“ქართველი ერი სწორ არჩევანს გააკეთებს”- სერგეი ნარიშკინი

“დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი სწორ არჩევანს გააკეთებს”- ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა ბაქოში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. ნარიშკინის თქმით, ეუთო/ოდირმა “აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაკვეთით” მოამზადა “შუალედური დასკვნა, რომელშიც არსებობს თეზისი იმის შესახებ, თითქოს საქართველოში სამართლიანი და ღია არჩევნებისთვის პირობები არ არსებობს. “ამ აქციის მიზანია – სცადოს უხეშად, საკმაოდ თავხედურად ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, სცადოს კვლავ არ დაუშვას მმართველობისადმი ჯანსაღი, ეროვნულად ორიენტირებული ძალები. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი აირჩევს.. გააკეთებს სწორ და ზუსტ არჩევანს” – განაცხადა ნარიშკინმა.

მეტი...

ქართულად ამღერებული ნიდერლანდელები (video)

შატილში ნიდერლანდელი ტურისტების ჯგუფი ქართულად ამღერდა. ტურისტები ერთ-ერთი ადგილობრივის სახლში სტუმრად იმყოფებიან. როგორც გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, ისინი რამდენიმე ქართულ სიმღერას ასრულებენ.

მეტი...

ლიბანში ბრძოლის დროს ისრაელის კიდევ ერთი სამხედრო ოფიცერი დაიღუპა

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სამხრეთ ლიბანში ბრძოლის დროს ისრაელის კიდევ ერთი სამხედრო ოფიცერი დაიღუპა. „სიენენის“ ცნობით, ის მეცხრე ჯარისკაცია, რომელიც მას შემდეგ დაიღუპა, რაც ისრაელმა მიმდინარე კვირას სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სახმელეთო შეტევა დაიწყო. ქვეყნის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაღუპული 21 წლის მამაკაცია.

მეტი...

რა სიმპტომები ახასიათებს “მაგბურგის ცხელებას”, რომელმაც 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

მსოფლიო რუკაზე წითელი ფერით ის ქვეყანაა მონიშნული, სადაც მომაკვდინებელი ვირუსი გავრცელდა. “მარბურგის” სახელწოდებით ცნობილი ცხელება რუანდას შვიდ ქალაქს მოედო. უკვე დაფიქსირდა ფატალური შემთხვევებიც. ინფიცირებული პაციენტი დაავადების ლაბორატორიული დადასტურებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით, ვირუსმა 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსი ამ დროისთვის მხოლოდ აფრიკის ტერიტორიაზე ცირკულირებს. ჯერჯერობით არ დადასტურებულა, თუმცა უკვე არსებობს ეჭვი, რომ დაავადებამ ევროპაშიც შეაღწია. სავარაუდო შემთხვევა გერმანიაში, ჰამბურგში დაფიქსირდა. “მარბურგის ცხელება” ებოლას ვირუსის მონათესავე ინფექციაა. მას სწრაფად გავრცელება არ ახასიათებს, თუმცა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი აქვს. დაინფიცირების შემთხვევების 88 პროცენტზე მეტი ფატალურად სრულდება. ამჟამად, არ არსებობს ვაქცინა, ამიტომ ინფექციონისტები…

მეტი...

“სალომე ზურაბიშვილი დადგა ლგბტ პროპაგანდის მხარეს”- ირაკლი კობახიძე

“სალომე ზურაბიშვილი, ისევე, როგორც მთლიანად რადიკალური ოპოზიცია დადგა ლგბტ პროპაგანდის მხარეს. ეს არის მათი არჩევანი. უფრო სწორად, ეს არის არა მათი არჩევანი, არამედ მატი დავალება” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ კანონს “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” საზოგადოების 90%-ზე მეტი მხარდაჭერა აქვს. „სალომე ზურაბიშვილი, ისევე, როგორც მთლიანად რადიკალური ოპოზიცია დადგა ლგბტ პროპაგანდის მხარეს. ეს არის მათი არჩევანი. უფრო სწორად, ეს არის არა მათი არჩევანი, არამედ მატი დავალება. ახლა არის საარჩევნო პერიოდი და ყველამ იცის ძალიან კარგად, რომ საზოგადოების 90%-ზე მეტი მხარდაჭერა აქვს…

მეტი...

“უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე წარიმართება საარჩევნო პროცესი”-  ირაკლი კობახიძე

“უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე წარიმართება ეს საარჩევნო პროცესი, აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ქარდებსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ რამენაირად გავლენა მოახდინოს ამომრჩევლის ნებაზე” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვერც ქარდები და ვერც რაიმე სხვა, ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს ქართველი ხალხის ნებაზე. „უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე წარიმართება ეს საარჩევნო პროცესი. ამ ქარდებსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ რამენაირად გავლენა მოახდინონ ამომრჩევლის ნებაზე. ვინც ამზადებს საელჩოს შიგნით ამ ქარდებს, მას ამოძრავებს ერთადერთი მიზანი, რამენაირად არჩევნებზე მოახდინოს გავლენა, თუმცა ვერც ასეთი ქარდები და ვერც რაიმე სხვა, ვერავითარ გავლენას ვერ…

მეტი...

„ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, არ გავხსენით მეორე ფრონტი“- კახა კალაძე

“არ არის ეს სწორი ინფორმაცია” – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი მედიის მიერ დასმულ კითხვას გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ. მისივე განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს უცხოური ბანკები პოლიტიკური მოტივით ექცევიან უსამართლოდ და მის კუთვნილ თანხებს არ უბრუნებენ. „ნუ ავრცელებთ ამ სისულელეებს და ტყუილებს. ადამიანს ყველანაირი სასამართლო მოგებული აქვს და პოლიტიკური მოტივით ექცევიან უსამართლოდ და მის თანხებს არ უბრუნებენ. ამასთან დაკავშირებით თავად ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება. მცდელობა აქვთ, რომ ხალხი დაზაფრონ. მათ მინდა ვუთხრა, არანაირი პრობლემა არ არის, თუ დაგვასანქცირებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერი…

მეტი...

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება. ექსპერტები არკვევენ, როგორია ბრალდებულის მდგომარეობა ახლა და როგორი იყო, მაშინ, როდესაც მსხვერპლს 18 ჭრილობა დანით მიაყენა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დასკვნა 20 დღის ვადაში უნდა დადოს. იმ შემთხვევაში თუ, ბრალდებულს შეურაცხადად მიიჩნევენ და ციხის ნაცვლად სამკურნალოდ გაამწესებენ. აბრამიძის ახლობლები დარწმუნებული არიან, რომ მკვლელობა ბექა ჯაინმა გაცილებით ადრე დაგეგმა და სისრულეშიც საღ გონებაზე მოიყვანა.  

მეტი...

სანიოლმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა-საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგისთვის ცნობილია

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ოქტომბრის ორ მატჩს უკრაინისა და ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ამ თამაშებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია – „სარაევოს“ ფორვარდი, ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩემპიონატის ბომბარდირი გიორგი გულიაშვილი. უკრაინის ნაკრებთან მატჩი 11 ოქტომბერს პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაიმართება, ხოლო ალბანეთის წინააღმდეგ „ჯვაროსნები“ 14 ოქტომბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ. საქართველოს ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 7 ოქტომბერს, პოლონეთში დაიწყებს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: მეკარე: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), გიორგი ლორია („ომონია“ არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი („პანსერაიკოსი“, საბერძნეთი) დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“,…

მეტი...

მამაკაცი, რომელსაც 8 დღეა ეძებენ, გარდაცვლილი იპოვეს

44 წლის მამაკაცი, რომელსაც ოჯახის წევრები 8 დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით,25 სექტემბერს ის სოფელ ბუკამში სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

მეტი...

