იტალია კიევს სექტემბრის ბოლომდე მიაწვდის მეორე SAMP/T სარაკეტო თავდაცვის სისტემას

,,იტალია კიევს სექტემბრის ბოლომდე მიაწვდის მეორე SAMP/T სარაკეტო თავდაცვის სისტემას”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოებისადმი მიძღვნილ ევროპულ კონფერენციაზე.

,,ჩვენ ვიცით, რამდენი ღირს დაგვიანების ყოველი წუთი”, – თქვა მან.

სისტემას შეუძლია ათეულობით სამიზნესთვის თვალყურის დევნება და 10 მათგანის ერთდროულად მოგერიება. ის ასევე არის ევროპული წარმოების ერთადერთი სისტემა, რომელსაც შეუძლია ბალისტიკური რაკეტების შეჩერება.

მსგავსი თემები