რადამ ირინა ვერეშჩუკის ვიცე-პრემიერობიდან გადადგომას მხარი არ დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან ოლგა სტეფანიშინას გადადგომას მხარი დაუჭირა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, 5 სექტემბერს უწყება იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანდება და მას ისევ სტეფანიშინა უხელმძღვანელებს.

რადამ მხარი დაუჭირა უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის, ალექსანდრ კამიშინის გადადგომასაც, ხოლო ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკის გადადგომის შესახებ განცხადება, არ დააკმაყოფილა.

თანამდებობიდან გათავისუფლდნენ უკრაინის იუსტიციის მინისტრი, დენის მალიუსკა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, რუსლან სტრელესი.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ თანამდებობას ტოვებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება. თუმცა რადას დღეს მისი საკითხი არ განუხილავს.

როგორც პრეზიდენტი ზელენსკი მინისტრთა კაბინეტში მიმდინარე ცვლილებებზე საუბრისას ამბობს, საჭიროა გადატვირთვა და ეს ნაბიჯები დაკავშირებულია სახელმწიფოს გაძლიერებასთან სხვადასხვა მიმართულებით.

მსგავსი თემები