მერაბ დვალიშვილმა “ბერი ანდრიას ფონდი” დაასაჩუქრა

UCF-ის ქართველი ჩემპიონი “ბერი ანდრიას ფონდს” ესტუმრა და დაასაჩუქრა. ამის შესახებ, ინფორმაციას ფონდი ავრცელებს. “ფონდის დახმარების ცენტრში მერაბ დვალიშვილის მოულოდნელმა სტუმრობამ ძალიან გაგვახარა! UFC- ის საჩემპიონო ქამრის მფლობელი სუპერმსუბუქ წონაში, ბუნებითაც ჩემპიონი ყოფილა – დრო უშურველად დაგვითმო – შეგვაქო, მოგვესიყვარულა, დაგვასაჩუქრა, ჩვენი ფონდის შვილობილების კეთილი ნების ელჩის მოვალეობა სიხარულით და სიამაყით იტვირთა და ამ საპატიო მოვალეობის პირნათლად შესრულება აღგვითქვა! უფლის წყალობით, ულევი გამარჯვება შენ, ჩვენო ჩემპიონო მერაბ!” – წერს “ბერი ანდრიას ფონდი” სოციალურ ქსელში.  

მეტი...

იტალიაშია, Ryanair-ის თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა

იტალიაშია, Ryanair-ის თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც 200-მდე მგზავრის ევაკუაცია მოხდა. რეისი  ბრინდიზის აეროპორტიდან უნდა აფრენილიყო, რა დროსაც ძრავში ცეცხლი გაჩნდა. მეხანძრე-მაშველებმა თვითმფრინავიდან 184 მგზავრის უვნებლად ევაკუაცია ავარიული გასასვლელიდან მოახერხეს. თვითმფრინავის აალების გამო, აეროპორტში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა და დროებით დაიხურა.

მეტი...

17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ ცხადდება

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება. აღნიშნულ კანონს, ხელი მოაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ. „ჩემთვის ამ კანონზე ხელის მოწერა, არის ყველაზე დიდი ლეგიტიმაციის მქონე ხელმოწერა. ხელმოწერა, რომლის უკან დგას ერიც და ბერიც“ – დაწერა პაპუაშვილმა „ფეისბუქზე“. მმართველი პარტიის ინფორმაციით, კანონის მიზანია, ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებების დაცვისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერება.  

მეტი...

“საგანგაშო ცნობები მოდის საქართველოდან” – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მმართველო პარტია არჩევნების მოპარვისთვის ემზადება. „საგანგაშო ცნობები მოდის საქართველოდან, რომლიდანაც ჩანს, თუ როგორ ემზადება მმართველი პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოპარვისთვის“ – აღნიშნულია დეკლარაციაში, რომელსაც 24 დეპუტატი აწერს ხელს. დეკლარაციაში არის მოწოდება, რომ ოფიციალურმა პირებმა  შეწყვიტონ ანტიდემოკრატიულად ქმედებები და შეცვალონ კურსი. “ეს მოიცავს დაშინების მასობრივ კამპანიას ოპოზიციური კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ, რომელთა უძრავი ქონება იძარცვება და რომელთა ოჯახებსაც ემუქრებიან. იყო ფიზიკური თავდასხმები ოპოზიციონერ აქტივისტებზე. ამომრჩევლებს აშინებენ ყალბი ინფორმაციის გავრცელებით, რომელიც კითხვის ქვეშ აყენებს ხმის ანონიმურობას – “მთავრობას…

მეტი...

როგორ აქციეს ქარხნების ნანგრევები ტურისტულ ზონად?! – რეპორტაჟი ჩინეთიდან

მივუყვები წითელი აგურის შენობებს, ძველი ქარხნის ნანგრევებს, რომლის მიღმა საოცრებები ხდება. 1950-იანი, ინდუსტრიული წლებიდან აღმოვჩნდი თანამედროვეობაში, რომელსაც თქვენც გიზიარებთ. ვიდეორეპორტაჟი ჩენგტუდან (ჩინეთი), ნაწილი 2. თანამედროვეობა ძველი ქარხნის ნანგრევებში – რეპორტაჟი ჩინეთიდან (video)

მეტი...

