ღაზის სექტორში ისრაელის შეიარაღებული ძალების ავიადარტყმებს, სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა.
ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, ორი ქალი და ორი ბავშვი ნუსეირათის ბანაკთან დაიღუპა, რვა ადამიანი – ქალაქ ღაზაში, დანარჩენები კი – ანკლავის სხვადასხვა ლოკაციაზე განხორციელებული დარტყმებისას.
გარდა ამისა, სახმელეთო ძალებს „ჰამასის“ მებრძოლებთან შეტაკებები აქვთ ზეითუნის დასახლებასთან.