სკოლაში 12 წლის მოზარდი შეიარაღებული შეიჭრა და 6 ადამიანი დაჭრა

პორტუგალიაში, აზამბუჯას სკოლაში 12 წლის მოზარდი შეიარაღებული შეიჭრა და 6 ადამიანი დაჭრა. მათ შორის, 5 სკოლის მოსწავლე და ერთი მასწავლებელია. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს. თვითმხილველების განცხადებით, მოზარდი სკოლის შენობაში შესვლისთანავე აგრესიული იყო და ყველა შემხვედრს თავს ესხმოდა. პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 11-დან 14 წლამდე ასაკის მოზარდები დაშავდნენ, ასევე დაშავებულია სკოლის მასწავლებელი. თავდამსხმელი დაკავებულია.

მეტი...

ჩაფიძის გულის ცენტრი ვეტერანებისთვის მორიგ 168-ე საქველმოქმედო აქციას ჩაატარებს

მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 168-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ. აქცია მოიცავს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ). ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან; მისამართი: ქ.თბილისი; ნ.ჯავახიშვილის ქ. N 1; აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი.

მეტი...

,,ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, საჭმელს არ აძლევენ, ავად გახდა” – აფგან სადიგოვის ცოლი

დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის მეუღლის, სევინჩ სადიგოვას თქმით, მისი ქმარი ცუდ პირობებში იმყოფება გლდანის ციხეში. მისი თქმით, ქართულმა მხარემ არ გაითვალისწინა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და სხვა მტკიცებულებები, რომ აზერბაიჯანში სადიგოვი პოლიტიკური პატიმარი იყო და არ მისცა თავშესაფარი. ,,აფგან სადიგოვი ახლა იმყოფება გლდანში და ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. საჭმელს არ აძლევენ, ფანჯარა ჩამტვრეულია და დილით და ღამით ძალიან ცივა. ამის გამო ის ავად გახდა. გუშინ ადვოკატს შეხვდა და მისი მდგომარეობა დადასტურდა. საქართველომ მას თავშესაფარზე უარი უთხრა, რის მიზეზადაც დაასახელეს, რომ აზერბაიჯანში ყველაფერი კარგად არის და იქ პოლიტპატიმრები არ არიან. მათ მოგვცეს…

მეტი...

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ საკანონმდებლო პაკეტი ძირს გამოუთხრის ადამიანთა ფუნდამენტურ უფლებებს, გაზრდის დისკრიმინაციას” – ბორელი

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ საკანონმდებლო პაკეტი ძირს გამოუთხრის ადამიანთა ფუნდამენტურ უფლებებს, გაზრდის დისკრიმინაციას. „საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ, რომელიც ძირს გამოუთხრის ადამიანთა ფუნდამენტურ უფლებებს, გაზრდის დისკრიმინაციასა და სტიგმატიზაციას. მოვუწოდებ საქართველოს, გაიწვიოს ეს კანონმდებლობა, რომელსაც ქვეყანა კიდევ უფრო მეტად გადაჰყავს ევროკავშირში ინტეგრაციის გზიდან“, – წერს ჯოზეფ ბორელი.

მეტი...

,,მიდით ქართველებო! შეაჩერეთ ევროპიდან ეს უკუსვლა” – მაიკლ მაკფოლი

,,მიდით ქართველებო! შეაჩერეთ ევროპიდან ეს უკუსვლა. ნამდვილად გსურთ მომდევნო ბელარუსი გახდეთ? თქვენს პრორუს ლიდერებს ძალიან ცუდი მიმართულებით მიჰყავხართ”, – ამის შესახებ X-ზე რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი წერს. მაკფოლი ამ სტატუსით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ბორელმა საქართველოს ხელისუფლებას დისკრიმინაციული და ჰომოფობიური კანონის გაწვევისკენ მოუწოდა.

მეტი...

ბეირუთში, პეიჯერების აფეთქების შედეგად ირანის ელჩი დაშავდა

ბეირუთში, პეიჯერების აფეთქების შედეგად ირანის ელჩი მოჯთაბა ამანი დაშავდა. ირანული მედიის ცნობით, ელჩი მსუბუქად დაშავდა და ის ბეირუთის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ლიბანში, დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ასობით მებრძოლი დაშავდა მას შემდეგ, რაც პორტატული პეიჯერები უეცრად აუფეთქდათ. „ჰეზბოლას“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პეიჯერების აფეთქება იყო უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული დარღვევაა, რომელიც ჯგუფმა განიცადა ისრაელთან ომის თითქმის ერთი წლის განმავლობაში. ლიბანური მედია ამტკიცებს, რომ საკომუნიკაციო მოწყობილობები, სავარაუდოდ, ისრაელის მიერ დაჰაკვის შედეგად აფეთქდა.

