,,ვერც ერთ მოსულ გულშემატკივარში ,,სიკვდილთან შეგუება” ვერ დავინახე, ბევრის უხმო კივილი მესმოდა” – მაკა შალიკაშვილი ზურა ბერიკაშვილზე

ზურა ბერიკაშვილის გარდაცვალებამ სევდა და გულისტკივილი მოუტანა ყველას. 55 წლის მსახიობი გუშინ საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

გივი ბერიკაშვილი მაკა შალიკაშვილის ნათლია იყო. მსახიობი ფეისბუქზე წერს:

,,დეკემბრიდან მოყოლებული უმძიმესი მდგომარეობა იყო აქამდე… მე კი იქ არც ერთ, ვიმეორებ, არც ერთ მოსულ გულშემატკივარში ,,შეგუება”, ,,სიკვდილთან შეგუება” ვერ ვიგრძენი და ვერ დავინახე.

მე ადამიანების ქვითინი და ბევრი მათგანის უხმო კივილიც მესმოდა…

ნათელში იყოს ზურას სული.

უფროსი ბერიკაშვილების თაობის ჩემი მანანაღაა… ყველას სიყვარულს მასთან ვაერთიანებ აწი, ღმერთმა გააძლიეროს”, – წერს მსახიობი.

მსგავსი თემები