„ჩვენი გუნდი ძალიან მოტივირებულია“- ვილი სანიოლი

ერთა ლიგაზე პირველი ტურის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მოლოდინებსა და ნაკრების სამზადისზე ისაუბრა.

“ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ეს შეკრება მოთამაშეებისთვის იყო ძალიან კარგი. როდესაც ასეთ წარმატებას აღწევ, მადა გეხსნება და მეტის მიღწევა გსურს. ვფიქრობ, ჩვენი გუნდი ამ მხრივ ძალიან მოტივირებულია და რაც ჩვენ ზაფხულში გავაკეთეთ, ეს გამონაკლისი არ უნდა იყოს. უნდა გავაგრძელოთ წარმატების მიღწევა. რთულია სამომავლო გეგმებზე საუბარი. მოთამაშეებმა იციან, რომ მე მათგან იგივე შრომას და პროფესიონალიზმს მოვითხოვ, რაც მათ ბოლოს გამოავლინეს” – აღნიშნა ვილი სანიოლმა.

დღეს, 7 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

 

მსგავსი თემები