აშშ-ში, ჯორჯიის შტატში, სკოლაში სროლის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანია დაღუპული. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს და წერს, რომ ამ დროის მონაცემებით, დაჭრილია 30-მდე ადამიანი.
როგორც ცნობილია, ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია, თუმცა, მისი ვინაობა და თავდასხმის მოტივი უცნობია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.