რუსეთის მიერ კონსტანტინოვკაზე თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

რუსმა სამხედროებმა საარტილერიო იერიში ქალაქ კონსტანტინოვკაზე. თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვადიმ ფილაშკინის ცნობით, გარდაცვლილთაგან ყველაზე პატარა 24 წლის ბიჭია. მისივე ცნობით, იერიშის შედეგად განადგურებულია ელექტროგადამცემების სამი ხაზი, აფთიაქი, 6 ავტომობილი, მაღაზია, ადმინისტრაციული შენობა და მრავალსართულიანი სახლი. “რუსებმა საარტილერიო იერიში მიიტანეს ქალაქზე, მოკლეს სამი მამაკაცი. სამმა ადამიანმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, მათ გაეწიათ საჭირო სამედიცინო დახმარება.. არ დააყენოთ თავი საფრთხის ქვეშ, მოახდინეთ დროული ევაკუაცია“- განაცხადა ვადიმ ფილაშკინმა.

მეტი...

ზუგდიდში საცხოვრებელი კორპისიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსის მეცხრე სართულიდან მუშა ჩამოვარდა. ის დაიღუპა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი შენობის მოსაპირკეთებელ სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და გადმოვარდა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები. გავრცელებული, ინფორმაციით გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

მეტი...

შსს-ს თანამშრომლებმა უკრაინის ორი მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს

უკრაინის ორი მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული ი.ჰ. და ამავე წელს დაბადებული ლ.ი. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ი.ჰ.-მ თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბინაში ქურდობის მიზნით უკანონოდ შეაღწია, სადაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ნივთებს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლ.ი.-მ თბილისში ერთ-ერთ სახლში ქურდობის მცდელობის მიზნით შეაღწია, თუმცა განზრახვა ვერ განახორციელა. მან შემდეგ სხვა მოქალაქის კუთვნილი ავტომობილი გაქურდა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ ბრალდებულის სახით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა. სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ნაქურდალი ნივთები“-ნათქვამია განცხადებაში.…

მეტი...

პარალიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი ლადო ჭინჭარაული სამშობლოში დაბრუნდა

პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან საქართველოში დაბრუნდა ქართველი პარამსროლელი, ვერცხლის მედლის მფლობელი ლადო ჭინჭარაული. მან R9 კატეგორიაში შაშხანის 50 მეტრზე სროლის ფინალში იასპარეზა, 248,2 ქულა დააგროვა და პარალიმპიადის ვიცე-ჩემპიონი გახდა. სპორტსმენებს ელოდნენ გულშემატკივრები და ახლობლები. ლადო ჭინჭარაულმა პარალიმპიადაზე მეორედ იასპარეზა.

მეტი...

კუს ტბაზე კაცი დაჭრეს

კუს ტბაზე კაცი დაჭრეს. სისხლიანი დაპირისპირება გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს, სავარაუდოდ ცივი იარაღით გაუსწორდნენ. მას დაზიანება გულის არეში აქვს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

„ჩვენი გუნდი ძალიან მოტივირებულია“- ვილი სანიოლი

ერთა ლიგაზე პირველი ტურის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მოლოდინებსა და ნაკრების სამზადისზე ისაუბრა. “ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ეს შეკრება მოთამაშეებისთვის იყო ძალიან კარგი. როდესაც ასეთ წარმატებას აღწევ, მადა გეხსნება და მეტის მიღწევა გსურს. ვფიქრობ, ჩვენი გუნდი ამ მხრივ ძალიან მოტივირებულია და რაც ჩვენ ზაფხულში გავაკეთეთ, ეს გამონაკლისი არ უნდა იყოს. უნდა გავაგრძელოთ წარმატების მიღწევა. რთულია სამომავლო გეგმებზე საუბარი. მოთამაშეებმა იციან, რომ მე მათგან იგივე შრომას და პროფესიონალიზმს მოვითხოვ, რაც მათ ბოლოს გამოავლინეს” – აღნიშნა ვილი სანიოლმა. დღეს, 7 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს…

მეტი...

