პრეზიდენტი ტექნიკური მთავრობის შემადგენლობისა და პრემიერის კანდიდატურის ოპოზიციასთან განხილვებს დღეიდან იწყებს

პრეზიდენტი ტექნიკური მთავრობის შემადგენლობისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის განხილვებს დღეიდან იწყებს, ამიტომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ეტაპობრივად შეხვდება და შეეცდება მათთან ერთად დააკომპლექტოს ტექნიკური მთავრობა და მოისმინოს მათი აზრი პრემიერობის იმ კანდიდატთან დაკავშირებით, რომელიც ზურაბიშვილს უკვე შერჩეული ჰყავს.

ცნობილია, რომ ოპოზიციური გაერთიანებები პრეზიდენტის ქარტიას მიესალმებიან, მოისმენენ ზურაბიშვილის ამ ინიციატივას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას.

,,კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი ანა გოგალაძე აცხადებს, რომ მათი პოლიტიკური ძალა სრულად იზიარებს ხელმოწერილ ქარტიაში შემავალი დათქმების მნიშვნელობას, 26 ოქტომბერს ხელისუფლების ცვლილების კონტექსტში და შესაბამისად იღებენ კონსულტაციებში მონაწილეობას.

,,ძლიერი საქართველო” იზიარებს ქარტიის სულისკვეთებას”, – აცხადებს კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” წევრი ანა ნაცვლიშვილი. მთავრობის ფორმირების შესახებ დეტალური პოზიციის დაფიქსირებას მათი პოლიტიკური ძალა პრეზიდენტთან შეხვედრის და მისი მოსაზრების მოსმენის შემდეგ აპირებს.

პრეზიდენტთან კონსულტაციებისთვის მზადყოფნას აცხადებს ,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობაც”. თუმცა როგორც ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, ამ ეტაპზე მთავრობის დაკომპლექტებაზე საუბარი ნაადრევად მიაჩნია.

tv პირველთან ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვაზე მოიაზრებს თუ არა ის საკუთარ თავს პრემიერობის კანდიდატად, ზურაბიშვილი ვერსიას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

მსგავსი თემები