კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება. ექსპერტები არკვევენ, როგორია ბრალდებულის მდგომარეობა ახლა და როგორი იყო, მაშინ, როდესაც მსხვერპლს 18 ჭრილობა დანით მიაყენა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დასკვნა 20 დღის ვადაში უნდა დადოს. იმ შემთხვევაში თუ, ბრალდებულს შეურაცხადად მიიჩნევენ და ციხის ნაცვლად სამკურნალოდ გაამწესებენ.

აბრამიძის ახლობლები დარწმუნებული არიან, რომ მკვლელობა ბექა ჯაინმა გაცილებით ადრე დაგეგმა და სისრულეშიც საღ გონებაზე მოიყვანა.

 

მსგავსი თემები