ქართველი პარასპორტსმენი მეოთხედფინალში გავიდა

პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე პარაძიუდოისტმა ლაშა ყიზილაშვილმა ​(90 კგ – J2) პირველი გამარჯვება მოიპოვა.  ქართველმა პარასპორტსმენმა ყაზახ შმაგულულის იპონით მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა. მისი მეტოქე ფრანგი პარაძიუდოისტი იქნება. დღეს პარალიმპიადზე გამომსვლელი მეორე ქართველი რევაზ ჩიკოიძე ​(+90 კგ – J2) ტურნირზე ასპრეზობას რამდენიმე წუთში დაიწყებს. შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე შვიდი მედალია.

მეტი...

თურქეთში 5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, კაჰრამანმარაშის რეგიონში 5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა კაჰრამანმარაშის პროვინციაში, პაზარჯიკის რაიონში, ადგილობრივი დროით 09:31 საათზე მოხდა. დაშავებულების შესახებ ამ დრომდე ინფორმაცია არ გავრცელებულა. ინფორმაციას ქვეყნის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. შეგახსენებთ, 2023 წლის 6 თებერვალს კაჰრამანმარაშის რეგიონში 7.7 და 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა.

მეტი...

“დავით კეზერაშვილი კიდევ ერთხელ, დადასტურებულად ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს”- არჩილ გორდულაძე

“გამოძიებამ, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მიმდინარეობს, გამოავლინა, რომ დავით კეზერაშვილი კიდევ ერთხელ, დადასტურებულად ძარცვავს პირდაპირი მნიშვნელობით ევროპელ პენსიონერებს” – ასე გამოეხმაურა ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმის გამოძიებას საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, არჩილ გორდულაძე. როგორც ის განმარტავს, უცხოეთიდან შემოსული თანხები წინასაარჩევნო კამპანიას არ უნდა ხმარდებოდეს. „ეს ნაძარცვი ფული ჩვენ კარგად ვიცით და საზოგადოებაც საქმის კურსშია, რას ხმარდება და რა ქმედებები ფინანსდება. პირდაპირი მნიშვნელობით, ყველა ის ძალადობრივი ქმედება, რომლითაც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მათი მედია არის ხოლმე წარმოდგენილი, სწორედ ამ ფულით ფინანსდება. ამავდროულად, ეს ორგანიზაციები ფინანსდებიან იმ თანხებით, რომელიც…

მეტი...

“დღე-ღამის განმავლობაში რუსი ოკუპანტების დანაკარგმა 1270 ადამიანი შეადგინა”- უკრაინის შეიარაღებული ძალები

 უკრაინაში დღე-ღამის განმავლობაში რუსი ოკუპანტების დანაკარგმა 1270 ადამიანი შეადგინა. ინფორმაციას,ს გენერალური შტაბის ავრცელებს. ამავე ცნობით, ლიკვიდირებული რუსი ოკუპანტების საერთო რაოდენობა 623 990-ს შეადგენს.  „დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს ერთი ტანკის, 29 საარტილერიო სისტემის, ერთი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემისა და 52 დრონის განადგურება. ამ დროისთვის უკრაინის ტერიტორიაზე განადგურებულია მოწინააღმდეგის 8632 ტანკი, 16 878 – საბრძოლო ჯავშანმანქანა, 17 774 – საარტილერიო სისტემა, 1 178 – ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 942 – ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, 368 – თვითმფრინავი, 14 784 – უპილოტო საფრენი აპარატი, 2 588 – ფრთოსანი რაკეტა, 28 – გემი, 24 171 –…

მეტი...

უკრაინამ რუსეთის მიერ გაშვებული 67 დრონიდან 58 ჩამოაგდო

უკრაინის საჰაერო ძალებმა ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 67 დრონიდან 58-ის ჩამოგდება შეძლეს. ინფორმაციას საჰაერო ძალების პრესსამსახური ავრცელებს. უკრაინული მხარის ცნობით, მოწინააღმდეგემ „შაჰედის“ ტიპის დრონები კურსკიდან და იეისკიდან, ასევე ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვა. 58 ჩამოგდებული საფრენი აპარატის გარდა, ექვსი დრონი უკრაინის ძალების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრციდან გავიდა რუსეთის, ბელარუსისა და ოკუპირებული ლუგანსკის მიმართულებით, ხოლო სამი დრონის ფრენის მიმართულება უკრაინის ძალებმა დაკარგეს.

