რუსულმა დრონმა სუმში ავტობუსზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდო-არიან დაშავებულები

რუსი ძალოვნები უკრაინაზე დრონებით შეტევას ჩრდილოეთის, აღმოსავლეთისა და სამხრეთის მიმართულებით ახორციელებენ. სუმის რეგიონის რეჩკოვსკაიას თემში რუსულმა დრონმა სუმი-რეკის მარშრუტზე მომუშავე ავტობუსზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდო. შედეგად სამი ადამიანი დაშავდა და ავტობუსი დაზიანდა. გასულ ღამეს რუსებმა დრონებით შეუტიეს ოდესასაც. ქალაქში აფეთქებები ისმოდა, ამის შესახებ მერმა გენადი ტრუხანოვმა ტელეგრამის არხზე დაწერა. პარალელურად კიევში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა და საჰაერო თავდაცვის სისტემა მოქმედებდა. სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ქალაქში საჰაერო თავდასხმის განგაში სამჯერ გამოცხადდა და ჯამში 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. კიევის საჰაერო სივრცეში და ქალაქის მისადგომებზე აღმოჩენილი ყველა რუსული დრონი განეიტრალდა.

მეტი...

გროზნო და სოხუმი “დაძმობილებული” ქალაქები გახდნენ

ქალაქ გროზნოში ხელი მოეწერა “შეთანხმებას”, რომლის მიხედვითაც გროზნო და სოხუმი “დაძმობილებული” ქალაქები გახდნენ. “შეთანხმებას” ხელი სოხუმის ე.წ. საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბესლან ეშბამ და გროზნოს მერმა ხას-მაგომედ კადიროვმა მოაწერეს. სოხუმი და გროზნო თანამშრომლობას აპირებენ სამეცნიერო, ტექნიკურ, საგანმანათლებლო, კულტურულ, ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ სფეროებში, ასევე სპორტსა და ტურიზმში.

მეტი...

ჰიგიენური ნივთების მოპარვისთვის იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

31 წლის ქართველი სუპერმარკეტიდან დაახლოებით 670 ევროს ღირებულების ნივთების მოპარვას ცდილობდა. ამის შესახებ, ინფორმაციას მედია ავრცელებს.როგორც ირკვევა ის ძირითადად პირადი ჰიგიენის საშუალებებს აგროვებდა და გადახდის გარეშე ცდილობდა სალაროებიდან გასვლას. გამოსვლისას კაცი საეჭვოდ ტრიალებდა სალაროებთან, რა დროსაც დაცვის ყურადღება მიიქცია. ის შესამოწმებლად გააჩერეს და პოლიციას გამოუძახეს. სამართალდამცველებმა კი ახალგაზრდა დააკავეს.  

მეტი...

ძლიერი ქარი – როგორი ამინდი იქნება საქართველოში 6 ოქტომბერს

6 ოქტომბერს, საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. meteo.gov.ge-ს თანახმად, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, უნალექოდ. ღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის  ტემპერატურა:  დაბლობში +27, +32°; მთაში  +24, +29°;  მაღალმთაში  +20, +25°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ.  აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის  ტემპერატურა:  ბარში +20, +25°; მთაში  +20, +25°;  მაღალმთაში   +17, +22°.  

მეტი...

მე-14 გამარჯვება-UFC-ის ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი მეტოქე ნოკაუტით დაამარცხა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ ორგანიზაციის საშუალო წონაში მორიგი ბრძოლა მოიგო. მან ამერიკელი კევინ ჰოლანდი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ბრძოლის დასაწყისშივე დოლიძემ უპირატესობა მოიპოვა, მეტოქე მიწაზე გადაიყვანა და უტევდა, რის შემდეგაც მან ტრავმა მიიღო და ბრძოლის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. ეს გამარჯვება 36 წლის რომან დოლიძისთვის MMA-ის კარიერაში მე-14 იყო, ხოლო უშუალოდ UFC-ში მის ანგარიშზე 8 გამარჯვება და 3 მარცხია, ბრძოლამდე ის საშუალო წონის რეიტინგში მე-10 ადგილზე იყო  

მეტი...