მეტი...

სკოლების დირექტორობის მოვალეობის შემსრულებლები სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს – ,,საია”

,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. ,,საიამ” საბიუჯეტო დაწესებულებიდან და საჯარო სკოლებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების 4 ფაქტი გამოავლინა. გათავისუფლებულია სამი საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის და ხონის რაიონ სოფელ ნაბაშევიდან, რაც შეეხება მესამე გათავისუფლებულს – მას არ სურს ვინაობის გახმაურება. მეოთხე გათავისუფლებული ააიპიდანაა. ,,იდენტიფიცირებული 4 შემთხვევიდან 3 შეეხება საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებს, რომლებიც სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის საფუძველზე ან „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების გამო გაათავისუფლეს. კანონმდებლობის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე არჩევა ხდება შესაბამისი კონკურსის საფუძველზე, სპეციალურ კომისიასთან გასაუბრებით, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას სკოლის…

მეტი...

„ლეგენდების მატჩს ჩემთვის ორმაგი დატვირთვა აქვს – მიხარია, რომ ამ თამაშში მონაწილეობას მივიღებ და ასევე, ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს შევხვდები“ – კახა კალაძე

„მიმდინარეობს მოლაპარაკებები „ბაიერნთან“, „მადრიდის რეალთან“, ლივერპულთან“, რომ სამომავლოდ ამხანაგური თამაშები ჩავატაროთ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ისაუბრა, სადაც ქართველმა ფეხბურთელებმა „მილანთან“ მატჩის წინ, პირველი ვარჯიში ჩაატარეს. როგორც მან აღნიშნა, 21 სექტემბერს ქართველ გულშემატკივარს საკმაოდ საინტერესო თამაში ელოდება. „21 სექტემბრისთვის ვემზადებით – პირველი ვარჯიში ჩავატარეთ. ამის შემდეგ, 20 სექტემბერს უკვე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გვექნება შეკრება. 21-ში კი, ქართველი გულშემატკივარი ლეგენდარულ ფეხბურთელებს იხილავს. ესენი არიან ადამიანები, ვისაც წლების განმავლობაში გულშემატკივრობდნენ. ვიცი, რომ ბევრ ფანს ღამეები აქვს გათენებული საყვარელი ფეხბურთელების თამაშისთვის რომ ეყურებინა. ახლა კი, გვაქვს…

მეტი...

საქართველოს ეროვნული ბანკი სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც ამერიკამ პოლიციის ორი მაღალჩინოსანი და ,,ალტ-ინფოს” ორი ლიდერი დაასანქცირა. ბანკი აცხადებს, რომ ,,ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით”. განცხადებაში ასევე ნათქავმია, რომ საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა რეჟიმი ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი. ,,როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით, საქართველოში მოქმედი საფინანსო სექტორის წარმომადგენლები იცავენ საერთაშორისო სანქციათა მოთხოვნებს. ამასთან, „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის…

მეტი...

დედოფლისწყაროში 38 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

დედოფლისწყაროში, სოფელ ქვემო ქედში, ერთ-ერთი ადგილობრივის კუთვნილ ვენახში, 38 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილი მეგობრებთან ერთად, რთველში იმყოფებოდა და სახლში აღარ დაბრუნდა. ორდღიანი ძებნის შემდეგ კი, ახალგაზრდა კაცს საკუთარ ავტომობილში, იმავე ვენახში მიაგნეს, სადაც მეგობრებთან ერთად იყო. გამოძიება 115- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა გარდაცვალების რეალურ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

მეტი...

აფგან სადიგოვს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა. მისი ადვოკატის დიმიტრი ნოზაძის თქმით, მას შემდეგ, რაც ოფიციალური დოკუმენტი ჩაბარდება, მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა 3 აგვისტოს დააკავეს და მას შემდეგ გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. დაკავების ფაქტს მისი ცოლი და არასრულწლოვანი შვილები შეესწრნენ. ,,უფლებები საქართველოს” განცხადებით, სადიგოვმა მხოლოდ დაკავების შემდეგ გაიგო, რომ ძებნილია და მის წინააღმდეგ აზერბაიჯანში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გამოძიების ინფორმაციით, აფგან სადიგოვის დაკავება განხორციელდა აზერბაიჯანის მხარის მოთხოვნით. მას ბრალად ედება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის…

მეტი...

