,,საქართველოს ხელისუფლება ხალხს ევროკავშირისგან აშორებს, შეუთავსებლები არიან ევროკავშირის ღირებულებებთან” – პაველ ჰერჩინსკი

,,საქართველოს ხელისუფლება ხალხს ევროკავშირისგან აშორებს და ხელისუფლების წევრები შეუთავსებლები არიან ევროკავშირის ღირებულებებთან”, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.

,,გასულ წელს საქართველოს მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და ეს ჩემი დიპლომატიური კარიერის წარმატება იყო. ყველაფერი გაკეთდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საიმისოდ, რომ კარი გაეღოთ მამაცი უკრაინელი ხალხის გამო, რომლებიც იცავენ არა მხოლოდ მათ ქვეყანას, არამედ ცივილიზებულ მსოფლიოს.

მაგრამ, რა მოხდა მას შემდეგ, რაც თქვენ კანდიდატის სტატუსი მიიღეთ? მოსახლეობის უმრავლესობას სურს ევროკავშირის წევრობა, მაგრამ ხელისუფლება ხალხს ამისგან აშორებს. საქართველოს ხელისუფლების წევრები შეუთავსებლები არიან ევროკავშირის ღირებულებებთან,” – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მსგავსი თემები