ისრაელის ღაზაზე თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა

ისრაელის ღაზაზე თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია ათობით ადამიანი. ინფორმაციას „სეიენენი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, იერიში განხორციელდა მეჩეთზე, რომელიც მდებარეობს ალ-აქსას საავადმყოფოს მახლობლად, დეირ ალ-ბალაჰში, ღაზას სექტორის ცენტრალურ ნაწილში. ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ განახორციელეს ზუსტი დარტყმა „ჰამასის“ ტერორისტებზე.  

მეტი...

“ისრაელზე იარაღის ემბარგოს დაწესების მოთხოვნა სამარცხვინოა”- ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუს იარაღის მიწოდების შესახებ ემანუელ მაკრონის განცხადებას გამოეხმაურა. მან საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას სამარცხვინო უწოდა. „ტერორის ღერძი ერთად დგას. მაგრამ ქვეყნები, რომლებიც სავარაუდოდ ეწინააღმდეგებიან ამ [ღერძს] ითხოვენ ისრაელზე იარაღის ემბარგოს დაწესებას. რა სამარცხვინოა“ – განაცხადა ისრაელის პრემიერმა. მისი მტკიცებით, ისრაელი გაიმარჯვებს მათი მხარდაჭერით ან მის გარეშე, მაგრამ მათი სირცხვილი ომის გამარჯვების შემდეგაც დიდხანს გაგრძელდება.  

მეტი...

“ჩვენი ამოცანაა გარანტირებული იყოს უკრაინისთვის მყარი მშვიდობა”- ზელენსკი

“ჩვენი ამოცანაა გარანტირებული იყოს უკრაინისთვის მყარი მშვიდობა, გრძელვადიანი უსაფრთხოება- მყარი მშვიდობა მხოლოდ სუვერენიტეტისა და ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. “ყველაფერი, რაც [გამარჯვების] გეგმაშია აღნიშნული, სრულიად რეალურია ჩვენი პარტნიორებისთვის. არის მსოფლიოში რესურსი, რომელიც ჩვენს “გამარჯვების გეგმაში” წინსვლის საშუალებას მოგვცემს. სწორედ ამაშია ჩვენი მიზანი, ჩვენი ამოცანა – გარანტირებული იყოს უკრაინისთვის მყარი მშვიდობა, გრძელვადიანი უსაფრთხოება. ეს შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, სუვერენიტეტითა და ტერიტორიებით რაიმე ვაჭრობის გარეშე – სწორედ ისე, როგორც “მშვიდობის გეგმით” არის გათვალისწინებული”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

ვილი სანიოლი საპატიო თბილისელი გახდა

ფეხბურთელს, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა. მას სპეციალური ჯილდო დედაქალის მერმა კახა კალაძემ გადასცა. სანიოლიმ საზოგადოების, განსაკუთრებული ყურადღება ევროპის ჩემპიონატში მიღწეული წარმატებების შემდეგ მიიპყრო. საქართველოს ნაკრების წინსვლაში მან უდიდესი წვლილი შეიტანა. საპატიო თბილისელის წოდება 25 მოქალაქეს მიანიჭეს.

მეტი...

წელს, საპატიო თბილისელის ჯილდო 25-მა მოქალაქემ მიიღო

საქართველოს დედაქალაქში დიდი ზეიმია.  მთელი ქალაქი აჭრელებულია ლამაზ-ლამაზი ფერებით, სანახაობებით, შემოდგომის ნობათით. ქუჩებში, იმართება კონცერტები და ლამაზი წარმოდგენები. თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში მიღებაც გაიმართა, სადაც თბილისის მერმა საპატიო თბილისელები დააჯილდოვა. თბილისობა ტრადიციული დღესასწაულია, ის სიკეთისა და სიყვარულის დღესასწაულად ითვლება. ყოველ თბილისობაზე თბილისი საოცრად ლამაზია. „დღეს. როგორც დღესასწაულს შეჰფერის, სურვილიც უნდა ჩავიფიქროთ – ვინატროთ, რომ აღარასდროს ვიხილოთ ნგრევა და სისხლი ჩვენს ქუჩებში, ჩვენს ქვეყანაში. იყოს მშვიდობა და განვითარება. მხოლოდ მშვიდობას შეუძლია აქციოს ყოველი დღე დღესასწაულად, გაალამაზოს ჩვენი ქალაქი და მთელი ქვეყანა.კიდევ ერთხელ გილოცავთ თბილისობას და გისურვებთ, მუდამ ზეიმის და გამარჯვების…

მეტი...