მეტი...

მოსკოვის ოლქში მასშტაბური ხანძარია

მოსკოვის ოლქში დეპო იწვის. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ცეეცხლი ზელენოგრადის მახლობლად გაჩნდა. როგორც ტელეგრამ არხებზე წერენ, ხანძრის გავრცელების მასშტაბი იმდენად დიდია, რომ მისი დანახვა მეზობელი დასახლებული პუნქტებიდანაც შესაძლებელია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და არც მსხვერპლის შესახებ გავრცელებულა ცნობები.

მეტი...

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებულ ექვს ადამიანს პატიმრობა შეეფარდა

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებულ ექვს ადამიანს, მათ შორის უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს დაუსწრებლად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ გვაინ ღამით გამოაცხადა. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წინასასამართლო სხდომა 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება. საქართველოს პროკურატურამ შპს „მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლცენტრის საქმის გახსნის შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. უწყების ცნობით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის, სლოვენიისა და სლოვაკეთის მოქალაქეების კუთვნილ, დაახლოებით 3 170 000 ევროს. ამასთან, პროკურატურაში აცხადებენ, რომ ქოლცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში,…

მეტი...

ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური იარაღის შესაძლო გადაცემის ფაქტი აშშ-ში დაგმეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური იარაღის შესაძლო გადაცემის ფაქტი დაგმეს. „ჩვენ ვაფრთხილებდით რუსეთსა და ირანს შორის პარტნიორობის გაღრმავების შესახებ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღიდან და შეშფოთებულები ვართ ამ განცხადებებით. ირანის ბალისტიკური რაკეტების ნებისმიერი გადაცემა რუსეთისთვის ნიშნავს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის მკვეთრ ესკალაციას მოსკოვის მხრიდან” – განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა შონ სავეტიმ. გარდა ამისა, როგორც გაეროში ირანის წარმომადგენლობამ განაცხადა, უკრაინის ომთან მიმართებით ოფიციალური თეირანის პოზიცია არ შეცვლილა. „ირანი არაჰუმანურად მიიჩნევს მხარეებისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, რაც იწვევს ადამიანური მსხვერპლის ზრდას, ინფრასტრუქტურის განადგურებას და ცეცხლის შეწყვეტის…

მეტი...

დონალდ ტრამპის საქმეზე განაჩენი საპრეზიდენტო არჩევნების შემდგეგ გამოცხადდება

ნიუ იორკის მოსამართლემ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის განაჩენის გამოცხადების თარიღი საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის გადადო. ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე, პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ 2016 წელს გადახდილი თანხის, 130 000 დოლარის იურიდიულ ხარჯებში გაწერის გამო დამნაშავედ 30 მაისს ცნეს. სასჯელის ფორმა მისთვის 18 სექტემბერს უნდა განესაზღვრათ. ახალი გადაწყვეტილებით კი, ის ცნობილი მხოლოდ 26 ნოემბერს გახდება.

მეტი...

ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ქართველი პრიზიორები მოპოვებულ მედლებს გულშემატკივარს წარუდგენენ

პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ქართველი პრიზიორები მოპოვებულ მედლებს  გულშემატკივარს წარუდგენენ. ქართველ სპორტსმენებთან შეხვედრის შესაძლებლობა ფეხბურთის ქომაგებს დღეს, 19:45 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ექნებათ, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩს ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს. პარიზის ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია. შესაბამისად, საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა დაიკავა ისტორიაში ყველაზე მაღალი, 24-ე ადგილი გუნდურ ჩათვლაში. რაც შეეხებათ ქართველ პარალიმპიელებს, მათ ანგარიშზე ხუთ სახეობაში ასპარეზობის შედეგად, ამ ეტაპზე 7 მედალია.

