აშშ-ის ერთ-ერთ სკოლაში სროლა იყო – არის მსხვერპლი

აშშ-ში, ჯორჯიის შტატში, სკოლაში სროლის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანია დაღუპული. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს და წერს, რომ ამ დროის მონაცემებით, დაჭრილია 30-მდე ადამიანი. როგორც ცნობილია, ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია, თუმცა, მისი ვინაობა და თავდასხმის მოტივი უცნობია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

აშშ-მა რუსი პროპაგანდისტები დაასანქცირა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსი პროპაგანდისტები დაასანქცირა, რომლებიც, მათი თქმით, აშშ-ის სარეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ამერიკაში საზოგადოებრივ აზრზე მოქმედებდნენ. გენერალური პროკურორის, მერიკ გარლანდის ცნობით, სანქცირებულთა შორის არიან RT-ს მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი, ასევე მისი მოადგილეები ელიზავეტა ბროდსკა და ანტონ ანისიმოვი, ინგლისურენოვანი მაუწყებლობის დირექტორის მოადგილე, ანდრეი კიაშკო, ციფრული მედიის პროექტების ხელმძღვანელი კოსტიანტინ კალაშნიკოვი და მისი ხელქვეითი ოლენა აფანასიევა. აშშ-ში ამბობენ, რომ ტელევიზიის თანამშრომლებმა და მენეჯმენტმა დაიქირავეს ხალხი და აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების წინ ცრუ პროპაგანდით ცდილობდნენ მოსახლეობის აზრის შეცვლას და გავლენების მოპოვებას.

მეტი...

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობას ტოვებს

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ თავად ტობიას ბილსტრომმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი გადაწყვეტილების შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უკვე ინფორმირებულია. ტობიას ბილსტრომი აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა და მასზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფიქრობდა. „ბოლო 25 წლის განმავლობაში პოლიტიკაში ბევრი სხვადასხვა როლი ვითამაშე, მათ შორის, 10 წელი მინისტრის პოსტზე“, – აღნიშნა ბილსტრომმა და თანამდებობაზე ყოფნისას მიღწევებს შორის შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება დაასახელა. შვედმა მინისტრმა განმარტა, რომ გეგმავს პოლიტიკიდან სრულად წასვლას, ამიტომ დეპუტატის მანდატსაც დატოვებს. „რას გავაკეთებ შემდეგ, ეს ჯერჯერობით ღია საკითხია. მაგრამ მხოლოდ 50 წლის ვარ და მოუთმენლად…

მეტი...

,,დააკავონ კრიმინალი პუტინი და მიიყვანონ ჰააგაში” – ევროპარლამენტარი პუტინის მონღოლეთში ვიზიტზე

,,მონღოლეთს აქვს ისტორიული შესაძლებლობა გახდეს საერთაშორისო სამართლის გარანტი, დააკავოს კრიმინალი პუტინი და მიიყვანოს ის ჰააგაში”, – ამ განცხადებით ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ურმას პაეტი პუტინის მონღოლეთში ვიზიტს ეხმაურება. პაეტი განმარტავს, რომ აუცილებელია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოთხოვნა შესრულდეს. მისი აზრით, თუ მონღოლეთი არ შეასრულებს ვალდებულებებს, ევროკავშირმა უნდა გაუგზავნოს ამ ქვეყანას მკაფიო სიგნალი დიპლომატიური და ეკონომიკური ზომების სახით. შეგახსენებთ, რომ პუტინის ორდღიანი ვიზიტი მონღოლეთში, რომელიც რომის სტატუტის ხელმომწერი ქვეყანაა, გუშინ დაიწყო, თუმცა მონღოლეთმა ის არ დააკავა. ხელისუფლების წარმომადგენელმა მედიას განუცხადა, რომ მიზეზი მონღოლეთის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებაა. ცნობისთვის, ჰააგის საერთაშორისო სისხლის…

მეტი...