მექსიკელმა ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს მანქანას, რომელსაც 33 მიგრანტი გადაჰყავდა

მექსიკელმა ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს მანქანას, რომელსაც 33 მიგრანტი გადაჰყავდა. შედეგად 6 მიგრანტი დაიღუპა. მიგრანტთა ჯგუფი სამხედრო პოლიციისთვის თავის არიდებას ცდილობდა. შემთხვევა მექსიკის სამხრეთით, გვატემალასთან საზღვრის მახლობლად მოხდა. სამინისტროს განცხადებით, ინციდენტის შედეგად დაშავდა 10 ადამიანი. უწყების ცნობით, ავტომობილში სხვადასხვა ეროვნების მოქალაქეები იყვნენ, მათ შორის ეგვიპტიდან, ნეპალიდან, კუბიდან, ინდოეთიდან და პაკისტანიდან. ორი ჯარისკაცის განცხადებით, რომლებმაც მიგრანტებს ესროლეს, აფეთქების ხმა გაიგეს, რის შემდეგაც გახსნეს ცეცხლი. მექსიკის თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცები თანამდებობიდან გაათავისუფლა, საქმე კი ფედერალურ პროკურატურას გადაეცა.

მეტი...

4 შვილის დედა, რომელსაც 6 თვის განმავლობაში ეძებდნენ, ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

აშშ-ში, 4 შვილის დედა, რომელიც 6 თვის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს. ჯეფერსონის ოლქის შერიფის ოფისის განცხადებით, 33 წლის ემილი სტრაიტის ცხედარი, რომელიც 20 აპრილიდან დაკარგული იყო, სენტ-ლუისის სამხრეთ-დასავლეთით, მისურის შტატიდან, დაახლოებით 45 მილის დაშორებით იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, ტყეში ნაპოვნი ცხედრის ვინაობის დასადგენად სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარდა, რომლის მიხედვითაც დადასტურდა, რომ ის უგზო-უკვლოდ დაკარგულ, 33 წლის ემილი სტრაიტს ეკუთვნოდა. შერიფის ოფისის განცხადების თანახმად, ამ ეტაპისთვის ქალის გარდაცვალების მიზეზი დაუდგენელია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მათი განმარტებით, უნდა გამოიძიონ როგორ მოხდა ქალის ცხედარი იმ ადგილას, სადაც ის იპოვეს.

მეტი...

„ჰამასი“ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა. ჟურნალისტმა მილერს კითხვა დაუსვა, „ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებმა ხომ არ გადაიწია მეორე პლანზე ისრაელსა და დაჯგუფება „ჰეზბოლას“ შორის დაწყებული კონფლიქტის გამო. „საქმე იმაში არ არის, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის კონფლიქტმა სამშვიდობო მოლაპარაკებები „ჰამასთან“ მეორე პლანზე გადაწია. საქმე იმაშია, რომ „ჰამასმა“ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე კვლავ უარი განაცხადა“, – თქვა მილერმა. მისი თქმით, „ჰამასმა“ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა მანამ, სანამ ისრაელი ლიბანში სახმელეთო ოპერაციას დაიწყებდა და „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურასა და ხელმძღვანელობაზე იერიშს მიიტანდა.

მეტი...