მეტი...

დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება

დღეს, 7 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება და უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრას გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე გაიმართება. გარდა ამისა, რესპუბლიკის მოედანზე მოეწყობა შესაბამისი სივრცე, სადაც დიდ ეკრანზე მატჩის ყურება იქნება შესაძლებელი.    

მეტი...

ღაზის სექტორში ისრაელის შეიარაღებული ძალების ავიადარტყმებს 27 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორში ისრაელის შეიარაღებული ძალების ავიადარტყმებს, სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, ორი ქალი და ორი ბავშვი ნუსეირათის ბანაკთან დაიღუპა, რვა ადამიანი – ქალაქ ღაზაში, დანარჩენები კი – ანკლავის სხვადასხვა ლოკაციაზე განხორციელებული დარტყმებისას. გარდა ამისა, სახმელეთო ძალებს „ჰამასის“ მებრძოლებთან შეტაკებები აქვთ ზეითუნის დასახლებასთან.  

მეტი...

ირანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები გადასცა

„უოლ სტრიტ ჯორნალის“ ინფორმაციით, ირანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები გადასცა. საუბარია მცირე რადიუსზე მოქმედ რაკეტებზე, რომლის გამოყენებასაც მოსკოვის უკრაინის წინააღმდეგ ომში შეძლებს. თუმცა რაკეტების მოდელისა და რაოდენობის შესახებ დეტალები უცნობია. ოფიციალურად ირანი რუსეთის დახმარებას უარყოფს. თეირანის თქმით, ირანმა რუსეთს უკრაინაში ომის დაწყებამდე მხოლოდ „კამიკაძე“ დრონების მცირე პატია გაუგზავნა.    

მეტი...

„უკრაინის ნორმალურად აღდგენის პირობა გაყინული კონფლიქტის გარეშე უკრაინის ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობაა”- ზელენსკი

„უკრაინის ნორმალურად აღდგენის პირობა გაყინული კონფლიქტის გარეშე უკრაინის ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობაა“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიაში გამართულ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე – “ამბროზეტი” განაცხადა. ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა უნდა იყოს ევროკავშირის, ევროპის ოჯახის, ასევე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, უსაფრთხოების კავშირის, ნატო-ს ალიანსის ნაწილი. “რას გვაძლევს ეს? ეს შეუძლებელს ხდის რუსეთის ან ვინმეს აგრესიის დაბრუნებას”- განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

“როდესაც კობახიძე ამბობს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც პრეზიდენტი არ ჰყავს, ის აბსოლუტურად მართალია”- კანდელაკი

„როდესაც პრემიერ-მინისტრი კობახიძე ამბობს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც პრეზიდენტი არ ჰყავს, ის აბსოლუტურად მართალია. ნამდვილი პრეზიდენტი ყოველთვის იბრძვის თავისი ხალხის ინტერესებისთვის და არა იმისთვის, რომ მოეწონოს უცხოელ კურატორებს ვაშინგტონიდან“- წერს რუსი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი თინა კანდელაკი სოცილაურ ქსელში. კანდელაკი ამბობს, რომ ზელენსკი და სააკაშვილი, არიან „კლოუნი“ პრეზიოდენტები, რომლებიც ქვეყანას სიბნელეში აგდებენ.  „დიდი ხნის წინ დავადგინე, რომ არსებობს საპრეზიდენტო პოლიტიკოსების 3 მთავარი არქეტიპი. არიან ტრიბუნების პრეზიდენტები, რომლებიც უბრალო გარეგნობით გავლენას ახდენენ მასებზე, არიან კლოუნი პრეზიდენტები, როგორებიც არიან ზელენსკი და სააკაშვილი, რომლებიც ქვეყანას სიბნელეში აგდებენ და ბოლოს, არიან ნიჭიერი პრეზიდენტი-ადმინისტრატორები (და…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 02:30 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 4.1 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა. ეპიცენტრი ქალაქ დმანისთან, თბილისიდან 49 კილომეტრის დაშორებით იყო.

მეტი...