, რომ ოპოზიციური გაერთიანებები პრეზიდენტის ქარტიას მიესალმებიან, მოისმენენ ზურაბიშვილის ამ ინიციატივას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას. ,,კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი ანა გოგალაძე აცხადებს, რომ მათი პოლიტიკური ძალა სრულად იზიარებს ხელმოწერილ ქარტიაში შემავალი დათქმების მნიშვნელობას, 26 ოქტომბერს ხელისუფლების ცვლილების კონტექსტში და შესაბამისად იღებენ კონსულტაციებში მონაწილეობას. ,,ძლიერი საქართველო” იზიარებს ქარტიის სულისკვეთებას”, – აცხადებს კოალიცია ,,ძლიერი…

მეტი...