მინიატიურულმა ნავმა ატლანტის ოკეანე 245 დღეში გადაცურა

მინიატიურული ნავი, რომელიც ამერიკის სანაპიროებიდან დაიძრა, საბოლოოდ ინგლისის ნაპირებზე აღმოჩნდა. პატარა ნავმა, რომლის სახელია Inspiration, დაახლოებით 9000 მილი, ანუ 14,484 კილომეტრი გაიარა, სანამ 2022 წლის ნოემბერში დორსეტში ჩავიდოდა. ნავი სამეცნიერო ექსპერიმენტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა გაგზავნეს, Inspiration არის პროექტის ნაწილი, რომელიც როდ-აილენდის უნივერსიტეტის ოკეანოგრაფიის სამაგისტრო სკოლამ შეიმუშავა. პატარა ნავი, რომელიც 1 მ-ზე ნაკლები სიგრძისაა, GPS-ით დაამონტაჟეს, რათა სკოლის მოსწავლეებს მისთვის თვალის მიდევნება შესძლებოდათ. აღსანიშნავია, რომ ნავმა ატლანტის ოკეანე 245 დღეში გადაცურა, მასში მოთავსებული იყო მოსწავლეებისა და სკაუტების ფოტოები და ჩანაწერები. ამასთან, ნავს თან მოჰყვება ინსტრუქცია იმ პირისთვის, რომელიც მას აღმოაჩენს. „ეს…

მეტი...

,,არც ჩინეთი და არც აშშ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს პატივს არ სცემენ” – ემანუელ მაკრონი

,,არც ჩინეთი და არც აშშ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს პატივს არ სცემენ”, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონიმ. მისი თქმით, პერიოდი, როდესაც ყველაფერი ეფუძნებოდა ვაჭრობას ღია ბაზარზე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებით, დასრულებულია. „ვიყოთ ცხადი. ოცდახუთი წლის წინ ჩვენ გვეგონა, რომ როცა ჩინეთი გაწევრიანდებოდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, ისინი დაიცავდნენ წესებს, ეს ასე არ არის, მაგრამ დიდი ცვლილება იმაში მდგომარეობს, რომ 2022 წელს აშშ-მა გადაწყვიტა, არ დაემორჩილოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას ინფლაციის რეგულირების აქტით. მე მაქვს წინადადება: როდესაც აშშ და ჩინეთი არ სცემენ წესს პატივს, ჩვენ არ უნდა ვიყოთ ოთახში მარტონი, ვინც წიგნის…

მეტი...

თბილისის ღამის კლუბებში დაკავებულები 21 000 ლარზე მეტს თაღლითურად დაეუფლნენ – 15 ადამიანს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების, თანხის გამოძალვის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე, 15 ადამიანს ბრალდება წარუდგინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სამი ღამის კლუბის მფლობელები, მენეჯერები, მიმტანები, დაცვის თანამშრომლები და მოცეკვავეები წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, ტურისტებს კლუბებში ეპატიჟებოდნენ, კლუბის მოცეკვავეები ტურისტების მაგიდასთან სხდებოდნენ და მათ ანგარიშზე, ტურისტებთან შეუთანხმებლად ძვირადღირებულ სასმელს უკვეთავდნენ. ანგარიშსწორებისას, ბრალდებულები ტურისტებს მიღებული მომსახურების შეუსაბამოდ დიდი საფასურის გადახდას სთხოვდნენ, უარის შემთხვევაში კი მათზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდნენ. აღნიშნული გზით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სხვადასხვა უცხო ქვეყნის 11 მოქალაქის 21 000…

მეტი...

დავით ნარმანიამ ენერგეტიკის საკითხებისადმი მიძღვნილ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკის საკითხებისადმი მიძღვნილ ფორუმში, სადაც ნეტო-აღრიცხვის რეგულირებაზე პრეზენტაცია წარადგინა. ფორუმში, რომელიც ქ. თბილისში, 3-4 ოქტომბერს იმართება მონაწილეობენ ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე სახელწოდებით – „განახლებადი ენერგიის განვითარება და ბაზრის დინამიკა“ სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოში ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმის, განახლებადი ენერგიების განვითარებისა და სემეკის მიერ შემუშავებული რეგულაციების შესახებ. დავით ნარმანიას თქმით, ბოლო მონაცემების შესაბამისად, ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართულია 1491 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 103 მეგავატს შეადგენს. სემეკმა ნეტო-აღრიცხვის რეგულაცია 2016…

მეტი...

