“როდესაც კობახიძე ამბობს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც პრეზიდენტი არ ჰყავს, ის აბსოლუტურად მართალია”- კანდელაკი

„როდესაც პრემიერ-მინისტრი კობახიძე ამბობს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც პრეზიდენტი არ ჰყავს, ის აბსოლუტურად მართალია. ნამდვილი პრეზიდენტი ყოველთვის იბრძვის თავისი ხალხის ინტერესებისთვის და არა იმისთვის, რომ მოეწონოს უცხოელ კურატორებს ვაშინგტონიდან“- წერს რუსი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი თინა კანდელაკი სოცილაურ ქსელში.

კანდელაკი ამბობს, რომ ზელენსკი და სააკაშვილი, არიან „კლოუნი“ პრეზიოდენტები, რომლებიც ქვეყანას სიბნელეში აგდებენ.

 „დიდი ხნის წინ დავადგინე, რომ არსებობს საპრეზიდენტო პოლიტიკოსების 3 მთავარი არქეტიპი. არიან ტრიბუნების პრეზიდენტები, რომლებიც უბრალო გარეგნობით გავლენას ახდენენ მასებზე, არიან კლოუნი პრეზიდენტები, როგორებიც არიან ზელენსკი და სააკაშვილი, რომლებიც ქვეყანას სიბნელეში აგდებენ და ბოლოს, არიან ნიჭიერი პრეზიდენტი-ადმინისტრატორები (და მათი სახელები ყველამ ვიცით). მაგრამ გამონაკლისებიც არსებობს, მეგობრებო. თუ კონსერვატორი და პატრიოტი ხარ, ეს შესანიშნავია, თუ ლიბერალი და პატრიოტი ხარ, ეს ასევე შესანიშნავია. მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, თუ ხარ სამშობლოს და ხალხის რიგითი მოღალატე.

ამიტომ, როდესაც პრემიერ-მინისტრი კობახიძე ამბობს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც პრეზიდენტი არ ჰყავს, ის აბსოლუტურად მართალია. ნამდვილი პრეზიდენტი ყოველთვის იბრძვის თავისი ხალხის ინტერესებისთვის და არა იმისთვის, რომ მოეწონოს უცხოელ კურატორებს ვაშინგტონიდან. საქართველოს პრეზიდენტი, ქართველ ხალხთან მაინც რომ ჰქონოდა ურთიერთობა, არასოდეს შეეცდებოდა ქრისტიანული ფასეულობების წართმევას, დემოკრატიული ღირებულებების დამახინჯებული იდეის სანაცვლოდ.

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირმა მთლიანად შეაჩერა საქართველოს გაწევრიანების პროცესი, სადღაც ვაშინგტონში ტელეფონმა რეკვა დაიწყო. ეს ზურაბიშვილი ცდილობს გაიგოს, რა უნდა გააკეთოს შემდეგ და რატომ არ აძლევენ მეტ ფულს” – წერს კანდელაკი.

 

მსგავსი თემები