საქართველოს წყლებში ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, ინდოეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი დავაკავეთ – შსს

სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, ინდოეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი “NAV DURGA” დააკავეს. გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა 50 000 ლარი. ჯარიმის გადახდის შემდეგ, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა. ,,გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც ინდოეთის მოქალაქეა, სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყეს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე 1-ლი პრიმა მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის “თ” ქვეპუნქტით”, – წერს უწყება.

მეტი...

საქართველოს საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ, გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 1996 წ. დაბადებული მ.ხ. და 2006 წ. დაბადებული ჯ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ, გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს. ,,გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით ჯგუფურად, უკანონოდ, გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი”, – წერია უწყების განცხადებაში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა ქვეყანაში უკანონოდ მყოფი 5 უცხოელი დააკავა

მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის, ერაყის რესპუბლიკის, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის, თურქეთის რესპუბლიკის და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის, ჯამში 5 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ,,დადგინდა, რომ დაკავებული პირები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, ქვეყანაში იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. მათ არ ისარგებლეს გაძევების გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადებით, რაც ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებას გულისხმობს, რის შედეგადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების თაობაზე”, – წერია უწყების განცხადებაში. უწყების ცნობით, ამ დროისთვის დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი…

მეტი...

უშგულში კაფე-ბარი ,,ენგური” დაიწვა

ღამით, უშგულში კაფე-ბარი ,,ენგური” დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ლიკვიდირებულია, დაშავებული კი არავინაა. ,,მთის ამბები” ავრცელებს ინფორმაციას, რომ მეპატრონეებმა ვერაფრის გადარჩენა ვერ შეძლეს. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, უცნობია.

მეტი...

ცნობილია, როდის დაიწყება საქართველო-უკრაინის მატჩის ბილეთების გაყიდვა

უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის მესამე შეხვედრას საქართველოს ნაკრები უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართება. ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, საქართველოს გულშემატკივრისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 18 სექტემბერს, 12:00 საათზე TKT.GE-ს საშუალებით დაიწყება. „ბილეთის ფასი 32 ლარი (45 პოლონური ზლოტი) იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თითოეულმა მომხმარებელმა უნდა მიუთითოს პასპორტის ნომერი/პირადი ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია (მობილურის ნომერი და ელფოსტა). თქვენს მიერ განკუთვნილ ბილეთს მატჩის დაწყებამდე 3 დღით ადრე მითითებული ელფოსტის საშუალებით მიიღებთ“, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც ეროვნული ნაკრების Facebook-გვერდზე ვრცელდება.

მეტი...

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

საპატრიარქოში საქართველოს ეკლესიის სინოდალური კომისიის სხდომა გაიმართა. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. „კომისიის წევრებმა სხვა საკითხებთან ერთად, ასევე იმსჯელეს ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ ზინობ ჟვანიას ქმედებაზე. კერძოდ, საუბარი შეეხო 2023 წლის 25 სექტემბრით დათარიღებულ დეკანოზ ზინობ ჟვანიას ფეისბუქ სტატუსს, სადაც ის საუბრობს სენაკის მუნიციპალიტეტში შუშანიების სავანეზე. კომისიის წევრებმა დეკანოზ ზინობს განუმარტეს, რომ უმართებულოდ ხდება ადგილობრივი მღვდელმთავრის და, ზოგადად, საქართველოს ეკლესიის დადანაშაულება, თითქოსდა ვიღაცის კერძო საკუთრების მითვისებაში. აღნიშნული ქმედებისთვის, დეკანოზმა ზინობ ჟვანიამ კომისიის წევრების წინაშე შენდობა ითხოვა, რაც წერილობითაც დაადასტურა”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

,,ვერც ერთ მოსულ გულშემატკივარში ,,სიკვდილთან შეგუება” ვერ დავინახე, ბევრის უხმო კივილი მესმოდა” – მაკა შალიკაშვილი ზურა ბერიკაშვილზე

