,,საშინლად ჟღერს, მაგრამ ეს დაბადების დღე შესაძლოა ბოლო იყოს მიხეილ სააკაშვილისთვის”- ლვოვის მერი

,,საშინლად ჟღერს, მაგრამ ეს დაბადების დღე შესაძლოა, ბოლო იყოს მიხეილ სააკაშვილის ცხოვრებაში,” – ამის შესახებ ლვოვის მერი, ანდრეი სადოვოი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ”ის, რასაც ახლა სააკაშვილს უკეთებენ, სირცხვილია მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის.”

„დღეს ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი ომი მოსკოვის რეჟიმთან, მაგრამ მეგობრებს გასაჭირში ვერ დავტოვებთ. ის, რასაც ახლა სააკაშვილს უკეთებენ, სირცხვილია მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის. უღირსი საქციელია ციხეში იმის დატოვება, ვინც საქართველო საბჭოთა კავშირის უფსკრულიდან გამოიყვანა. მადლობას ვუხდი უკრაინის პრეზიდენტს და ყველას, ვინც დღეს იხსენებს და საუბრობს მიხეილზე. ის, რა თქმა უნდა, არ გვივიწყებს, ამიტომ ჩვენც არ გვაქვს უფლება ის დავივიწყოთ. მჯერა, რომ აუცილებლად შევხვდებით!“- წერს ლვოვის მერი.

მსგავსი თემები