რადამ ირინა ვერეშჩუკის ვიცე-პრემიერობიდან გადადგომას მხარი არ დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან ოლგა სტეფანიშინას გადადგომას მხარი დაუჭირა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, 5 სექტემბერს უწყება იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანდება და მას ისევ სტეფანიშინა უხელმძღვანელებს. რადამ მხარი დაუჭირა უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის, ალექსანდრ კამიშინის გადადგომასაც, ხოლო ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკის გადადგომის შესახებ განცხადება, არ დააკმაყოფილა. თანამდებობიდან გათავისუფლდნენ უკრაინის იუსტიციის მინისტრი, დენის მალიუსკა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, რუსლან სტრელესი. დღესვე ცნობილი გახდა, რომ თანამდებობას ტოვებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება. თუმცა რადას დღეს მისი საკითხი არ განუხილავს. როგორც პრეზიდენტი ზელენსკი მინისტრთა კაბინეტში მიმდინარე…

მეტი...

ლუკაშენკომ აქციებზე დაკავებული კიდევ 30 პოლიტპატიმარი შეიწყალა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ აქციებზე დაკავებული კიდევ 30 პოლიტპატიმარი შეიწყალა. მისი დღეს გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, შეწყალებულთა შორის 7 ქალი და 23 კაცია და მათ უმეტესობას არასრულწლოვანი ან მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. განკარგულებაში ნათქვამია, რომ შეწყალების მისაღებად მათ სავალდებულო პირობები შეასრულეს: წარადგინეს შეწყალების შუამდგომლობა, აღიარეს და გულწრფელად მოინანიეს დანაშაული და კანონიერი ცხოვრების წესით ცხოვრების პირობა დადეს. მანამდე, ლუკაშენკომ 30 პოლიტპატიმარი 16 აგვისტოსაც შეიწყალა.

მეტი...

21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა პენიტენციურის თანამშრომელი სცემა – პროკურორი

21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ოთარ ცინდელიანმა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი სცემა. ამის შესახებ საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა. ვეფხვაძის განმარტებით, ცინდელიანი თავს დაესხა სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსის მოადგილეს. ცნობისთვის, ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. ქეთი ჯავახიშვილს სხეულის თითქმის ყველა ორგანოზე 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო. მკვლელობის ბრალდებით ოთარ ცინდელიანი დააკავეს. ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან…

მეტი...

ირაკლი ეძგვერაძის დაკავება – შსს განცხადებას ავრცელებს

საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძის დაკავებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს: ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან. ირაკლი ეძგვერაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად”, – წერს შსს.

მეტი...

გლდანში, ენმ-ის წევრ ირაკლი ეძგვერაძის სახლთან პოლიციის მობილიზებაა

ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძის სახლთან. მანამდე ენმ-ის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ,,ივანიშვილის მილიციამ მძევლად აიყვანა ირაკლი ეძგვერაძე”. ამ დროისთვის სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.  

მეტი...

,,საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია, მოგიწოდებთ გადახედეთ პაკეტს” – EU ჰომოფობიურ ცვლილებებზე

ევროკავშირის გმობს პარლამენტის მიერ დღეს, 4 სექტემბერს, ჰომოფობიური საკანონმდებლო ცვლილებების მეორე მოსმენით ნაჩქარევად მიღებას. განცხადება ამ თემაზე უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერმა, პიტერ სტანომ გააკეთა. ,,ევროკავშირი გმობს “ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით ნაჩქარევად მიღებას. ეს პაკეტი ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და მოსახლეობის ნაწილის სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის გაძლიერების საფრთხეს ქმნის. ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი კანონმდებლობა სათანადო საჯარო კონსულტაციებისა და ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საფუძვლიანი ანალიზის გარეშე იქნა მიღებული. ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა და დაცვა ევროკავშირის გაფართოების პროცესის საფუძველშია, რასაც შეფასება…

მეტი...

საქართველოს პრეზიდენტს ესტონეთის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარგე მარდისალუ-კახარმა რწმუნებათა სიგელები გადასცა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს და წერს, რომ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

მეტი...

,,თბილისი-ფოთის მატარებელი გაფუჭდა, მგზავრები გორში ჩამოგვსვეს” – მოქალაქე

,,თბილისი ფოთის მატარებელი გაფუჭდა მგზავრები გორში ჩამოგვსვეს და ეხლა რაღაც თეატრშიც მივყავართ მგონი. მიდიოდა მატარებელი 2″, – ინფორმაციას სოციალურ ქსელში მოქალაქეები ავრცელებენ. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

მეტი...

