ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური იარაღის შესაძლო გადაცემის ფაქტი აშშ-ში დაგმეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური იარაღის შესაძლო გადაცემის ფაქტი დაგმეს.

„ჩვენ ვაფრთხილებდით რუსეთსა და ირანს შორის პარტნიორობის გაღრმავების შესახებ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღიდან და შეშფოთებულები ვართ ამ განცხადებებით. ირანის ბალისტიკური რაკეტების ნებისმიერი გადაცემა რუსეთისთვის ნიშნავს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის მკვეთრ ესკალაციას მოსკოვის მხრიდან” – განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა შონ სავეტიმ.

გარდა ამისა, როგორც გაეროში ირანის წარმომადგენლობამ განაცხადა, უკრაინის ომთან მიმართებით ოფიციალური თეირანის პოზიცია არ შეცვლილა.

„ირანი არაჰუმანურად მიიჩნევს მხარეებისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, რაც იწვევს ადამიანური მსხვერპლის ზრდას, ინფრასტრუქტურის განადგურებას და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებიდან დაშორებას. შესაბამისად, ირანი არა მხოლოდ თავად იკავებს თავს მსგავსი ქმედებისგან, არამედ მოუწოდებს სხვა ქვეყნებს შეწყვიტონ კონფლიქტში მონაწილე მხარეებისთვის იარაღის მიწოდება“- ნათქვამია წარმომადგენლობის განცხადებაში.

მსგავსი თემები