შტუტგარტში, დუბლინში, ფილადელფიაში, იტალიისა და ესპანეთის ქალაქებში ემიგრანტებმა აქციები გამართეს და მათთვის დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნა მოითხოვეს. როგორც ემიგრანტებმა აღნიშნეს, ამ არჩევნებში თითოეულის ხმა უმნიშვნელოვანესია. მათი თქმით, ხმის მიცემა მათი უფლებაა და საარჩევნო უბნები კანონით ეკუთვნით.
ცნობისთვის, ამ პროტესტის მიზეზი ხელისუფლების უარია დამატებითი უბნების გახსნაზე ქვეყნის საზღვრებს გარეთ, განსაკუთრებით კი იმ ქალაქებში, სადაც საქართველოს ათეულობით ათასი მოქალაქე ცხოვრობს.
აქციები ევროპისა და ამერიკის იმ ქალაქებში, სადაც ჩვენი თანამოქალაქეების დიდი დიასპორა ცხოვრობს, მომდევნო დღეებშიც გაიმართება.