ინგლისის არხში მიგრანტების ნავის გადაბრუნების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთის სანაპიროსთან, ინგლისის არხში მიგრანტების ნავის გადაბრუნების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ დაღუპულებს შორის 6 ბავშვი და ერთი ორსული ქალია. საფრანგეთის სანაპირო დაცვა იტყობინება, რომ 50-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს, მათგან ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ნავი გადატვირთული იყო, ბორტზე კი სამაშველო ჟილეტი რვაზე ნაკლებ ადამიანს ეცვა.

მეტი...

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან მგალობლიშვილს წარადგენს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე მთავრობის ახალი თავმჯდომარის კანდიდატურა განიხილეს. პრეზიდიუმმა ხმათა უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან მგალობლიშვილის კანდიდატურის წარდგენის შესახებ. კანონმდებლობის მიხედვით პრეზიდიუმის გადაწყვეტილება საქართველოს ცენტრალურ მთავრობას უკვე ეცნობა.

მეტი...

კახეთში მევენახეებმა ყურძნის ფასი კვლავ გააპროტესტეს

კახეთში მევენახეები ყურძნის ფასს კვლავ აპროტესტებენ. ფერმერების ნაწილმა დღეს აქცია სოფელ ჭიკაანში გამართა და ფასის ზრდა მოითხოვა. მათი თქმით, ისინი ამბობენ, რომ შხამქიმიკატების, საწვავის და მუშახელთან დაკავშირებული ხარჯები გასულ წელთან შედარებით გაზრდილია. აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე სცადეს ყვარელი – ახალსოფლის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გადაკეტვა, თუმცა ამის საშუალება ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა არ მისცეს.  

მეტი...

ქართველმა პარამსროლელმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქართველმა პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა R9 კატეგორიაში შაშხანის 50 მეტრზე სროლის ფინალში იასპარეზა. მან 248,2 ქულა დააგროვა და საქართველოს პარიზის პარალიმპიადაზე პირველი ვერცხლის მედალი მოუტანა. საკვალიფიკაციო ეტაპზე მან 622,4 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავა. ლადო ჭინჭარაული პირველი ქართველი პარამსროლელია, რომელმაც პარალიმპიადაზე მედლის მოპოვება შეძლო. პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ამ დროისთვის ოთხი მედალი აქვს.  

მეტი...

“არაა გამორიცხული, რუსეთი ნატო-ს რომელიმე ქვეყანას დაესხას თავს”- ესტონეთის თავდაცვის მინისტრი

ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა განაცხადა, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ ესტონეთისთვის, არამედ მთელი დასავლეთისთვის და დასძინა, რომ არაა გამორიცხული, რუსეთი ნატო-ს რომელიმე ქვეყანას დაესხას თავს. ჰანო პევკური ამბობს, რომ ქვეყნები მზად უნდა იყვნენ რუსეთის მხრიდან შესაძლო თავდასხმისთვის. „რუსეთი საფრთხეა არა მხოლოდ ესტონეთისთვის, არამედ მთელი დასავლეთისთვის და როცა არსებობს საფრთხე, უნდა არსებობდეს ჩვენი პასუხიც. ამ პასუხის ძიებისას უნდა გავაცნობიეროთ, რომ ერთადერთი, რაც რუსებს ესმით, არის ძალის ენა“- განაცხადა პევკურმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში.    

მეტი...

პარლამენტმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით დაამტკიცა

81-ხმით, ერთხმად – პარლამენტმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. მმართველი უმრავლესობა საკანონმდებლო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას 17-20 სექტემბრის სასესიო კვირაში გეგმავს. საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი სახელწოდებით – “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ”, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტია.  

მეტი...