ზურა ბერიკაშვილის გარდაცვალებამ სევდა და გულისტკივილი მოუტანა ყველას. 55 წლის მსახიობი გუშინ საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. გივი ბერიკაშვილი მაკა შალიკაშვილის ნათლია იყო. მსახიობი ფეისბუქზე წერს: ,,დეკემბრიდან მოყოლებული უმძიმესი მდგომარეობა იყო აქამდე… მე კი იქ არც ერთ, ვიმეორებ, არც ერთ მოსულ გულშემატკივარში ,,შეგუება”, ,,სიკვდილთან შეგუება” ვერ ვიგრძენი და ვერ დავინახე. მე ადამიანების ქვითინი და ბევრი მათგანის უხმო კივილიც მესმოდა… ნათელში იყოს ზურას სული. უფროსი ბერიკაშვილების თაობის ჩემი მანანაღაა… ყველას სიყვარულს მასთან ვაერთიანებ აწი, ღმერთმა გააძლიეროს”, – წერს მსახიობი.

მეტი...

პროექტი_’’მადლობა თავდადებისთვის’’ ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობით განახლდა

17 ოქტომბერს, ჩვენს ქვეყანაში აღინიშნება ვეტერანის დღე. ეს დღე ეკუთვნის ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანს, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. ვეტერანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა და მათ მიმართ მადლიერების გამოხატვა იმ ფასდაუდებელი ღვაწლისთვის, რაც ქვეყნისთვის გაიღეს. განსაკუთრებით ღირებულია მომავალი თაობების ჩართულობა მათი ძალისხმევის აღიარებისთვის. ამ მიზნით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა, შეიმუშავა პროექტი_’’მადლობა თავდადებისთვის’’, რომელიც გასულ წელს გამოცხადდა და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა. პროექტი ითვალისწინებდა სტუდენტის მიერ ვიდეოსიუჟეტის მომზადებას მის მიერ არჩეულ ომის ვეტერანზე_ ვეტერანის მიერ განვლილ გზაზე,…

მეტი...

,,საქართველოს არჩევანი აქვს დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს, ევროკავშირსა და იზოლაციას შორის” – როთი

,,საქართველოს არჩევანი აქვს დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს, ევროკავშირსა და იზოლაციას შორის”, – წერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი X-ზე. ,,მომავალი არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი. საქართველოს აქვს არჩევანი დემოკრატიას ან ავტორიტარიზმს, ევროკავშირსა და იზოლაციას შორის. საერთაშორისო დამკვირვებლებს უნდა მიეცეთ შეუფერხებელი წვდომა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მონიტორინგს უწევენ არჩევნებს, უფლება აქვთ აკეთონ თავიანთი საქმე მთელი საქართველოს მასშტაბით. მმართველი პარტიას და მისი მედიის წარმომადგენლებს, რომელიც ცდილობს მათი კრიტიკოსების დისკრედიტაციას ცილისწამების კამპანიებით, არ აქვთ თავდაჯერებულობა. ,,ქართული ოცნება” იგივე ,,ქართული კოშმარი” არ ეყრდნობა არგუმენტების ძალას, არამედ სიცრუეს. ვინც ასე იქცევა, წააგებს.…

მეტი...

რუმინეთში უცნობმა მამაკაცმა პარლამენტს ცეცხლი წაუკიდა

რუმინეთში მამაკაცმა პარლამენტის შენობას ცეცხლი წაუკიდა, რის გამოც 300 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. გამოძიების მტკიცებით, ეჭვმიტანილმა ადვილად აალებადი სითხე საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელში დაასხა, რის შემდეგაც ცეცხლი წაუკიდა. სახანძრო სამსახურმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე შეძლო. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ეჭვმიტანილი ჯერჯერობით დაკავებული არ არის. როგორც რუმინეთის პოლიციაში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით ეძებენ მამაკაცს, რომლის ასაკი 60-65 წელია. დანაშაული 2-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მეტი...

ზაპოროჟიეს ოლქზე რუსების თავდასხმას სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 5

გასულ ღამეს ზაპოროჟიეს ოლქზე რუსების თავდასხმის შედეგად სულ მცირე 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 5 კი დაშავდა. ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი ივან ფედოროვი ავრცელებს. ფედოროვის ცნობით, ზაპოროჟიეს ოლქში აფეთქებები დაფიქსირდა, მოგვიანებით კი რუსეთი თავს დაესხა რეგიონის კომიშუვახას თემსაც. შედეგად დაზიანდა რამდენიმე სახლი და ინფრასტრუქტურა. ამ დროისთვის, სამაშველო ჯგუფები ნანგრევების ქვეშ ადამიანებს ეძებენ და ზარალს ითვლიან.

