რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, ფეოდოსიაში, ნავთობის საცავი იწვის. ხელისუფლება ხანძრის გამომწვევ მიზეზს არ ასახელებს, მაგრამ ტელეგრამ არხებით გავრცელებული ცნობებით, ყირიმს უკრაინულმა თვითმფრინავებმა შეუტიეს.
„ფეოდოსიას ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ეკიპაჟები მუშაობენ, მსხვერპლი და დაშავებული არ არის“, – ნათქვამია ფეოდოსიის ,,ადმინისტრაციის” განცხადებაში.
ASTRA Telegram-ის არხი აქვეყნებს ხანძრის ვიდეოს, რომელიც სავარაუდოდ, ფეოდოსიის მეზობელი სოფელ ბერეგოოეს გარეუბნიდანაა გადაღებული.