ქალმა ფეხბურთელებმა სექსუალური შევიწროების საქმე მოიგეს

ქალმა ფეხბურთელებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სექსუალური შევიწროების საქმე მოიგეს. ამის შესახებ ინფორმაციას “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ავრცელებს. ამავე ცნობით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. “ქალმა ფეხბურთელებმა სექსუალური შევიწროების საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშიც მოიგეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და მწვრთნელის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა” – აღნიშნულია PHR-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

„იმდენად კარგი მამა ჰყავდა, მისგან ასეთი ხეპრული განცხადება მოსალოდნელი არ იყო“-გია ვოლსკი ლაშა ბაქრაძის განცხადებაზე

“ლაშა ბაქრაძის ასეთი ხეპრული განცხადება მოსალოდნელი არ იყო, თუ არ იტყვის, რომ ეს შეცდომით წამოსცდა, ეს მის ხეპრეობას დაადასტურებს” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ბაქრაძის განცხადებაზე. „ლაშა ბაქრაძეს საქართველოს ისტორიისთვის იმდენად კარგი მამა ჰყავდა, ვის ხელშიც გაიზარდა, რასაკვირველია, მისგან ასეთი ხეპრული განცხადება მოსალოდნელი არ იყო, მაგრამ ამასაც გარკვეული მიზანი გააჩნია. თუ არ იტყვის, რომ ეს შეცდომით წამოსცდა, ეს მის ხეპრეობას დაადასტურებს და სამწუხარო იქნება, რადგან მამამისი საქართველოს ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, მისი ინტელექტით და მისი…

მეტი...

“უკრაინის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები საჭიროა”- ვოლოდიმერ ზელენსკი

„უკრაინის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები საჭიროა ჩვენი სახელმწიფოს სხვადასხვა მიმართულებით გაძლიერებისთვის“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირლანდიის პრემიერ-მინისტრ საიმონ ჰარისთან შეხვედრის შემდეგ მედიას განუცხადა. „მე უკვე ვისაუბრე ჩვენი მინისტრთა კაბინეტის, მრავალი სამინისტროს გადატვირთვაზე, ძალიან მადლობელი ვარ მინისტრების და მინისტრთა კაბინეტის მთელი გუნდის, რომლებიც მუშაობდნენ უკრაინისთვის და უკრაინელებისთვის“ – განაცხადა ზელენსკიმ. ის ამბობს, რომ დღეს უკრაინას ახალი ენერგია სჭირდება. „ეს ნაბიჯები დაკავშირებულია ჩვენი სახელმწიფოს სხვადასხვა მიმართულებით გაძლიერებასთან, გამონაკლისი არც საერთაშორისო პოლიტიკა და დიპლომატიაა“- აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის მინისტრთა კაბინეტში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება. თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებები წარადგინეს ორმა ვიცე-პრემიერმა და ოთხმა მინისტრმა,…

მეტი...

“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის ლაშა ბაქრაძის განცხადება აბსოლუტურად მიუღებელია”- ომბუდსმენი

ომბუდსმენის ლევან იოსელიანის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის ლაშა ბაქრაძის განცხადება აბსოლუტურად მიუღებელია. ის პოლიტიკოსებს მოუწოდებს, არ გამოიყენონ სიძულვილის ენა, პატივი სცენ სხვის გამოხატვის თავისუფლებას და არ დაუშვან ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების ტირაჟირება. „სულ რამდენიმე დღის წინ გამოვაქვეყნე განცხადება და მოვუწოდე ყველა პოლიტიკოსს და პარტიას, თავი შეიკავონ სიძულვილის ენისგან, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საქმე ქალ პოლიტიკოსებს ეხება. ის, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის ლაშა ბაქრაძისგან მოვისმინე, აბსოლუტურად მიუღებელია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოს – არ გამოიყენონ სიძულვილის ენა, პატივი სცენ სხვის გამოხატვის თავისუფლებას და არ დაუშვან ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების ტირაჟირება!”…

მეტი...

“ევროკავშირი გმობს „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტის მიღებას”- პიტერ სტანო

“ევროკავშირი გმობს „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით ნაჩქარევად მიღებას”-  ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერის პიტერ სტანოს განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პაკეტი ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და მოსახლეობის ნაწილის სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის გაძლიერების საფრთხეს ქმნის. „ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი კანონმდებლობა სათანადო საჯარო კონსულტაციებისა და ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საფუძვლიანი ანალიზის გარეშე იქნა მიღებული. ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა და დაცვა ევროკავშირის გაფართოების პროცესის საფუძველშია, რასაც შეფასება გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშში ყოველწლიურად ეძლევა”- აღნიშნულია განცხადებაში. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას,…

მეტი...