მეტი...

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი

როდის მოხერხდება რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული გიორგი როინიშვილის სამშობლოში გადმოსვენება უცნობია. თანამებრძოლები მისი ცხედრის გამოყვანას ფრონტის წინა ხაზიდან ამ დრომდე ვერ ახერხებენ. გიორგი როინიშვილი გუშინ კურსკის ოლქში მტერთან შეტაკებას ემსხვერპლა. ის სპეციალურ დანაყოფ ,,თბილისის” მეთაურის მოადგილე იყო და რუსეთის ტერიტორიაზე სპეცოპერაციას მეთაურობდა, რა დროსაც მისი ჯგუფი ოკუპანტების ჩასაფრებაში მოჰყვა, განადგურდა მტრის ცოცხალი ძალაც, მაგრამ პირდაპირ შეტაკებას გიორგი როინიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასევე, დაჭრილი და ჰოსპიტალიზებულია სამი ქართველი მებრძოლი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მეტი...

,,სანქციები ქართველების მიმართ ამერიკელების სოლიდარობის დემონსტრირებაა” – ჰელსინკის კომისია

,,სანქციები ქართველების მიმართ ამერიკელების სოლიდარობის დემონსტრირებაა”, – ამის შესახებ შეერთებული ამერიკის შტატების ჰელსინკის კომისიის განცხადებაშია საუბარი. ,,სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის გუშინ გამოცხადებული სანქციები ქართველების მიმართ ამერიკელების სოლიდარობის დემონსტრირებაა. საქართველოს მოსახლეობას უნდა შეეძლოს მშვიდობიანი შეკრების უფლების გამოყენება ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შიშის გარეშე. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც იცავს საკუთარ კანონებს და პატივს სცემს მათ თავისუფლებებს. ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

,,აშშ-ში, ზოგიერთი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა, რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს თავად იღებს” – მილერი კობახიძეს

,,ბევრს არ ვიტყვი ამის შესახებ. ამერიკაში, ზოგიერთი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა, რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს თავად იღებს და არავინ სხვა”, – ასე პასუხობს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი ჟურნალისტის შეკითხვას, რას ფიქრობს კობახიძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, აშშ სანქციების დაწესებით ,,კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა”.

მეტი...

იტალია კიევს სექტემბრის ბოლომდე მიაწვდის მეორე SAMP/T სარაკეტო თავდაცვის სისტემას

,,იტალია კიევს სექტემბრის ბოლომდე მიაწვდის მეორე SAMP/T სარაკეტო თავდაცვის სისტემას”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოებისადმი მიძღვნილ ევროპულ კონფერენციაზე. ,,ჩვენ ვიცით, რამდენი ღირს დაგვიანების ყოველი წუთი”, – თქვა მან. სისტემას შეუძლია ათეულობით სამიზნესთვის თვალყურის დევნება და 10 მათგანის ერთდროულად მოგერიება. ის ასევე არის ევროპული წარმოების ერთადერთი სისტემა, რომელსაც შეუძლია ბალისტიკური რაკეტების შეჩერება.

მეტი...

რუსეთის ქალაქ ტოროპეცზე დრონებით შეტევა იყო, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

ტვერის ოლქის ქალაქ ტოროპეცის ადმინისტრაციამ, სადაც საბრძოლო მასალის საწყობი იწვის და აფეთქება იყო დრონებით თავდასხმის შემდეგ, განაცხადა, რომ რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს მეზობელ ქალაქ დასავლეთ დვინაში. დვინაში სკოლები და საბავშვო ბაღები დაიხურა. ,,ძვირფასო ტოროპეცელებო. ქალაქში ნაწილობრივ ორგანიზებული ევაკუაცია მიმდინარეობს. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. რაიონის გამგეობა მოსახლეობას მოუწოდებს, საერთო უსაფრთხოების მიზნით, არ გამოაქვეყნონ კადრები უპილოტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილიდან!”, – ნათქვამია ტოროპეცის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის განცხადებაში. ადმინისტრაციაში ასევე იუწყებიან, რომ ტოროპეცში მცხოვრებთათვის სატელეფონო ცხელი ხაზი გაიხსნა. ტოროპეტში მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ სანდო ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.  

მეტი...