გორში, მე-4 სართულიდან ახალგაზრდა ქალი სარეცხის დაფენისას გადმოვარდა

გორში მე-4 სართულიდან 30 წლამდე ასაკის ქალი გადმოვარდა და მძიმედ დაშავდა. დაშვებული სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. კლინიკაში მას ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა. ქალის მდგომარეობა ამ მომენტისთვის სტაბილურად მძიმეა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა კომბინატის ტერიტორიაზე გუშინ, გვიან მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, ქალს სარეცხის დაფენის დროს ფეხი დაუცდა და სწორედ მაშინ გადმოვარდა. დაშავებულს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

მომხდარზე გამოძიება სსსკ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი თემები