,,კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს ჩაუტარდება ექსპერტიზა, რათა დადგინდეს, დანაშაულის დროს რამდენად შერაცხად მდგომარეობაში იმყოფებოდა” – პროკურორი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანისთვის ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ამის შესახებ პროკურორმა, გრიგოლ ნიშნიანიძემ სხდომის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პროკურორმა განმარტა, ბრალდებული მოთავსდება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, რათა დადგინდეს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს რამდენად შერაცხად მდგომარეობაში იმყოფებოდა ის. „დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა ბრალდებულ ბექა ჯაიანის ფსიქიატრიულ, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოთავსებასთან დაკავშირებით. ამ გამოძიების ფარგლებში გამომძიებლის მიერ დანიშნულ იქნა სასამართლოს სტაციონარულ, ფსიქიატრიულ, ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დასადგენად იმისა, დანაშაულებრივი ქმედების…

მეტი...

,,ძნელი სათქმელია ისინი იძლევიან განკარგულებებს, თუ მმართველი პარტია საკუთარი ინიციატივით ცდილობს რუსების სიამოვნებას” – პრეზიდენტი

,,შეგიძლიათ თუ არა თქვათ, რომ ახლა თბილისში მოსკოვი გასცემს განკარგულებებს?”, – ეს შეკითხვა საქართველოს პრეზიდენტს The Kyiv Independent-ის ჟურნალისტმა დაუსვა. პრეზიდენტი კი ამბობს, რომ ძნელი სათქმელია განკარგულებებს რუსეთი იძლევა, თუ ,,ოცნება” საკუთარი ინიციატივით ცდილობს მათ ასიამოვნოს: ,,ძნელი სათქმელია ისინი იძლევიან განკარგულებებს, თუ მმართველი პარტია საკუთარი ინიციატივით ცდილობს რუსების სიამოვნებას, მაგრამ ამას ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა. ეს ისაა, რასაც გარედან ვერ გაიგებ. მთავარი ეს პარალელი, ეს მსგავსებაა, რომელიც ბევრს მეტყველებს იმაზე, თუ რა მიმართულებით მიდის მმართველი პარტია და რომელიც დარწმუნებული ვარ, არჩევნებზე დაძლეული იქნება, რადგან ეს ის არაა, რაც ქართველ ხალხს,…

მეტი...

არსებობს თუ არა საქართველოში მარბურგის გავრცელების საფრთხე – პაატა იმნაძე სასიკვდილო ვირუსზე

ეპიდემიოლოგი, პაატა იმნაძე, მომაკვდინებელი ვირუსის, მარბურგის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. იმნაძის ინფორმაციით, რუანდიდან გერმანიაში ჩასული 2 სტუდენტის ტესტის პასუხი ვირუსზე უარყოფითი აღმოჩნდა. მისი თქმით, რუანდას გარეთ, მათ შორის, საქართველოში, ვირუსის გავრცელების რისკი ძალიან დაბალია. „გერმანიაში არ დადასტურდა მარბურგის შემთხვევა. რუანდაში იყო სტუდენტი მედიკოსი და შეუძლოდ, რომ გახდა თვითონ შეატყობინა მატარებლიდან ჰამბურგის ტროპიკულ ინსტიტუტს, მის თანმხლებს სიმპტომები არ ჰქონდა. რადგან რუანდაში კლინიკაში მუშაობდა სადაც მარბურგის ვირუსით პაციენტებს უვლიდა, ამიტომ, ორივე იზოლაციაში გადაიყვანეს კლინიკაში. მათი ტესტის პასუხი უარყოფითია. რუანდას გარეთ გავრცელების მაღალი რისკი არსადაა“, – ამბობს პაატა იმნაძე ,,პრაიმტაიმთან“.

მეტი...

