სალომე ზურაბიშვილი პარიზში ემანუელ მაკრონს ხვდება

სალომე ზურაბიშვილი, ამ წუთებში, ემანუელ მაკრონს ხვდება. შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტთან პარიზში, ელისეს სასახლეში მიმდინარეობს. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი რამდენიმე დღეა ევროპელ ლიდერებთან მართავს მოლაპარაკებებს. გუშინ ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელსა და ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს ბრიუსელში შეხვდა, იქამდე კი ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტს, ანჟეი დუდასა და ბერლინში გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს.

მსგავსი თემები