“საგანგაშო ცნობები მოდის საქართველოდან” – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მმართველო პარტია არჩევნების მოპარვისთვის ემზადება.

„საგანგაშო ცნობები მოდის საქართველოდან, რომლიდანაც ჩანს, თუ როგორ ემზადება მმართველი პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოპარვისთვის“ – აღნიშნულია დეკლარაციაში, რომელსაც 24 დეპუტატი აწერს ხელს.

დეკლარაციაში არის მოწოდება, რომ ოფიციალურმა პირებმა  შეწყვიტონ ანტიდემოკრატიულად ქმედებები და შეცვალონ კურსი.

“ეს მოიცავს დაშინების მასობრივ კამპანიას ოპოზიციური კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ, რომელთა უძრავი ქონება იძარცვება და რომელთა ოჯახებსაც ემუქრებიან. იყო ფიზიკური თავდასხმები ოპოზიციონერ აქტივისტებზე. ამომრჩევლებს აშინებენ ყალბი ინფორმაციის გავრცელებით, რომელიც კითხვის ქვეშ აყენებს ხმის ანონიმურობას – “მთავრობას ეცოდინება ვის მიეცი ხმა და ამას შედეგები მოჰყვება”.

როგორც ჩანს, ცენტრალური საარჩევნო კომისია ცოტა ხნის წინ მმართველი პარტიის კონტროლის ქვეშ მოექცა.

მსგავსი ქმედებების გამო ძალიან რთულია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. არჩევნების შედეგების საერთაშორისო აღიარებისთვის, ოფიციალურმა პირებმა უნდა შეწყვიტონ ანტიდემოკრატიულად მოქმედება და შეცვალონ კურსი“ – აღნიშნულია დეკლარაციაში.

 

მსგავსი თემები