„განწყობა ამაღლებული და საბრძოლოა“- ბუდუ ზივზივაძე

საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთთან მატჩისთვის ემზადება. ფეხბურთელებმა რამდენიმე ვარჯიში უკვე ჩაატარეს. როგორც ნაკრების წევრი ბუდუ ზივზივაძე ამბობს, განწყობა ამაღლებული და საბრძოლოა “როგორც ყოველთვის, ნაკრებში ყოველთვის შესანიშნავი განწყობაა. პირველად შევიკრიბეთ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. განწყობა ამაღლებული და საბრძოლოა. ყველა შესანიშნავ ხასიათზეა და, რაც მთავარია, ჯანმრთელია. ვემზადებით ახალი ერთა ლიგისთვის, რომელიც 7 სექტემბერს, ჩეხეთთან თამაშით დაიწყება. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პირველი საშინაო თამაშის მაღალ დონეზე ჩატარება. საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ვთამაშობთ. ყველანაირად ვეცდებით, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ და ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გავახაროთ”- განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ.

მეტი...

“21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი სცემა”- პროკურორი

21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ოთარ ცინდელიანმა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი სცემა, კერძოდ კი, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსის მოადგილე. ამის შესახებ საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა და შესაბამისი დოკუმენტის საქმეზე ცნობის სახით დართვის შუამდგომლობა დააყენა. როგორც ვეფხვაძემ აღნიშნა, ცინდელიანმა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის მიმართ ფიზიკური ძალადობა 13 აგვისტოს განახორციელა, რაზეც გამოძიება დაწყებულია. ცინდელიანი უწყებაში თავად გამოცხადდა, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, მას ქვეყნის დატოვების მცდელობა ჰქონდა. ქეთი ჯავახიშვილს სხეულის თითქმის ყველა ორგანოზე 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო. ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“…

მეტი...

“შეერთებულმა შტატებმა ძალიან კარგად იცის, სად გადის რუსეთის წითელი ხაზები”-ლავროვი

“შეერთებულმა შტატებმა ძალიან კარგად იცის, სად გადის რუსეთის წითელი ხაზები, მათთან არ უნდა იხუმრონ”- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. ამ განცხადებით ლავროვმა კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ შეერთებული შტატები გეგმავს უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებისთვის ფრთოსანი რაკეტები მიაწოდოს. „ამერიკელებმა უკვე გადალახეს ის ზღვარი, რომელიც თავად მოუნიშნეს თავიანთ თავს. მათ აქეზებენ და ზელენსკი, რა თქმა უნდა, ხედავს ამას და სარგებლობს. ვინც ჩვენს წითელ ხაზებს ეხუმრება, არ უნდა ეხუმრებოდეს, მათ მშვენივრად იციან, სადაც გადის ის“- განაცხადა ლავროვმა.  

მეტი...

“მარგველაშვილს „ლელო“ აძლევს ფულს, შეიძლება, ცოდნაც მისცეს”- იაგო ხვიჩია

“„ლელოს“ ფული აქვს და შეუძლია, ცნობადი სახეები მიიზიდოს. მარგველაშვილს „ლელო“ აძლევს ფულს, შეიძლება, ცოდნაც მისცეს” – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისივე თქმით, „ლელოს“ ფულს ბევრი შეუძლია. „„ლელო“ ხვდება, რომ საარჩევნო ბარიერის გადასალახად ახალ-ახალი სახეებია საჭირო. იგივე პრობლემა აქვს გახარიებსაც და მიკვირს, ეს პარტიები შორს რომ იყურებიან, გარე-გარე, ჯერ ერთმანეთს შეხედონ, რადგან ისინი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან და პოლიტიკაშიც ერთმანეთის გამო არიან. „ლელოს“ ფული აქვს და შეუძლია, ცნობადი სახეები მიიზიდოს. ბევრი ხალხია გასაერთიანებელი და „ლელოს“ ფულს ბევრი შეუძლია. მარგველაშვილს „ლელო“ აძლევს ფულს, შეიძლება, ცოდნაც მისცეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მეტი...

