პორტუგალიაში, აზამბუჯას სკოლაში 12 წლის მოზარდი შეიარაღებული შეიჭრა და 6 ადამიანი დაჭრა. მათ შორის, 5 სკოლის მოსწავლე და ერთი მასწავლებელია. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
თვითმხილველების განცხადებით, მოზარდი სკოლის შენობაში შესვლისთანავე აგრესიული იყო და ყველა შემხვედრს თავს ესხმოდა.
პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 11-დან 14 წლამდე ასაკის მოზარდები დაშავდნენ, ასევე დაშავებულია სკოლის მასწავლებელი. თავდამსხმელი დაკავებულია.