პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე პარაძიუდოისტმა ლაშა ყიზილაშვილმა (90 კგ – J2) პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა პარასპორტსმენმა ყაზახ შმაგულულის იპონით მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა. მისი მეტოქე ფრანგი პარაძიუდოისტი იქნება.
დღეს პარალიმპიადზე გამომსვლელი მეორე ქართველი რევაზ ჩიკოიძე (+90 კგ – J2) ტურნირზე ასპრეზობას რამდენიმე წუთში დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე შვიდი მედალია.