ალექსანდრ ლუკაშენკომ საპროტესტო ქმედებებში მონაწილეობისთვის კიდევ 30 მსჯავრდებული შეიწყალა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ საპროტესტო ქმედებებში მონაწილეობისთვის მსჯავრდებული კიდევ 30 პირი შეიწყალა. შესაბამის ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. ლუკაშენკოს ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ეს ჰუმანური ჟესტია ამ ადამიანების მიმართ. შეწყალებულთა შორის შვიდი ქალი და 23 მამაკაცია. მათი უმრავლესობა არასრულწლოვანი ან მცირეწლოვანი შვილების მშობელია. ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ყველა მათგანმა „აღიარა დანაშაული, მოინანია ის და კანონმორჩილი ცხოვრების გაგრძელების პირობა დადო“. მათ კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს.

მეტი...

“არ აღენიშნებოდა პულსი და არ სუნთქავდა”- თბილისში ექიმებმა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს

თბილისის მე-3 რაიონული სამსახურის ბრიგადის ექიმებმა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. “მე-3 რაიონული სამსახურის 1702 ბრიგადის მისვლისას პაციენტი უგონო მდგომარეობაში დახვდათ. აღმოჩნდა, რომ შუახნის მამაკაცი ტელეფონზე საუბრისას მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. სასწრაფო დახმარება მისმა მეუღლემ გამოიძახა. ექიმების მისვლისას მამაკაცს არ აღენიშნებოდა პულსი და არ სუნთქავდა. დაფიქსირდა ფიბრილაცია. ბრიგადის წევრების მიერ ჩატარებული პროტოკოლით გათვალისწინებული წარმატებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად პულსაცია და სუნთქვა აღდგა. მონიტორზე დაფიქსირდა სინუსური რითმი, ხოლო პაციენტი კონტაქტური გახდა. პაციენტი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით, სტაბილური მდგომარეობით ბრიგადის მიერ კლინიკაში იქნა ჰოსპიტალიზებული. გვეამაყება: ექიმი – ლიანა ხუბულური,…

მეტი...

,,დასავლეთიდან მომდინარე საფრთხის გამო რუსეთი საკუთარ ბირთვულ დოქტრინას შეცვლის” – პესკოვი

,,რუსეთს საკუთარი ბირთვული დოქტრინის გადახედვა მოუწევს, ვინაიდან აშშ და მისი დასავლელი მოკავშირეები უკრაინაში ომის ესკალაციის გზით რუსეთის ფედერაციას საფრთხეს უქმნიან”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. როგორც მან აღნიშნა, შეერთებული შტატებია პასუხისმგებელი ევროპაში „ცივი ომის“ შემდეგ შექმნილი უსაფრთხოების არქიტექტურის ნგრევაზე. „დასავლეთმა რუსეთთან დიალოგზე უარი თქვა და გეზი მისი უსაფრთხოების ინტერესებზე შეტევაზე აიღო, ამავდროულად ის უკრაინაში „ცხელ ომს“ აჩაღებს“, – თქვა პესკოვმა.

მეტი...

ირმა ხეცურიანმა პარალიმპიადაზე რაპირით ფარიკაობაში ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო

პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე ქართველმა ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა (კატეგორია B) რაპირით ფარიკაობაში პირველი შეხვედრა გამართა. მან ბრაზილიელი მონიკა სანტოსი ანგარიშით 15:13 დაამარცხა და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. გუშინ ხეცურიანმა პარიზის პარალიმპიადაზე ხმლით ფარიკაობაშიც იასპარეზა და ამ დისციპლინაში მეხუთე ადგილი დაიკავა. პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ამ დროისთვის სამი მედალი აქვს. ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ბრინჯაოს მედლები კი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა და 19 წლის პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ მოიპოვეს.

მეტი...

