დონალდ ტრამპის საქმეზე განაჩენი საპრეზიდენტო არჩევნების შემდგეგ გამოცხადდება

ნიუ იორკის მოსამართლემ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის განაჩენის გამოცხადების თარიღი საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის გადადო.

ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე, პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ 2016 წელს გადახდილი თანხის, 130 000 დოლარის იურიდიულ ხარჯებში გაწერის გამო დამნაშავედ 30 მაისს ცნეს.

სასჯელის ფორმა მისთვის 18 სექტემბერს უნდა განესაზღვრათ. ახალი გადაწყვეტილებით კი, ის ცნობილი მხოლოდ 26 ნოემბერს გახდება.

მსგავსი თემები