ზუგდიდში საცხოვრებელი კორპისიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსის მეცხრე სართულიდან მუშა ჩამოვარდა. ის დაიღუპა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი შენობის მოსაპირკეთებელ სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და გადმოვარდა.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები. გავრცელებული, ინფორმაციით გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

მსგავსი თემები