,,უჭირს გადაადგილება, საუბარი და კონცენტრირება” – აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

შიმშილობის გამო, წინასწარ პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უფლებები საქართველო” ავრცელებს. ,,უფლებები საქართველოს” იურისტები აფგან სადიგოვს სპეციალური პენიტენციური სამსახურის #8 დაწესებულებაში შეხვდნენ 2 და 3 ოქტომბერს. სადიგოვის ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობა თვალშისაცემია, იურისტების შეფასებით, მას უჭირს გადაადგილება, საუბარი და კონცენტრირება. ,,უფლებები საქართველომ” უკვე მიმართა სასჯელაღსრულების დაწესებულებას, აფგან სადიგოვი გადაიყვანონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, რათა თავიდან იქნას აცილებული ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესება. საქართველოს სახალხო დამცველი ინფორმირებულია აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,” – წერს ორგანიზაცია. აფგან სადიგოვი 21 სექტემბრიდან შიმშილობს, მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა…

მეტი...

ხვიჩა კვარაცხელია Serie A-ის სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელებს შორისაა ნომინირებული

საქართველოს ნაკრების და ,,ნაპოლის” შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის იბრძვის. MVP-ის გამოსავლენად Serie A-ის ვებ-გვერდი გამოკითხვას ატარებს, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კვარაცხელიასთან ერთად ნომინირებული არიან: გლეისონ ბრემერი (“იუვენტუსი”), სანტიაგო კასტრო (“ბოლონია”), პატრიკ კუტრონე (“კომო”), ფედერიკო დიმარკო (“ინტერი”) და კრისტიან პულიშიჩი (“მილანი”). ხვიჩა კვარაცხელიასთვის ხმის მისაცემად გადადით ლინკზე.

მეტი...

ნატოს ახალი გენერალური მდივანი მარკ რუტე პირველი ვიზიტით კიევში ჩავიდა

ნატოს ახალი გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში ჩავიდა. ეს არის მისი პირველი ვიზიტი ალიანსის ხელმძღვანელის რანგში. რუტე უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ყოფილი პრემიერმინისტრი, მარკ რუტე 1-ელ ოქტომბერს ნატოს გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. მან იმავე დღეს დაასახელა ის სამი მიმართულება, რომელიც მისი ხელმძღვანელობისას პრიორიტეტული იქნება. ერთ ერთი სწორედ უკრაინის მხარდაჭერისა და დახმარების გაგრძელება და ქვეყნის ალიანსთან დაახლოებაა.

მეტი...

ბექა ჯაიანს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება

კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 26 წლის ბექა ჯაიანს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა. ჯაიანის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოთავსების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. აღნიშნული ექსპერტიზით უნდა დადგინდეს მკვლელობის ჩადენის მომენტში ბრალდებული იმყოფებოდა თუ არა შერაცხად მდგომარეობაში. ექსპერტიზის ჩასატარებლად ჯაიანს მოსამართლის განჩინების შემდეგ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში მოათავსებენ. შეგახსენებთ, რომ 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“…

მეტი...

ირანის აეროპორტებმა მუშაობა განაახლეს

ირანის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნა. Reuters-ის ცნობით, ირანის ყველა აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ირანმა საკუთარი საჰაერო სივრცე სამშაბათს ისრაელზე მასიური სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ჩაკეტა.

მეტი...

გორში, მე-4 სართულიდან ახალგაზრდა ქალი სარეცხის დაფენისას გადმოვარდა

გორში მე-4 სართულიდან 30 წლამდე ასაკის ქალი გადმოვარდა და მძიმედ დაშავდა. დაშვებული სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. კლინიკაში მას ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა. ქალის მდგომარეობა ამ მომენტისთვის სტაბილურად მძიმეა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა კომბინატის ტერიტორიაზე გუშინ, გვიან მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, ქალს სარეცხის დაფენის დროს ფეხი დაუცდა და სწორედ მაშინ გადმოვარდა. დაშავებულს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. მომხდარზე გამოძიება სსსკ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მეტი...

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 7 ოქტომბრამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. დედაქალაქში – ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი იქნება.…

მეტი...