,,რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისთვის დაფინანსების შეჩერება საინტერესო და მგრძნობიარე პროცესია” – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისთვის დაფინანსების შეჩერება საინტერესო პროცესია. მისი თქმით, საკითხი ძალიან მგრძნობიარეა. „ამის იქით კომენტარს არ გავაკეთებ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საინტერესოა ეს პროცესები, რაც ჩვენ ვიხილეთ“, – განაცხადა პრემიერმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ დაადასტურა, რომ რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს 1-ლი სექტემბრიდან სოციალური დაფინანსება შეუჩერა.

მეტი...

ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ბორჯომის ხეობაში, დაბა ახალდაბას მიმდებარედ, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ,,მეხანძრე-მაშველების მიერ სალოკალიზაციო და სალიკვიდაციო ინტენსიური სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ხანძრის ქრობის პროცესში 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული. ხანძრის ადგილზე მეხანძრე-მაშველები რჩებიან და მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება. ადგილზე უსაფრთხოებისა და მონიტორინგის მიზნით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ გუდამაყრისა და ბალანჩინის ქუჩებზე მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი ხის სახლები განათავსა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ გუდამაყრისა და ბალანჩინის ქუჩებზე მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი ხის სახლები განათავსა. სახლების დადგმის პროცესში მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველმა ადამიანებმა მიიღეს მონაწილეობა. დედაქალაქის მასშტაბით, მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლების დადგმა ცხოველების მიმკედლებლების ჩართულობით ხორციელდება. პროექტის მიზანია მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა და მათი მიმკედლებლების მხარდაჭერა, ასევე, ცხოველების კეთილდღეობისათვის განხორციელებულ აქტივობებში კერძო სექტორის ჩართულობის წახალისება.

მეტი...

ახალ ზელანდიაში ძაღლებს მანქანის მართვას ასწავლიან

ახალ ზელანდიაში ძაღლებს მანქანის მართვას ასწავლიან. დაინტერესებულ პატრონებს შეუძლიათ, ოთხფეხა მეგობარი სპეციალურ სკოლაში შეიყვანონ, სადაც ყველაფერი ძაღლებისთვისაა მოდიფიცირებული. როგორც ავტოსკოლაში ამბობენ, ტარების დასაუფლებლად ძაღლს, დაახლოებით, 8-კვირიანი სწავლება სჭირდება. ცენტრს 3 კლიენტი უკვე ჰყავს. ძაღლებს მონტს, პორტერსა და ჯინის მანქანის ძრავის ჩართვა, საჭის დამორჩილება და აჩქარება შეუძლიათ. ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ მათი თათები სხვადასხვა ფუნქციონალზე მაქსიმალურად იყოს დაფიქსირებული. ცენტრის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი მომდევნო მიზანი სპეციალური მართვის მოწმობის შემუშავებაა, რომელიც ძაღლებს გადაეცემათ. იდეის ინიციატორი ახალ ზელანდიაში მოქმედი ცხოველთა დაცვის ჯგუფია. პირველ რიგში, ამ გზით მათ სურთ, საზოგადოებას დაანახონ, თუ რამდენად ჭკვიანი…

მეტი...

,,საქართველოში მშვიდობის მთავარი გარანტი არის ბიძინა ივანიშვილი” – პრემიერი

,,საქართველოში მშვიდობის მთავარი გარანტი არის ბიძინა ივანიშვილი და მის მიმართ უკვე მოქმედებს დე ფაქტო სანქციები, როგორც კი დაიწყო ომი უკრაინაში, მას გაუყინეს თანხები, რის გამო?!”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, როგორც კი დაიწყო ომი უკრაინაში, ბიძინა ივანიშვილს გაუყინეს თანხები. „ბიძინა ივანიშვილს ფაქტია, რომ გაუყინეს ორი მილიარდი დოლარი მას შემდეგ, ორ კვირაში, რაც დაიწყო უკრაინაში ომი. რის გამო? რომ არ დავაწესეთ სანქციები ხელისუფლებამ და არ გავაგზავნეთ მთავრობის ოფიციალური თანხმობით მებრძოლი მოხალისეები უკრაინაში? ეს არის რეალური ვითარება, დანარჩენზე საზოგადოება გამოიტანს საკუთარ დასკვნებს“, – განაცხადა კობახიძემ.

მეტი...