იტალია ხანდაზმულთა და შშმ პირთა მომვლელებისთვის დამატებით 10 000 სამუშაო ვიზას გასცემს

იტალიის მთავრობა 2025 წელს დამატებით 10 000 სამუშაო ვიზას იმ ადამიანებისთვის გასცემს, რომლებიც ხანდაზმულებსა და შშმ პირებს უვლიან. გადაწყვეტილება იტალიის მთავრობამ ახალი მიგრაციული პაკეტის ფარგლებში მიიღო. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, იტალია, რომელიც მოსახლეობის გადაბერებისა და შობადობის შემცირების პრობლემის წინაშე დგას, დიდი ხანია განიცდის მომვლელების ნაკლებობას. 2023 წელს იტალიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ 2023-2025 წლებში ქვეყანა 452 სამუშაო ვიზას გასცემს, ხოლო მომვლელებისთვის კი, სამუშაო ვიზების დამატებითი კვოტა იქნება გამოყოფილი. ცნობისთვის, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მემარჯვენე მთავრობამ არალეგალური მიგრანტების შესაკავებლად გარკვეული ზომები გაატარა, თუმცა, ამავდროულად, გააფართოვა ლეგალური იმიგრაციის არხები. ამასთან, იტალიის მთავრობის მიერ…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი პარიზში ემანუელ მაკრონს ხვდება

სალომე ზურაბიშვილი, ამ წუთებში, ემანუელ მაკრონს ხვდება. შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტთან პარიზში, ელისეს სასახლეში მიმდინარეობს. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი რამდენიმე დღეა ევროპელ ლიდერებთან მართავს მოლაპარაკებებს. გუშინ ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელსა და ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს ბრიუსელში შეხვდა, იქამდე კი ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტს, ანჟეი დუდასა და ბერლინში გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს.

მეტი...

ცესკო საზღვარგარეთ შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევ ხელახალ კონკურსს აცხადებს

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევ ხელახალ კონკურსს აცხადებს. ,,ვაკანტური ადგილების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. საბუთები მატერიალური სახით მიიღება 2024 წლის 3 ოქტომბრიდან 2024 წლის  4 ოქტომბრის 18:00 საათის ჩათვლით საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, N138), ან ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით: konkursi.cec.gov.ge მატერიალურის სახით კონკურსში მონაწილე კანდიდატმა ცესკოს უნდა წარუდგინოს განცხადება, რომელშიც უნდა მიეთითოს არანაკლებ შემდეგი ინფორმაცია: ა) კანდიდატის სახელი, გვარი; ბ) საარჩევნო უბნის ნომერი და დასახელება, სადაც მას სურს წევრობა;…

მეტი...

„ვერ გავიგე, ასეთი რა დააშავა პამიდორმა“ – რას წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ზოგიერთი პროდუქტის შესახებ ხალხში გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას ეხმაურება და სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. „ადრე ვწერდი ხოლმე უსაფუძვლოდ ,,ეჭვმიტანილ” პროდუქტებზე, მაგალითად, ღორის ხორცზე, რომლის აკრძალვას პაციენტებისთვის არავითარი რაციონალური საფუძველი არ გააჩნია (სანამ მეჩხუბებით, გავიმეორებ, რომ ყურადღება ზოგადად ჭარბი ცხიმის მავნებლობაზე უნდა იყოს გამახვილებული და არა მაინცდამაინც ერთ რომელიმე პროდუქტზე, რომელიც თავისთავად სხვა სახეობის ხორცზე მავნე სულაც არ არის). ახლა კიდევ ერთ პროდუქტზე მინდა ვთქვა, რომელმაც, ვერ გავიგე, ასეთი რა დააშავა, რომ უამრავი პაციენტი მისვამს კითხვას, შეიძლება თუ არაო. ეს არის პამიდორი. ზოგი არც მეკითხება და თავისით იღებს გადაწყვეტილებას,…

მეტი...